ჭდე: აღმაშენებლის ხეივანი

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ცოტა ხნის წინ, ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 65 წლამდე მამაკაცია, რომელსაც აღმაშენებლის ხეივანში ადგილობრივებმა შემთხვევით მაშინ მიაგნეს, როცა ბალახს თიბავდნენ. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. რამდენიმე წუთში, მამაკაცს ექსპერტისზის ბიუროში გადაასვენებენ. დაღუპულის ვინაობა უცნობია, ამ დროისთვის ასევე უცნობია, თუ რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, […]

აღმაშენებლის ხეივანში სამარშრუტო ტაქსი მოტოციკლს შეეჯახა

აღმაშენებლის ხეივანში სამარშრუტო ტაქსი მოტოციკლს შეეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ყვითელი სამარშრუტო ტაქსი და მოტოციკლი შეეჯახა. დაშავებულია მოტოციკლის მძღოლი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. მოტოციკლის მძღოლი მსუბუქი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ამოტრიალდა – 1 ადამიანი დაშავდა

აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ამოტრიალდა - 1 ადამიანი დაშავდა

დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიისას ავტომობილი ამობრუნდა. დაშავებული, რომელსაც დაზიანება ხელის არეში ჰქონდა მიღებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. იპნ

აღმაშენებლის ხეივანში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 4 წლის ბავშვი დაშავდა

აღმაშენებლის ხეივანში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 4 წლის ბავშვი დაშავდა

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი დაშავდა. ავარია დღის ბოლოს აღმაშენებლის ხეივანში მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო სულ სამმა ადამიანმა – ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვინ იყო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე – გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ფეიქრიშვილების მკვლელობის საქმე - დაკავებულია ანრი ყურაშვილი

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორმა მოქალაქემ საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტოს საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ავარია აღმაშენებლის ხეივანში – 2 ადამიანი დაშავდა

ავარია აღმაშენებლის ხეივანში - 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

აღმაშენებლის ხეივანში ტაქსი მეეზოვეს დაეჯახა – 70 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა

აღმაშენებლის ხეივანში ტაქსი მეეზოვეს დაეჯახა - 70 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ტაქსი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 70 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. გავრცელებული […]

აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ბოძს შეეჯახა – მძღოლი დაიღუპა

კახეთის გზატკეცილზე მანქანა ამოტრიალდა - მისი მძღოლი დაიღუპა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელსაც 32 წლის კაცი მართავდა, გარე განათების ბოძს შეეჯახა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს. იმედინიუსი

აღმაშენებლის ხეივანში მე-13-14 სართულებიდან მინები ცვივა – ვიდეო

აღმაშენებლის ხეივანში მე-13-14 სართულებიდან მინები ცვივა - ვიდეო

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, გუშინ შენობის მე-13 და მე-14 სართულიდან მინები ჩამოვარდა. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ვიტრაჟების დემონტაჟი განახორციელა და სხვა მინების ჩამოვარდნა თავიდან აიცილა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. https://www.facebook.com/newrustavi/videos/408230952956605/

თბილისში სადისტრიბუციო მანქანა დაიწვა

თბილისში სადისტრიბუციო მანქანა დაიწვა

აღმაშენებლის ხეივანში ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მთლიანად დაიწვა მანქანის სალონი და პროდუქცია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.