ჭდე: ამინდი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელია 

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების პრონოზს აქვეყნებს. „9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 11 ოქტომბრის შუადღემდე დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრის შუადღემდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან […]

როდემდე იქნება სიცხე საქართველოში – ამინდის პროგნოზი 1-ელ სექტემბრამდე

საქართველოში საგრძნობლად დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში […]

10 აგვისტოდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს

საქართველოში საგრძნობლად დათბება

სინოპტიკოსები 10 აგვისტოდან საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ მატებას ელოდებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი 10 აგვისტომდეა მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში კი სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ქარია ნავარაუდები. დედაქალაქში ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება. 10 აგვისტოდან სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ტემპერატურის მკვეთრ მომატებას ვარაუდობენ.

მოემზადეთ დიდი სიცხეებისთვის – ამინდის პროგნოზი 20 ივლისამდე

საქართველოში საგრძნობლად დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსია მოსალოდნელი.

ტემპერატურა 16 გრადუსამდე აიწევს 

თოვლჭყაპი, ქარბუქი, უხვი ნალექი, ნისლი, - 19-20 ნოემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში +7, +12 გრადუსი იქნება. ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1 იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 1 იანვარს დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს […]

21 დეკემბრიდან საგრძნობლად აცივდება 

თოვლჭყაპი, ქარბუქი, უხვი ნალექი, ნისლი, - 19-20 ნოემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 17-19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღა ლმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +8, +13 გრადუსამდე დაიკლებს. 20 დეკემბერს შედარებით გამოიდარებს და დათბება, ხოლო 21 დეკემბრიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. თბილისში 17-19 დეკემბერს დღის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 […]

17 ნოემბერს თბილისში მოთოვს – როგორი ამინდია მოსალოდნელი 

ამინდი გაუარესდება

სინოპტიკოსებისინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 16 ნოემბერს ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიკლებს და იწვიმებს. 17-18 ნოემბერს გამოიდარებს და ჰაერი +14, +15 გრადუსამდე გათბება. 16 ნოემბერს წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც, ტემპერატურა კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს. ხოლო 17 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში თოვლჭყაპს ელოდებიან, ტემპერატურა +7 გრადუსამდე შემცირდება. 18 ნოემბრიდან გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. თბილისში  16 ნოემბერს იწვიმებს […]

პირველ ნოემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში საგრძნობლად დათბება

პირველ ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 27 და 30 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. 1-ლი ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად […]

შესაძლოა, საქართველოში 24 სექტემბერს მოთოვოს

შესაძლოა, საქართველოში 24 სექტემბერს მოთოვოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. 24 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლიც. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

13 სექტემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.