ჭდე: ამფეტამინი

იტალიის პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიაში წარმოებული 15.4 ტონა ამფეტამინი ამოიღო

იტალიის პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიაში წარმოებული 15.4 ტონა ამფეტამინი ამოიღო

იტალიის პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიაში წარმოებული 15.4 ტონა ამფეტამინი ამოიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, სამართალდამცავებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სალერნოს პორტში საეჭვო კონტეინერებში 1 მილიარდი ევროს ღირებულების 84 მილიონი აბი ამფეტამინი აღმოაჩინეს. ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბებს Captagon-ის ლოგო ჰქონდათ, რომელიც „ჯიჰადის წამლის“ ნიშანია. იპნ

მტრედს 178 აბი ამფეტამინი გადაჰქონდა

მტრედს 178 აბი ამფეტამინი გადაჰქონდა

კუვეიტელმა სამართალდამცავებმა კურიერი-მტრედი დაიჭირეს, რომელსაც სხეულზე მიბმული ჰქონდა პატარა ჩანთა, სადაც 178 აბი ამფეტამინი აღმოჩნდა. სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკების გადატანა ერაყის ტერიტორიიდან ხდებოდა. ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. რა ბედი ელის მტრედს ჯერჯერობით უცნობია. ნიუპოსტი