ჭდე: აშშ

აშშ უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ოჯახების ევაკუაციას იწყებს

აშშ უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ოჯახების ევაკუაციას იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახებისთვის განკარგულება გასცა, ორშაბათიდან ქვეყნიდან ევაკუაცია დაიწყონ,- ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობას არ ასაჯაროვებს. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მათთან საუბარში განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მომავალ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, დაიწყონ უკრაინის დატოვება კომერციული ავიარეისებით, „სანამ ისინი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, […]

აშშ-დან უკრაინაში სამხედრო იარაღი ჩავიდა

აშშ-დან უკრაინაში სამხედრო იარაღი ჩავიდა

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა, – ინფორმაციას მედიასაშუალებები უკრაინაში ამერიკის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ. „პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული უსაფრთხოების პაკეტის რამდენიმე ნაწილიდან პირველი უკვე კიევშია“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ტვირთი მოიცავს დაახლოებით 200.000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. „ეს დახმარება ადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას უკრაინის თავდაცვის გაძლიერების […]

“მომენატრები ძალიან” – აშშ-ში ქართველი ემიგრანტი ნინო პერანიძე გარდაიცვალა

"მომენატრები ძალიან" - აშშ-ში ქართველი ემიგრანტი ნინო პერანიძე გარდაიცვალა

„მომენატრები ძალიან … საუკეთესო დედა იყავი და საუკეთესო დარჩები სამუდამოდ! ძალიან მაწყენინე, მაგრამ მაინც…“ – წერს გარდაცვლილი ემიგრანტის შვილი სოციალურ ქსელში. „კიდევ ერთი ჩვენი ქვეყნის თანამემამულე ემიგრანტი, ძალიან კარგი თბილი სიცოცხლით სავსე, ყურადღებიანი თბილი უკარგესი ადამიანი აღარ გვყავს. ჩვენი ნინი… ჯგუფის სახელით ვუსამძიმრებთ შენს ოჯახს  უფალმა ნათელში გამყოფოს და დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი“, – წერენ ემიგრანტები […]

ქალმა კოვიდინფიცირებული შვილი მანქანის საბარგულში ჩაკეტა – რა მოხდა აშშ-ში

ქალმა კოვიდინფიცირებული შვილი მანქანის საბარგულში ჩაკეტა - რა მოხდა აშშ-ში

ამერიკელმა მასწავლებელმა კოვიდდადებითი შვილი მანქანის საბარგულში ჩაკეტა, რომ ვირუსი მას არ გადასდებოდა – BBC-ის ინფორმაციით, 41 წლის სარა ბიმი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. სარა ბიმის თქმით, 13 წლის ბიჭს კოვიდი დაუდასტურდა და ტესტის შედეგის გადასამოწმებლად სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდა. მისი განმარტებით, არ სურდა თავადაც დაინფიცირებულიყო, ამიტომ ბავშვი კლინიკაში საბარგულით მიიყვანა. მედპერსონალმა ქალს განუცხადა, რომ ტესტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებდნენ, თუ ბიჭს მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსებდა. თვითმხილველებმა […]

აშშ-დან ჩამოყვანილი 71 მანქანა ნაწილებად გაიყიდა – დააკავეს 9 პირი

აშშ-დან ჩამოყვანილი 71 მანქანა ნაწილებად გაიყიდა - დააკავეს 9 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ჯგუფურად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება- გამოყენების ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 9 პირი მისცეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დგინდება, რომ 2017-2021 წლებში, სხვადასხვა პირების მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოყვანილ იქნა 71 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც […]

აშშ-ში ტორნადოს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ტორნადოს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშეარმა განაცხადა. მისი თქმით, შტატის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტორნადოს მსხვერპლი, შესაძლოა 100-მდეც გაიზარდოს. სტიქიის გამო კენტუკიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტორნადო აშშ-ის სხვა შტატებსაც დაატყდა თავს. ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა ტორნადოსთან დაკავშირებული გაფრთხილება გასცა არკანზასის, ტენესის, მისურისა და ილინოისის შტატებისთვის. არკანზასის […]

აშშ-ში მოსწავლემ 3 მოსწავლე მოკლა

აშშ-ში მოსწავლემ 3 მოსწავლე მოკლა

აშშ-ში, მიჩიგანის სკოლაში ერთ-ერთმა მოსწავლემ ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაიჭრა 8 ადამიანი. დაღუპულები 16, 17 და 14 წლის მოსწავლეები არიან. დაჭრილებიდან ერთ-ერთი პედაგოგია, დანარჩენი კი – მოსწავლეები. 15 წლის მოსწავლე, რომელმაც ცეცხლი გახსნა, სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო სროლის მოტივი.

“დავეხმაროთ მის უფროს დას” – ამერიკაში 23 წლის ქართველი დავით სალი გარდაიცვალა

"დავეხმაროთ მის უფროს დას" - ამერიკაში 23 წლის ქართველი დავით სალი გარდაიცვალა

თინა ბედიაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “კიდევ ერთი ძალიან ახალგაზრდა ემიგრანტი გამოაკლდა ამერიკაში მყოფ ემიგრანტებს – 23 წლის დავით სალი. დავითი მუშაობდა თრაქზე. იყო ძალიან მშრომელი და უსაზღვროდ კეთილი ადამიანი. მეგობრებს ყოველთვის მხარში ედგა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აპირებდა დაოჯახებას,  რაც ვერ მოასწრო ჰყავს უფროსი და, რომელმაც გაზარდა და სჭირდება დახმარება, რომ თავის ძმა დაკრძალოს საქართველოში. თუკი […]

აშშ კოვიდის ომიკრონის შტამის გამო სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას აჩერებს

აშშ-ში მხოლოდ ორჯერადად აცრილ ვიზიტორებს შეუშვებენ

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მოგზაურობას შეზღუდავენ ბოტსვანიდან, ზიმბაბვედან, ნამიბიიდან, ლესოტოდან, ესვატინიდან, მოზამბიკიდან და მალავიდან. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამერიკის მოქალაქეებსა და მუდმივ რეზიდენტებზე, თუმცა აშშ-ში გამგზავრებამდე მათ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს გამართულ […]

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა

ელისო კილაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა. მისი თქმით, ოლიგარქმა ვიზაც დაჩქარებული წესით აიღო. ჟურნალისტის თქმით, ამ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც მისი შიდა, ისე გარე წყაროები: “გაგიკვირდებათ და ბიძინა ივანიშვილი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მას აქვს სახლი. პირველად ჩავიდა სხვათა შორის, აქამდე ჩემი ინფორმაციით, ის ამერიკაში ნამყოფი არ იყო… ივანიშვილი წავიდა ყველაზე დაცულ ქვეყანაში, ვიზაც მე როგორც ვიცი, […]