ჭდე: ბავშვი

ახმეტელის მეტროში ბავშვს ესკალატორში ხელი მოჰყვა

ახმეტელის მეტროსადგურში ბავშვს ესკალატორში ხელი მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, ასევე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ბავშვს ხელი ესკალატორის სახელურში მოჰყვა და სერიოზული დაზიანება არ აქვს. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ახმეტელის მეტროსადგურში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელოდებიან.

ზუგდიდში 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ზუგდიდში 12 წლის დ.კ. გარდაიცვალა. როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მოზარდი საფეხბურთო მოედანზე თამაშობდა, რა დროსაც მან გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სამედიცინო პერსონალის განცხადებით ბავშვს შეყვანის მომენტში გული გაჩერებული ჰქონდა. დაახლოებით ორსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კაცმა 2 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადავარდნისგან გადაარჩინა – ვიდეო

ჩინეთში კაცმა 2 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადავარდნისგან გადაარჩინა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს. შემთხვევა ქალაქ ხუაიხუაში მოხდა. გამვლელმა შენიშნა ბავშვი, რომელიც გისოსებში გაძვრა და ფანჯრიდან გადაეკიდა. კადრებში ჩანს კაცი, რომელმაც მე-5 სართულზე ასვლა მოახერხა და ბავშვი გადავარდნისგან იხსნა. მსგავსი შემთხვევა 28 მაისს პარიზშიც მოხდა, როცა მალელმა მიგრანტმა ბავშვი მე-4 სართულიდან გადავარდნისგან იხსნა. იმედინიუსი

არალეგალი მიგრანტი პარიზში, ქუჩიდან მეოთხე სართულზე აცოცდა და ბავშვი გადაარჩინა

პარიზში, 22 წლის ბიჭმა, მამუდუ გასამამ, მეოთხე სართულის აივნიდან ჰაერში დაკიდებული ბავშვი გადაარჩინა. სოციალურ ქსელებსა და მედიაში თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ჩანს, როგორ მიცოცავს შიშველი ხელებით მამადუ გასამა სართულიდან სართულზე, რომ 4 წლის პატარას მისწვდეს. ვიდეო შაბათს, საღამოს რვა საათზეა გადაღებული პარიზის მეთვრამეტე უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე. „შიშზე არ ვფიქრობდი იმ მომენტში, როცა ჰაერში […]

ბავშვი მე-6 სართულის ფანჯარაზე 25 წუთი ეკიდა – ვიდეო

რუსეთის ქალაქ კიროვში ბავშვი 25 წუთის განმავლობაში მე-6 სართულის ფანჯარაზე იქამდე ეკიდა, სანამ ის მაშველებმა არ გადაარჩინეს. გადაუდებელი დახმარების ადგილზე მისვლამდე მოზარდს მეზობლები ეხმარებოდნენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დედას ბავშვი არასდროს ადარდებდა. შესაბამისად არ იყო დაინტერესებული თუ სად იყო ის და რას აკეთებდა. მომხდარის შედეგად არავინ დაზარალებულა. უცნობია რა გახდა ინციდენტის მიზეზი.

რუსთავში 10 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადმოვარდა – მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია

რუსთავში 10 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდა. მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მარნეულში მატარებელი 12 წლის ბიჭს დაეჯახა და მოკლა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მარნეულში – არასრულწლოვანი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მარნეულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, 12 წლის ვ.გ მატარებლის ლიანდაგზე მიდიოდა, ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის სიგნალი ვერ გაიგონა, მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მოზადს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ბიჭი […]

საჩხერეში ბავშვმა ხელის მტევანი დაკარგა

საჩხერეში, პიროტექნიკის ხელში აფეთქების გამო, არასრულწლოვანმა ხელის მტევანი დაკარგა. დაშავებული თავდაპირველად საჩხერის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. საახალწლო დღეებში ქუთაისის რეგიონალურ რეფერალურ კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 12 ადამიანი მიიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ექვს მათგანს ზედა კიდურზე ოპერაცია გაუკეთდა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საავადმყოფოში მიყვანამდე თითები ამპუტირებული ჰქონდათ.

akhalitaoba.ge © 2017-2018