ჭდე: ბელგია

თავშესაფრის მაძიებელი ქართველი გარდაიცვალა, რომელიც ბელგიის იზოლატორში სამი კვირა შიმშილობდა

"ემიგრანტებმა საქართველოში მყოფი ავადმყოფები ვიდარდოთ თუ მშიერი ხალხი?!" - მზია წულუკიძე

ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 40 წლის ქართველი მამაკაცი ანტვერპენის ოლქში მდებარე დაკავების ცენტრში იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი თავშესაფრის მიღებას და საფრანგეთში დაბრუნებას ცდილობდა, სადაც მას ოჯახი ჰყავს, თუმცა საფრანგეთის შესაბამისი უწყებები ამის უფლებას არ აძლევდნენ. ამ ფაქტის გამო, ის ბოლო 3 კვირის განმავლობაში პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავდა და ის სამედიცინო პერსონალის […]

დანიასა და ბელგიაში კინოთეატრები იხურება

დანიასა და ბელგიაში კინოთეატრები იხურება

ბელგიაში, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო, კინოთეატრები, თეატრები და დახურულ სივრცეში განთავსებული სხვა რეკრეაციული ობიექტები დროებით იხურება. ამასთან, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და ფიტნეს ცენტრები, შესაძლოა, ღია დარჩნენ. ბელგიის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საშობაო დღეების დაწყებამდე კოვიდ ტესტი ჩაიტარონ. ბელგიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაინფიცირების შემთხვევების 27%-ი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის. „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო თეატრებს, კინოთეატრებს, მუზეუმებს, საკონცერტო […]

მიქაუტაძემ ბელგიაში ისევ გაიტანა

მიქაუტაძემ ბელგიაში ისევ გაიტანა

ბელგიის ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი გიორგი მიქაუტაძემ. მე-16 ტურში „სერენმა“ სახლში 2:0 სძლია „სენტ ტრუიდენს“, მიქაუტაძე მასპინძელთა გუნდში კვლავ სასტარტოში იყო, 57-ე წუთზე იუსეფ მაზიზის პასით გაიტანა, ანგარიში 2:0 გახდა, 87-ე წუთზე კი შეცვალეს. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჟუპილერ ლიგაში 7, ხოლო თასზე 3 გოლია. „სერენმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 19 ქულით მე-14 ადგილზეა და […]

ბელგიაში კოვიდ 19-ის 2 შტამით დაინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

ბელგიაში კორონავირუსით 90 წლის ქალი დაიღუპა, რომელიც, ვირუსის „ალფა“ და „ბეტა“ ვარიანტებით იყო დაინფიცირებული, – ინფორმაციას მედია საშუალებები ბელგიელ მეცნიერებზე დაყრდნობით ავრცელებენ. ”ეს არის SARS-CoV-2– ის ორი შემაშფოთებელი ვარიანტით თანაინფიცირების ერთ-ერთი პირველი დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა”, – განაცხადა ბიოლოგმა ენ ვანკირბერგენი, რომელიც კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევროპული კონგრესის (ECCMID) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორია. მისივე თქმით, პაციენტი […]

ბელგიამ საქართველოს საზღვარი ჩაუკეტა

ბელგიამ საქართველოს საზღვარი ჩაუკეტა

ბელგიამ საქართველოს საზღვარი ჩაუკეტა. მიზეზი, ახალი დელტა შტამის გავრცელებაა. ბელგიამ 24 ქვეყნის სიაში საქართველოსთან ერთად დიდი ბრიტანეთიც შეიყვანა. ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა 24 ქვეყნის მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა და განცხადა, რომ რეგულაციები დროებითია და ტურისტები ბელგიაში დაბრუნებას ქვეყნებში კოვიდ ინფიცირების შემთხვევების შემცირების შემდეგ შეძლებენ. რუსთავი 2

“კოვიდ 19-ის ცუნამი გვიახლოვდება” – ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

"კოვიდ 19-ის ცუნამი გვიახლოვდება" - ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, მეგი დე ბლოკის განცხადებით, ქვეყანას კორონავირუსის ცუნამი უახლოვდება და უახლოეს მომავალში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. მინისტრის თქმით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელსა და რამდენიმე რეგიონში საგანგაშო მდგომარეობაა. კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ბელგიის ფედერალურმა მინისტრმა ფრანკ ვანდერბრიუკემაც. მისი თქმით, სიტუაცია მალე შეიძლება უკონტროლო გახდეს. „დღეს ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მდგომარეობის კონტროლი, მაგრამ წარმოუდგენელი სირთულეებისა და სტრესის […]

„საკუთარ აღსასრულს ვხედავდი, მეგონა, ვკვდებოდი და ვეღარასდროს გავიღვიძებდი” – რას იხსენებს ბელგიელი ექიმი

„საკუთარ აღსასრულს ვხედავდი, მეგონა, ვკვდებოდი და ვეღარასდროს გავიღვიძებდი" - რას იხსენებს ბელგიელი ექიმი

“მეგონა, ვკვდებოდი და ვეღარასდროს გავიღვიძებდი”, –  ასე აღწერს ბელგიელი ექიმი კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას. 58 წლის ანტუან სესი უროლოგია, რომელიც კოვიდ 19-ით რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირდა. ექიმის მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა, რის შემდეგაც ის მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. „საკუთარ აღსასრულს ვხედავდი, მეგონა, ვკვდებოდი და ვეღარასდროს გავიღვიძებდი. უბედნიერესი ვიყავი, როდესაც გავიღვიძე და მეგობრები დავინახე“, –  აცხადებს ექიმი. […]

„დილის 6 საათზე გამეღვიძა ცხვრიდან სისხლისდენით“ – ქართველმა სტუდენტმა ბელიაში COVID-19 დაამარცხა

„დილის 6 საათზე გამეღვიძა ცხვრიდან სისხლისდენით“ - ქართველმა სტუდენტმა ბელიაში COVID-19 დაამარცხა

ბელგიაში, ქართველი სტუდენტი, ელია ამისულაშვილმა რამდენიმე კვირის წინ COVID19 – დაამარცხა, იგი ტელეკომპანია ”ფორმულასთან’’ დეტალურად ყვება იმ ძირითად სიმპტომებს, რაც აღენიშნებოდა. სტუდენტის განცხადებით, მიუხედავად ვირუსის დამარცხებისა, ჯერ კიდევ არ იცის, რა ნიშნებს ტოვებს COVID-19. ”დილის 6 საათზე გამეღვიძა ცხვრიდან სისხლისდენით, ასევე მახასიათებდა უჰაერობა, ვერ ვიძინებდი ღამით, ამ დროს კარანტინი არ იყო ბელგიაში გამოცხადებული. ვფიქრობ, რომ […]

ბელგიის სასამართლომ ბანკის ძარცვისთვის დაკავებული ქართველი კობა მ. გაათავისუფლა

ბელგიის სასამართლომ ბანკის ძარცვისთვის დაკავებული ქართველი კობა მ. გაათავისუფლა

ბელგიის სასამართლომ ანტვერპენში ბანკის ფილიალის ძარცვის საქმეზე დაკავებული 27 წლის ქართველის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ბელგიური მედია იტყობინება. პროკურატურას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. ბელგიის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი კობა მ. პოლიციამ 2 დღის წინ დააკავა, თუმცა როგორც დაკავებულის ადვოკატმა საჰილ მალიკმა განაცხადა, ბრალდების მხარემ ძარცვაში მისი მონაწილეობის დამადასტურებული საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. სასამართლომ ასევე მიიჩნია, […]

ბელგიაში ბანკის ძარცვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბელგიაში ბანკის ძარცვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბელგიის პოლიციამ 27 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ანტვერპენში ბანკი BNP Paribas Fortis-ის გაძარცვა ედება. აღნიშნული ბანკის ძარცვა გასულ კვირას მოხდა. მძარცველებმა ბანკის საცავებში შესაღწევად ბანკის მოპირდაპირე შენობიდან ორი მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძარცველებმა დაახლოებით 30 პერსონალური სეიფი გატეხეს. სავარაუდოდ, აღნიშნულ სეიფებში ბანკის კლიენტებს ბრილიანტები და ოქროულობა ჰქონდათ შენახული. ინტერპრესნიუსი