ჭდე: ბერლინი

ბერლინში უკრაინას მხარი 100.000-მა ადამიანმა დაუჭირა

ბერლინში უკრაინას მხარი 100.000-მა ადამიანმა დაუჭირა

ბერლინში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც მონაწილეობა 100.000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ბრანდენბურგის კარიბჭესთან იყვნენ შეკრებილები. ისინი აცხადებდნენ, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს. იპნ

ენტონი ბლინკენი ბერლინში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ბერლინში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევის შემდეგ ბერლინში ჩავიდა,. ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი მოლაპარაკებებს გამართავს გერმანელ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან. ხვალ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჟენევაში გაემგზავრება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. უკრაინაში ვიზიტის დროს ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე […]

“ფრთხილად, ბომბია!” – დუბლინი-კრაკოვის ბორტი ბერლინში ავარიულად დაჯდა

"ფრთხილად, ბომბია!" - დუბლინი-კრაკოვის ბორტი ბერლინში ავარიულად დაჯდა

რეინიარის თვითმფრინავმა, რომელიც დუბლინი-კრაკოვის რეისს ასრულებდა, ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ბერლინის ფედერალური პოლიცია მივიდა. მათ თვითმფრინავის უსაფრთხოება შეამოწმეს, მაგრამ მათ ვერანაირი საფრთხე ვერ აღმოაჩინეს. „მგზავრები პოლონეთის მიმართულებით მგზავრობას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებენ”, – განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა მედიასთან საუბარში. თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი […]

ზელიმხან ხანგოშვილი სანდრა რულოვსთან შეხვედრას აპირებდა მისი მკვლელობის დღეს

ზელიმხან ხანგოშვილი სანდრა რულოვსთან შეხვედრას აპირებდა მისი მკვლელობის დღეს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი ტელეფონით გამოკითხეს. ამისშესახებ „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია იუწყება. მათივე ინფორმაციით, ბერლინის ცენტრში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ გერმანიასა და კრემლს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია. გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლებმა დიდი ხნის წინ განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეში რუსეთის სპეცსამსახურებს მოიაზრებენ. სავარაუდოდ, სწორედ მათთან იყო დაკავშირებული ცხელ კვალზე დაკავებული […]

ბერლინი-თბილისის სპეცბორტით გერმანიიდან 183 ადამიანი დაბრუნდა

ბერლინი-თბილისის სპეცბორტით გერმანიიდან 183 ადამიანი დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინი-თბილისის სპეცრეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 183 ადამიანი დაბრუნდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის […]

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში დაგეგმილი ოპერაცია იყო – რას წერს გერმანული მედია

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში დაგეგმილი ოპერაცია იყო - რას წერს გერმანული მედია

გერმანიის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას კრიმინალური სარჩული არ გააჩნია, ის დაგეგმილი ოპერაცია იყო. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ბელინგკატის, ინსაიდერის, დოსიე ცენტრის და შპიგელ ონლაინის ერთობლივად ჩატარებულ გამოძიებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. როგორც გამოძიების მონაწილეები ამტკიცებენ, მათ მოიპოვეს მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილი ვადიმ სოკოლოვი ბერლინში სხვისი სახელით და გვარით გაემგზავრა რუსეთის სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით. […]

ბერლინში სუდანელებმა ქართველი მოკლეს – რა მოხდა ლტოლვილთა ბანაკში

ფოთის ”კოლხეთის” ფეხბურთელებით სავსე მანქანა შავშვებთან ამოტრიალდა - დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 6 მგზავრი

ბერლინის ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს სასტიკად გაუსწორდნენ. დაღუპული საქართველოს მოქალაქეა, რომლის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ქართველებსა და სუდანელებს შორის მოხდა. “ჩამტვრეულია ფანჯრები, შუშები ახლაც ძირს ყრია, ტანსაცმელი ძირს ყრია… ამ ბიჭის სისხლი იატაკზე ამჩნევია”- ამბობს თვითმხილველი. ნიუპოსტი

ბერლინში საუნის ვიზიტორებს შიშვლად სიარული აუკრძალეს

ბერლინში საუნის ვიზიტორებს შიშვლად სიარული აუკრძალეს

ბერლინის ერთ-ერთმა მთავარმა სპაცენტრმა Vabali Spa სტუმრებს საუნის და აუზის გარეთ ხალათების ჩაცმა მოსთხოვა, რამაც ბევრი გერმანელის უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ეს სტუმრების, ძირითადად კი ბრიტანელების, ამერიკელების და იტალიელების მრავალრიცხოვან საჩივარს უკავშირდება. ამრიგად, ამიერიდან ამ სპაცენტრში ტანსაცმლის გარეშე ყოფნა მხოლოდ საუნასა და აუზზეა დაშებული. რიგითი მოქალაქეების უკმაყოფილებას მხარდაჭერა გამოუცხადა ბუნდესტაგის […]

ბერლინში თურქულ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს

ბერლინში თურქულ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ბერლინში, რაინიკენდორფის რაიონში მდებარე თურქულ მეჩეთს, სამმა დაუდგენელმა ახალგაზრდამ შაბათს ღამით ცეცხლი წაუკიდა. ბოროტმოქმედებმა მეჩეთის ფანჯარა ჩაამტვრიეს და შენობის შიგნით ცეცხლი გააჩინეს. თვითმხილველებმა დანაშაულის აღსაკვეთად პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველებმა ახალგაზრდების დაკავება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მოსულმა მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა, მეჩეთის ერთ-ერთი სათავსო მთლიანად დაიწვა. პოლიცია თვლის, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულია, […]

ბერლინში საქართველოს მოქალაქემ რუსეთის მოქალაქე მოკლა? – საკონსულო დეტალებს არკვევს

ბერლინში საქართველოს მოქალაქემ რუსეთის მოქალაქე მოკლა? - საკონსულო დეტალებს არკვევს

ბერლინში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი მკვლელობის ფაქტის შესახებ ინფორმაციას, რომელშიც ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა, გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარი ფაქტის შესახებ გერმანიაში საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილი გახდა და ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს. ბერლინში, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, შესაძლოა, საქართველოს […]