ჭდე: ბესო ქათამაძე

ბესო ქათამაძე – „სალომე ზურაბიშვილის გამო 87 ჯარისკაცს პატიმრობა გვემუქრება“

ბესო ქათამაძე - „სალომე ზურაბიშვილის გამო 87 ჯარისკაცს  პატიმრობა გვემუქრება“

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების გამო მე და კიდევ 87 ჯარისკაცს ერთ წლამდე პატიმრობა გვემუქრება“. – წერს სოციალურ ქსელში ბესო ქათამაძე და იქვე მეგობარს მიმართავს: „Giorgi Oqsana Rusitashvili შენ დაგაფასეს, 5 დღეში თუ არ ჩაბარდები, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მოგძებნია“.

ტარიელ აროშიძე 5.000-იანი გირაოთი გამოუშვეს

ტარიელ აროშიძე 5.000-იანი გირაოთი გამოუშვეს

სასამართლომ ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე თავდასხმისთვის 5.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს, თუმცა რა ნაწილში, ამას ტარიელ აროშიძე არ აკონკრეტებს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ გაურბის პასუხისმგებლობას და განმარტავს, რომ მომხდარი სულიერ აღელვებას უკავშირდება. „ცნობს თავს დამნაშავედ. […]

ნაციონალი ქათამაძის ცემისთვის “ოცნების” დეპუტატ აროშიძეს ბრალი წარედგინა

შსს-ში საკადრო ცვლილებები დაიწყო

ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, […]

ნაციონალი დეპუტატი ”ოცნების” დეპუტატებმა ცემეს

ნაციონალი დეპუტატი ”ოცნების” დეპუტატებმა ცემეს

ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ, “ოცნების” დეპუტატებმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი სცემეს. ბესო ქათამაძის განცხადებით, კოლეგები მას პასუხს მის პოლიტიკურ საქმიანობასა და სოციალურ ქსელებში მის აქტივობებზე სთხოვდნენ. როგორც ის ამბობს, მას ტელეფონზე დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ: “დამირეკეს, მითხრეს სალაპარაკო გვაქვსო, როცა შევედი დარბაზში, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი, დამესხენ თავს, მირტყამდა […]