ჭდე: ბოდიშის მოხდა

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა – “2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე”

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა - "2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე"

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პანდემიის დროს წვეულებაზე დასწრების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჯონსონმა აღიარა, რომ რეგულაციები დაარღვია და 2020 წლის 20 მაისს მასობრივ შეკრებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, პრემიერმა შეკრებაზე, რომელიც ბაღში გაიმართა, 25 წუთი გაატარა. „მესმის რას გრძნობს ხალხი ახლა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელები არღვევენ იმ რეგულაციებს, რომლებიც თავად დააწესეს. […]

ნოვიჩოკის შემქმნელმა ვილ მირზაიანოვმა ნავალნის ბოდიში მოუხადა

ნოვიჩოკის შემქმნელმა ვილ მირზაიანოვმა ნავალნის ბოდიში მოუხადა

მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ შემქმნელი ვილ მირზაიანოვი რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ბოდიშს უხდის. „უაღრესად დიდ ბოდიშს ვუხდი ალექსეი ნავალნის იმისთვის, რომ ვმონაწილეობდი ამ დანაშაულებრივ ბიზნესში – ამ ნივთიერების შემუშავებაში, რომლითაც ის მოიწამლა“, – განაცხადა მეცნიერმა ქიმიკოსმა რუსულ ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში. მირზაიანოვი, რომელიც 1995 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, განაცხადა, რომ მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება საბრძოლო შხამის წინააღმდეგ ბრძოლას […]

ლევან ონიანმა ინგა გრიგოლიას და თავის მეუღლეს ბოდიში მოუხადა

ლევან ონიანმა ინგა გრიგოლიას და თავის მეუღლეს ბოდიში მოუხადა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ბოდიშს უხდის. განცხადებაში, რომელიც ონიანმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, ის ასევე ბოდიშს უხდის მეგობარს, რომლის მისმართითაც გააკეთა კომენტარი ფეისბუქპოსტზე, კოლეგებს პარტია ,,ქართული ოცნებიდან“, ასევე საკუთარ მეუღლეს. ,,ჩემო მეგობრებო, ძვირფასო ადამიანებო, ალბათ აკვირდებით ჩემს გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს, უამრავი თქვენგანი პირადად მეხმიანება, ზოგიც საჯაროდ ცდილობს ჩემს დაცვას, […]

ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა

ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა

ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე ბრიტანული და ამერიკული გაზეთის მეშვეობით Cambridge Analytica-ს მიერ ატეხილი სკანდალის გარშემო ნდობის ვერ გამართლებისთვის ბოდიში მოიხადა. ბოდიშის შემცველი სათაურის მიუხედავად ცუკერბერგის ხელმოწერილი განცხადება უფრო თავის მართლებას ჰგავდა. სადაც მკითხველს წარსულში მონაცემების გაჟონვის სხვა შემთხვევებს ახსენებდა, თუმცა იმავე განცხადებაში ცუკერბერგი ბოდიშსაც იხდის და სინანულს გამოთქვამს, რადგან ვერ შეძლო უსაფრთხოების ნორმების იმ […]

სანდრო ბრეგაძემ გია კუჭავას ბოდიში უნდა მოუხადოს და 100 ლარი გადაუხადოს

„კვირიკაშვილი უნდა გადადგეს"

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე პოლიტიკური ექსპერტის გია კუჭავას მიმართ პატივისა და ღირსების შელახვის საქმეში დამნაშავედ ცნო. ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია კუჭავა სანდრო ბრეგაძისგან მედიის საშუალებით ბოდიშის მოხდასა და სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას ითხოვს. როგორც გია კუჭაძე აცხადებს, მასსა და სანდრო ბრეგაძეს შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში დაიწყო, რამაც მოგვიანებით სასამართლოში […]