ჭდე: ბორჯომი

ბორჯომში კაცმა ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა

ბორჯომში კაცმა ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა

ბორჯომში 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა, მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შემთხვევა ბორჯომში  1 მაისს მოხდა. კონკრეტულად რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. „ჩვენთან ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები,  ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. […]

„ბორჯომი“ წარმოებას აჩერებს

„ბორჯომი“ წარმოებას აჩერებს

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია. „გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც […]

ბორჯომის პარკთან მამაკაცი გარდაიცვალა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

ბორჯომში, ცენტრალური პარკის შესასვლელთან  კაცი გარდაიცვალა. ის კვადროციკლებს აქირავებდა.  “სამხრეთის კარიბჭე” წერს , რომ გავრცელებული ინფორმაციით, მის გარდაცვალებას წინ კონფლიქტი უძღოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაცი კონფლიქტის შემდეგ ცოტა ხანში ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. კონკრეტულად, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ბორჯომში კ.ს-მ თანასოფლელი მოკლა, ცოლი კი დაჭრა

ბორჯომში კ.ს-მ თანასოფლელი მოკლა, ცოლი კი დაჭრა

ბორჯომის სოფელ საკირეში, მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი მოკლა და მეუღლე დაჭრა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე შემთხვევიდან რამდენიმე წუთში თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული კ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით […]

ბორჯომში მამა-შვილი სოკომ მოკლა

ბორჯომში მამა-შვილი სოკომ მოკლა

ბორჯომში მცხოვრები მამა-შვილი სავარაუდოდ ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ვერსიით, მათ სოკო მიირთვეს და მოიწამლნენ. სამედიცინო ცენტრში კი ჯერ მამა, მეორე დღეს კი შვილი შეიყვანეს. ორივე მათგანს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდა. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, 40 წლამდე და 70 წლამდე ასაკის ორივე მამაკაცი გარდაიცვალა. ბორჯომი ტვ

ბორჯომში 41 წლის ა.ნ. სტუმრის მკვლელობისთვის დააკავეს

ბორჯომში 41 წლის ა.ნ. სტუმრის მკვლელობისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული ა.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ბორჯომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სტუმრად მყოფ ნაცნობს – 1965 წელს დაბადებული რ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც […]

ბორჯომის ცენტრში კრიმინალური ავტორიტეტი ლევან ნამგალაძე ჩაცხრილეს

ბორჯომის ცენტრში კრიმინალური ავტორიტეტი ლევან ნამგალაძე ჩაცხრილეს

ბორჯომის ცენტრში, კრიმინალური ავტორიტეტი ლევან ნამგალაძე, მეტსახელად ჭინგო, ჩაცხრილეს. შემთხვევა ინგოროყვას და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე დილის 6-ის ნახევარზე მოხდა. შემთხვევის ადგილს სისხლის კვალი ამ დრომდე ეტყობა. ადგილობრივები მედიასთან ვრცელ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბორჯომის ცენტრში გამთენიისას ხელყუმბარა ისროლეს და ასევე, ავტომატის ჯერი ისმოდა. – ავტომატის ხმა ისმოდა და რაღაც გასკდა, ეტყობა ყუმბარა იყო, […]

“ამბობენ, რომ ჯიბეში ხელყუმბარა ჰქონდა” – ბორჯომში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მივიდა და გარდაიცვალა

"ამბობენ, რომ ჯიბეში ხელყუმბარა ჰქონდა" - ბორჯომში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მივიდა და გარდაიცვალა

ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში, დღეს, 6 აგვისტოს,  გამთენიისას  დაჭრილი მოქალაქე შევიდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ბორჯომში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი, სამედიცინო ცენტრში უკვე დაზიანებებით შევიდა. სავარაუდოდ, დაზიანებები მას ყელის არეში ჰქონდა. „არაფერი არ ვიცით, რა მოხდა, მარტო იყო თუ არა, ან რატომ მივიდა და რა მდგომარეობაში საავადმყოფოში“ „ამბობენ, რომ ჯიბეში ხელყუმბარა ჰქონდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია […]

“დაინახა, როგორ გადმოექანა და ჩავარდა” – ბორჯომში ახალგაზრდა ქალი კლდიდან გადავარდა

"დაინახა, როგორ გადმოექანა და ჩავარდა" - ბორჯომში ახალგაზრდა ქალი კლდიდან გადავარდა

ბორჯომში, არდაგანის დასახლებაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოპირდაპირე კლდიდან ადამიანი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა. ტელეკომპანია “ბორჯომთან” ჰყვებიან, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა, კორპუსიდან დაინახა, როგორ გადმოექანა ადამიანი კლდიდან – “არ იცის, ქალი იყო თუ კაცი, რა ასაკის ან ვინ იყო, უბრალოდ დაინახა როგორ გადმოექანა და ჩავარდა.” მოგვიანებით კლდიდან გადმოვარდნილი ადამიანი მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს. ორ საათიანი […]

ბორჯომში დედის მიერ მოკლული მამაკაცი იგორ პოსტნიაკოვია

ბორჯომში დედის მიერ მოკლული მამაკაცი იგორ პოსტნიაკოვია

ახა­ლი წლის ღა­მეს ბორ­ჯომ­ში, ვაშ­ლო­ვა­ნას და­სახ­ლე­ბა­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. იმ ღა­მით ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ შვილ­სა და დე­დას შო­რის მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. 62 წლის ქალ­მა სა­კუ­თარ ვაჟს დანა გულ­მკერ­დის არე­ში ჩა­არ­ტყა. შვი­ლის დაჭ­რის შემ­დეგ გამ­თე­ნი­ი­სას, 5 სა­ათ­ზე, თა­ვად და­რე­კა 112-ში და სას­წრა­ფოს დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, მაგ­რამ ექი­მებ­მა დაჭ­რილს ცო­ცხალს ვე­ღარ მო­უს­წრეს. 41 წლის მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფოს ბრი­გა­დას გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. […]