ჭდე: ჩინეთი

ქართველი მეწარმეებისთვის 7 მილიონიანი ბაზარი იხსნება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში რატიფიცირებისთვის „საქართველო-ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება წარადგინა. შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მოლაპარაკებების პროცესში ჰონგ კონგი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. „წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ ერთის მხრივ გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა მხარეებს შორის, ხოლო მეორეს მხრივ ქართველ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა […]

ჩინეთში მიწისძვრა მოხდა

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სტიქიამ შანქსის პროვინცია დააზარალა. სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ჰანძონგის მახლობლად იყო. ნგრევის, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინტერპრესნიუსი

კაცმა 2 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადავარდნისგან გადაარჩინა – ვიდეო

ჩინეთში კაცმა 2 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადავარდნისგან გადაარჩინა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს. შემთხვევა ქალაქ ხუაიხუაში მოხდა. გამვლელმა შენიშნა ბავშვი, რომელიც გისოსებში გაძვრა და ფანჯრიდან გადაეკიდა. კადრებში ჩანს კაცი, რომელმაც მე-5 სართულზე ასვლა მოახერხა და ბავშვი გადავარდნისგან იხსნა. მსგავსი შემთხვევა 28 მაისს პარიზშიც მოხდა, როცა მალელმა მიგრანტმა ბავშვი მე-4 სართულიდან გადავარდნისგან იხსნა. იმედინიუსი

მამუკა ბახტაძე – საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან

საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქალაქ მანილაში, რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის 51-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. როგორც მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ინიციატივას 2016 წელს შეუერთდა. „ჩვენ აქტიურად […]

ბათუმში ჩინური ელექტრომობილების ქარხანა იხსნება

ბათუმში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩინეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მოლაპარაკებები შედგა. როგორცაჭარის მთავრობაში განაცხადეს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა სამშენებლო სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. -აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა ზურაბ პატარაძეს და ბათუმის მერს, ბატონ ლაშა კომახიძეს ჩინეთში ვიზიტი ჰქონდათ, რომლის ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები შედგა. ზოგადად, ბათუმის მერია ეკოლოგიურად სუფთა […]

ჩინეთში 53 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – 4 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის იუნანის პროვინციის საავტომობილო ტრასაზე 53 ავტომობილი ერთამენთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტის მიზეზი უამინდობა გახდა. პროვინციაში ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა, ასევე თოვლჭყაპი იყო, რის გამოც გზის საფარი მოიყინა. პირველის  ინფორმაციით, ავარიის შედეგად ასევე სამი ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული. ადგილზე საავარიო სამსახურები მუშაობენ.

ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები იგეგმება

“საპარტნიორო ფონდმა” ჩინეთის უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან Beijing Great Wall International Travel Service Co. Ltd-სა და Ankeyunda Air Service Co. Ltd-თან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. აღნიშნული კომპანიები ერთ ჰოლდინგში შედიან და აერთიანებენ როგორც საავიაციო ისე ტურისტულ მომსახურებას. “საქმის კურსის” კითხვაზე, აპირებს თუ არა ჩინეთში ერთ-ერთი მსხვილი ტუროპერატორი კომპანია საქართველოში […]

ჩინეთში მიწისძვრა მოხდა

ჩინეთის სამხრეთით მაგნიტუდით 6.3 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ტიბეტში გვიან ღამით დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პირველი

კარლო ანჩელოტის ჩინეთში იწვევენ

იტალიელ სპეციალისტს კარლო ანჩელოტის რამდენიმე ჩინური გუნდი იწვევს და შესაძლოა სულ მალე ის ჩინეთში ვიხილოთ. ანჩელოტი ბაიერნიდან ერთი თვის წინ გაანთავისუფლეს და ამჟამად ის უგუნდოდ არის, თუმცა მას საკმაოდ ბევრი კლუბი იწვევს თავისთან სამუშაოდ. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ანჩელოტი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. თვითონ ანჩელოტის ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ქორწილი, სადაც არავინ მივიდა

ეს მოხდა მაშინ, როცა ჩინეთის რამდენიმე რეგიონს ბოლო წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, სწორედ ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით ხალხმა შინ დარჩენა არჩია. თუმცა, ამას არ შეუშინებია თავად პატარძალი, ჩჟოუ ტიანი, რომელმაც რჩეულზე დაქორწინება მაინც გადაწყვიტა. როგორც მოსალოდნელი იყო, დიდ, გაფორმებულ დარბაზში თითქმის არავინ მივიდა, მაგრამ საქმრო მას შესასვლელთან ელოდა. 300 მოწვეული სტუმრიდან, მხოლო […]

akhalitaoba.ge © 2017-2018