ჭდე: ჩიტაიას ქუჩა

სპეცოპერაცია ჩიტაიას ქუჩაზე – 2 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ჩიტაიას ქუჩაზე - 2 პირი დააკავეს

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცავებმა ორი პირი სუპერმარკეტ „სპარის“ დაყაჩაღების დროს დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები დანით და ცეცხლსასროლი იარაღით ცდილობდნენ ობიექტის დაყაჩაღებას. შემთხვევა დაახლოებით დილის 7 საათზე მოხდა.  თავდამსხმელები  არასრულწლოვანები არიან. სუპერმარკეტში შეჭრისას მათ ნავაჭრი თანხა მოითხოვეს, მათი განიარაღება მაღაზიის მენეჯერმა მოახერხა და პოლიცია გამოიძახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 179-ე მუხლის მეორე […]

ჩიტაიას ქუჩაზე მკვლელობის მცდელობისთვის ი.ა.-ს 9 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 ივნისს, ქ.თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში ი.ა.-ს და მაღაზიის გამყიდველ ე.ჟ.-ს შორის შელაპარაკება მოხდა. მაღაზიის გამყიდველმა დაცვის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა. დაცვის თანამშრომლები ჟ.კ. და ლ.წ. დაძაბული სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ, […]

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე, გზის საფარი ჩაინგრა

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე, გზის საფარი ჩაინგრა

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე გზის საფარი ჩაინგრა. როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანია GWP-ში განუცხადეს, ასფალტის საფარის ჩანგრევა წყალარინების ქსელში ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ჯგუფი, რომელიც, აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს. შემთხვევას გზის პირას მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი შეესწრო. როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ასფალტის საფარის ჩავარდნას ძლიერი ხმაური მოჰყვა. “ერთი-ორჯერ ხმაური გავიგე და შემდეგ, როცა […]