ჭდე: ჩხოროწყუ

ჩხოროწყუში ცენტრის შენობა ააფეთქეს

ჩხოროწყუში ცენტრის შენობა ააფეთქეს

ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრის შენობა ააფეთქეს. მიზეზი, სავარაუდოდ, შენობაში არსებული ჩასარიცხი აპარატია, რომლის გაძარცვაც სურდათ. შენობის წინა ფასადი მთლიანად ჩამოშლილია. დანაშაული სავარაუდოდ ჯგუფურია. რა გამოიყენეს შენობის ასაფეთქებლად და რა რაოდენობის თანხა წაიღეს მძარცველებმა ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ დაკავებული არავინ ჰყავს. მთავარი

ჩხოროწყუში ავარიაში რუდიკ ლემონჯავა დაიღუპა

ჩხოროწყუში ავარიაში რუდიკ ლემონჯავა დაიღუპა

ჩხოროწყუში, სოფელ მუხურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 22 აპრილს, ღამით მსუბუქი ავტომობილი ბეტონს შეეჯახა. გარდაცვლილი სოფელ ზუმის მკვიდრია 30 წლის მამაკაცია. ის რუდიკ ლემონჯავაა. “მთელი სოფელი გლოვობს. გარდაცვლილია 30 წლის ახალგაზრდა”,- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში. გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს სოფლის რწმუნებული, ბაკურ ქომეთიანი. პრაიმ ტაიმი

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოს” წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში 15 დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და პარტია „საქართველოს” წევრები მონაწილეობდნენ. 15-დან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო, 1 ბიულეტენი კი ბათილი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ქართული ოცნების” წევრებს, თუმცა ისინი დარბაზში იმყოფებოდნენ და კოლეგებს სხდომის გადადებისკენ რამდენიმეჯერ მოუწოდეს. მოწოდებებს […]

ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. ქართული ოცნების კანდიდატმა საჭირო 14 ხმის მოპოვება ვერ შეძლო. ახლადარჩეულ საკრებულოში სულ 27 წევრია. არჩევნების შედეგებით, „ქართულ ოცნებას 12 წევრი ჰყავს, ენმ-ს – 7, გახარიას პარტია საქართველოსთვის – 7, ლელოს კი – 1. ნაციონალური მოძრაობის წევრები სხდომას კვორუმის შესაქმნელად დაესწრნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ქართული ოცნების კანდიდატმა, ჯუმბერ […]

ჩხოროწყუში ამირან მორგოშიას მკვლელობისა და მისი ძმის დაჭრისთვის 29 წლის რ.კ.დააკავეს

ჩხოროწყუში ამირან მორგოშიას მკვლელობისა და მისი ძმის დაჭრისთვის 29 წლის რ.კ.დააკავეს

ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ­დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული რ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რ.კ.-მ მიმდინარე წლის 23 […]

ჩხოროწყუში 25 წლის ამირან მორგოშია მოკლეს – მისი ძმა დაჭრილია

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

სისხლიანი გარჩევა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხუში – “ტვ პირველის” ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის მამაკაცი. “პირველების” კორესპოდენტის ინფორმაციით, ამირან მორგოშიას სასიკვდილო ჭრილობები გვიან ღამით მიაყენეს, თავდამსხმელმა დაჭრა მისი ძმაც, მურთაზ მორგოშია, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით,  ბრალდებული მოკლულის მეზობელია. მკვლელობამდე კი ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რაც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, საბოლოოდ კი დაჭრითა და ლეტალური შედეგით დასრულდა. პოლიციამ დაჭრილი გამოჰკითხა, […]

ჩხოროწყუში მანქანა მდინარეში გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა

ჩხოროწყუში მანქანა მდინარეში გადავარდა - 1 ადამიანი დაიღუპა

ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ჭოღაში მდინარე ოჩხამურის ხიდიდან მსუბუქი მანქანა გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსთავი 2

ჩხოროწყუში აქციის მონაწილეებმა მერია ალყაში მოაქციეს

ჩხოროწყუში აქციის მონაწილეებმა მერია ალყაში მოაქციეს

ჩხოროწყუში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მერიასთან არიან შეკრებილი, ადგილობრივ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს – ვადა 30 წუთში ამოიწურება. ამ ხნის განმავლობაში ჩხოროწყუს მერიამ პასუხი უნდა გასცეს აქციის მონაწილეებს, ასევე, მათი რამდენიმე წარმომადგენლის შენობაში შეშვება და მერთან შეხვედრა უზრუნველყოს. აქციის მონაწილეებს მერიის შენობა ალყაში აქვთ მოქცეული, ადგილზე მობილიზებულია პოლიციელთა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა. აქციის მონაწილეები ჩხოროწყუს მეორე სკოლასთან […]

“მოსწავლეებმა ტუალეტის დასუფთავება გაითამაშეს” – მშობლებმა პოზიცია შეცვალეს

ჩხოროწყუში მე-7 კლასელებს მერიის ტუალეტი ახეხინეს - ვიდეო

მერიისა და სკოლის დირექციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრის შემდეგ ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა რადიკალურად შეცვალეს მათი პოზიცია და აცხადებენ, რომ მათი შვილებისთვის მერიის ტუალეტების დასუფთავება არავის დაუძალებია და მოსწავლეებმა ეს საკუთარი ნებით გააკეთეს. “ჩვენი შვილებისთვის მერიის ტუალეტების დასუფთავება არავის დაუძალებია და მოსწავლეებმა ეს საკუთარი ნებით გააკეთეს – ვითომ წმენდდნენ, გადაუღეს სურათი, რომ სამახსოვროდ ჰქონოდათ, […]

ჩხოროწყუში მე-7 კლასელებს მერიის ტუალეტი ახეხინეს – ვიდეო

ჩხოროწყუში მე-7 კლასელებს მერიის ტუალეტი ახეხინეს - ვიდეო

ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. როგორც „ლაივპრესს“ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურცენტრის დირექტორმა ლია ჯალაღონიამ განუცხადა, მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან გასაუბრებით დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ სკოლაში მივიდა მოქალაქე, რომელმაც საგანმანათლებლო დაწესებულებას დასუფთავების აქციაში მონაწილეობა შესთავაზა და დირექცია შეცდომაში შეიყვანა. „ერთ-ერთი პირი მივიდა სკოლაში. უთხრა დირექტორს, რომ გამგეობასთან ერთად არის […]