ჭდე: დაკრძალვა

ლევან კბილაშვილი დღეს დაკრძალეს

ლევან კბილაშვილი დღეს დაკრძალეს

მომღერალი ლევან კბილაშვილი დღეს დაკრძალეს.  ქართველი მომღერალი სიონის საკათედრო ტაძრიდან გალობითა და აპლოდისმენტებით 14:00 საათზე გამოასვენეს. ლევან კბილაშვილის სულის მოსახსენებელი პარაკლისი მამა შალვა კეკელიამ აღავლინა. ის უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გააცილეს. „ჯეოსტარელი“ მომღერლის უდროოდ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.  მისი მეგობრების თქმით, ლევანს კოვიდის შემდეგ ფეხი დაეთრომბა. ის „ჯეოსტარში“ მონაწილეობის დროს ავარიაში […]

ლექსო ლაშქარავას ოპერატორებმა კამერების დერეფანი მოუწყვეს – მას ტაშით დაემშვიდობნენ

ლექსო ლაშქარავას ოპერატორებმა კამერების დერეფანი მოუწყვეს - მას ტაშით დაემშვიდობნენ

სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მის საცხოვრებელ სახლთან „კამერების დერეფანი“ მოაწყვეს. სახლიდან გამოსვენების შემდეგ ლექსო ლაშქარავას ცხედარი სწორედ კოლეგების მიერ გაკეთებულ დერეფანში გაატარეს. გარდაცვლილ ოპერატორს კოლეგები, ახლობლები და დაკრძალვაზე მისული სხვა პირები ტაშით დაემშვიდობნენ. ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებმა გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან ყველა ის სამუშაო ნივთიც მიიტანეს, რომელიც მას 5 ივლისის […]

საფრანგეთიდან ჩამოსვენებული გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

საფრანგეთიდან ჩამოსვენებული გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე სამხედრო პატივით ცოტა ხნის წინ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალეს. გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში 22 მაისს გადმოასვენეს. გენერლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში იმართებოდა. გიორგი კვინიტაძის ნეშტი დღეს სწორედ სამებიდან გამოასვენეს. ცერემონიას მთავრობის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები ესწრებოდნენ. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა, […]

ზურაბ დოიჯაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ზურაბ დოიჯაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ანჩისხატის ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ზურაბ დოიჯაშვილის მეგობრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახი კალაძეც. ზურაბ დოიჯაშვილი ანჩისხატის ტაძრიდან ტაშით გააცილეს. შეგახსენებთ, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ის ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ხათუნა ხოფერია – “დღეს ვტიროდით მე, ჩემი შვილები და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საიდანღაც მოსულ სიკეთეს იცნობდა…”

ხათუნა ხოფერია - "დღეს მძიმე ოთხშაბათია! დღე ქრისტეს 30 ვერცხლად გაყიდვის! ხომ არ გღალატობ, უფალო? არ ვიცი... და ეს მაწუხებს...."

დღეს, 10 დეკემბერს, ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში სალოსად მიჩნეული რუსი ქალი დაკრძალეს. ამის შესახებ ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქში დაწერა: “ალექსანდრე ნეველის რუსულ ეკლესიაში ერთი კეთილი სული ბინადრობდა… катька- ასე ვეძახდით ყველანი. ჩემი მატუშკა, ამ ეკლესიის იღუმენი ელიზავეტა ( ჩემთვის ალექსანდრა) , ჩემი მეგობარი, მეუბნებოდა, რომ კაწკა სალოსი იყო. არავინ იცოდა მისი ნამდვილი სახელი და გვარი, არც […]

კანონიერი ქურდი კახა ფარფალია საბურთალოს კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს

კანონიერი ქურდი კახა ფარფალია საბურთალოს კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს

გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ კახა ფარფალია შაბათს, საბურთალოს კერძო სასაფლაოზე, საქართველოში წამებულ წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. კრიმინალური „ავტორიტეტის“ საფლავი გრანდიოზული „ვენოკებით“ შეამკეს და თუ წარწერებით ვიმსჯელებთ, სარიტუალო ყვავილების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მყოფმა ახლობლებმა შეუკვეთეს. „მთაწმინდის საძმოსგან“, „საყვარელ ძმას ნიკუშასგან“, – ამ და სხვა რუსულენოვანი წარწერებით და ე.წ. ქურდული სიმბოლიკით იყო გაფორმებული გვირგვინები, რომლებიც კახა ფარფალიას […]

შვილმა დაკრძალა 73 წლის მამა, რომელიც ცოცხალი აღმოჩნდა

შვილმა დაკრძალა 73 წლის მამა, რომელიც ცოცხალი აღმოჩნდა

წარმოუდგენელი შემთხვევა მოხდა კუნძულ როდოსზე. 24 აპრილს მიხალი პეტრიდის ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის სარდაფში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ვინაიდან ამ შენობაში ცხოვრობდა 73 წლის მოხუცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მუდმივად ექიმებთან დადიოდა, პოლიციამ ჩათვალა, რომ გარდაცვლილი სწორედ ეს მამაკაცი იყო და მის ოჯახს შეატყობინა. როცა ოჯახს ცხედარი მიუსვენეს, სასახლე დაკეტილი იყო და, ექსპერტების მითითებების საფუძველზე, საერთოდ […]

“ემიგრანტმა დედამ ბესო სარალიძის დაკრძალვას საფრანგეთიდან მესენჯერში უყურა”

"ემიგრანტმა დედამ ბესო სარალიძის დაკრძალვას საფრანგეთიდან მესენჯერში უყურა"

ქართველ ემიგრანტს, თინა რობაქიძეს საქართველოში 10 წლის უნახავი შვილი მოულოდნელად დაეღუპა. ემიგრანტის შვილი ახალგაზრდა მორაგბე, 18 წლის ბესო სარალიძეა. მორაგბის დედა სამუშაოდ საფრანგეთში იმყოფება და საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გამო შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლა ვერ შეძლო. „მესენჯერით უყურა შვილის დაკრძალვას, კოშმარია. უყურებდა დედა, როგორ მისდიოდა გული მეორე შვილს, ბესოს დას ძმის დაკრძალვაზე. გეგმები გვქონდა დაწყობილი და წელს […]

”უზარმაზარმა კოლონამ მიაცილა გულნარა წიკლაური თავის სამარადისო სამყოფელამდე” – აშშ-ში გარდაცვლილი ქართველი მხატვარი საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალეს

ნიუ იორკში ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური გარდაიცვალა - ”ვერ მოასწრო გულიკომ ქუთაისში დაბრუნება, ახალ ბინაში შესახლება”

დღეს ამერიკაში გარდაცვლილი ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური ქუთაისში დაკრძალეს. ამის შესახებ ფეისბუქში ნანული ცხვედიანმა დაწერა: ”საფიჩხიის სასაფლაოზე დღეს წმინდა სამების ეკლესია და მისი შემოგარენი სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც გულნარა წიკლაურს გამოეთხოვნენ. ამერიკაში გარდაცვლილი ქუთაისელი მხატვრის პატივსაგებად მოვიდნენ ბავშვობისა და ყრმობის მეგობრები, ნათესავები, მწერლები, მხატვრები, ჟურნალისტები, უნივერსიტეტის პროფესურა, ქალაქის საჯარო სკოლების მასწავლებლები, საბიბლიოთეკო ქსელის თანამშრომლები, მისი […]

გია ყანჩელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

გია ყანჩელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც ის ტაშით გამოასვენეს. პანაშვიდის მიმდინარეობისას, გია ყანჩელის პატივსაცემად, მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები გაჟღერდა. გია ყანჩელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა. კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. იპნ