ჭდე: დაჭრა

წყნეთში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად მიხანაშვილი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა

9 დეკემბერს, გვიან ღამით, წყნეთში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად მიხანაშვილი დაჭრეს. ყოფილი მაღალჩინოსანი საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსთა თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების თქმით, სისხლიანი გარჩევა რესტორან “წისქვილთან” მოხდა. არსებული ინფორმაციით, კიუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა. მიხანაშვილის დაჭრის ფაქტი “ნიუპოსტს” შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით შემთხვევის შედეგად სამი […]

ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს – ბაკურ გულუა ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ზუგდიდში მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებს. ექიმების ცნობით, მამაკაცს ბარძაყის არეში, მრავლობითი ნაგლეჯი ჭრილობები აღენიშნება. არსებული ონფორმაციით, დაჭრილი გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბაკურ გულუაა. შს სამინისტრო დაჭრის ფაქტს ადასტურებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მთვრალმა მოქალაქემ მთვრალი ნაციონალი დაჭრა – რა მოხდა ონში

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული კ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს […]

ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს

რამდენიმე საათის წინ ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს. არასრულწლოვანს ცივი იარაღით დაესხნენ თავს. დაჭრილი პოლიციამ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ირკვევა, დაჭრილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბათუმელები

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციაში რჩება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. რუსთავი 2

ბათუმში ორი კაცი დაჭრეს

დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე ორი კაცი დაჭრეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჭრილობები მიყენებულია ცივი იარაღით: „ერთს ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა, მეორეს დაზიანებული აქვს ხელი“. ორივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, ინცინდენტი საარჩევნო უბანთან ახლოს არ მომხდარა. ფაქტზე დაწყებულია გამოიძება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებადმძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბათუმელები

საბურთალოზე 19 წლის ბიჭი ყელისა და თავის არეში დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება „დრიმთაუნში“ – გუშინ ღამით, საცხოვრებელი კორპუსის დაცვის თანამშრომელი ცივი იარღით დაჭრეს, 19 წლის ბიჭი სამი ჭრილობით, ყელის და თავის არეში გვიან რამით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. თვითმხილველების განცხადებით, დაჭრის ფატს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება დაცვის ტანამშრომელსა და ადგილობრივ მაცხოვრებელს შორის. დაჭრის ფაქტი კი მას შემდეგ მხოდა, რაც დაზარალებულმა თავდამსხმელს […]

რუსთავში 2 ბაიკერი დაჭრეს – ვიდეო

რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ორი მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილები ბაიკერები არიან. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი მსუბუქი დაზიანება კისრის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი მხარზე. “შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ორივეს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვრეტი ჭრილობა ერთს მხარის ხოლო მეორეს კისრის არეში, დამუშავდა ჭრილობები, ერთი პაციენტი მხარის ჭრილობით გადაყვანილია […]

ბათუმში შვილმა დედა ყელში დაჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, 50 წლამდე ქალს შვილმა ჭრილობა ყელის არეში დანით მიაყენა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მეზობლების თქმით, დედა-შვილი ხშირად ჩხუბობდა. როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ჭრილობა საკმაოდ სერიოზულია, დაჭრილი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. იმედინიუსი

მიცკევიჩის ქუჩაზე 40 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის კართან დაჭრეს

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. 40 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს. მამაკაცი საკუთარი სახლის კარებთან დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს საცხოვრებელი ბინის კართან, რომელიც 9-ე სართულზე მდებარეობს, სავარაუდოდ, 2 თავდამსხმელი ელოდებოდა. დაჭრილი მეზობლებმა იპოვეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. „ძალიან ბევრი პოლიციელი იყო. სასწრაფოც იყო. […]

akhalitaoba.ge © 2017-2018