ჭდე: დატოვება

სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე “ქართულ ოცნებას” ტოვებენ

მამუკა მდინარაძე - "ნიკა მელიას იმუნიტეტს მოვუხსნით"

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე “ქართულ ოცნებას” ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარალამენტო თანამდებობებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მან დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ […]

ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულო დატოვა

„მარიუპოლში დაბომბვისას დაეღუპა ცოლი, 4 წლის ქალიშვილი, დედა და მამა...“ - ირაკლი კუპრაძე

პარტია ,,ლელოს” დეპუტატმა ბათუმის საკრებულო დატოვა. ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ აქტიურ ბრძოლას სხვა ფლანგიდან გააგრძელებს. _ მე საკუთარ თავს ვერ ვხედავ ამ საკრებულოს მოწვევაში. მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები სწორედ ბათუმელებისთვის და არამხოლოდ ბათუმელებისთვის სხვა ფლანგზე ბრძოლით, შესაბამისად, ვაგრძელებ ბრძოლას და შრომას. არ ვაპირებთ გაჩერებას და ხელის ჩაქნევას. – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. ტვ პირველი

რუსმა ოლიგარქმა ტიმჩენკომ ნოვატეკის საბჭო დატოვა

რუსმა ოლიგარქმა ტიმჩენკომ ნოვატეკის საბჭო დატოვა

რუსმა ოლიგარქმა და ბიზნესმენმა გენადი ტიმჩენკომ გაზის მომპოვებელი კომპანია „ნოვატეკის“ საბჭო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, „ნოვატეკში“, რომელიც რუსეთში ბუნებრივი გაზის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, გენადი ტიმჩენკოს გადადგომის მიზეზებს არ ასახელებენ. ცნობილია, რომ ტიმჩენკო ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო სიაში 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო მოხვდა. 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში […]

აჭარაში გახარიას პარტია 14-მა წევრმა დატოვა

აჭარაში გახარიას პარტია 14-მა წევრმა დატოვა

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის 25 დამფუძნებლიდან 14-მა დემარშით დატოვა. პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის  კურსი მათთვის მიუღებელი იყო. გახარიას გუნდში კი მომხდარ ფაქტს ზეწოლას უკავშირებენ. მათი თქმით, “ოცნება” გახარიას გუნდზე ტერორს ყოველდღიურად ახორციელებს. 10 წლის თავზე “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაემსგავსა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას და იმ მეთოდებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რასაც […]

ნაზარბაევმა ყაზახეთი დატოვა

ნაზარბაევმა ყაზახეთი დატოვა

ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა ქალიშვილებმა ყაზახეთი დატოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადგილობრივი მედიის Orda.kz-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად მხოლოდ ნაზარბაევის უფრო ძმა, ბოლათ ნაზარბაევი რჩება. ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი საზოგადოებაში ბოლოს 27 დეკემბერს გამოჩნდა. მან სანკტ-პეტერბურგში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) არაფორმალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. იპნ

სააკაშვილმა გლდანის ციხე დატოვა

სააკაშვილმა გლდანის ციხე დატოვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, უკვე გამოიყვანეს. ექსპრეზიდენტი სასწრაფო დახმარების მანქანით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად სპეციალური პალატა მზადაა. იპნ

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ “ქართული ოცნება” და საკრებულო დატოვა

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ "ქართული ოცნება" და საკრებულო დატოვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თავმჯდომარის მოადგილემ რაფი ორუჯოვმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზად კი პარტია “ქართული ოცნებისა” და მისი პოლიტიკური შეხედულებების აცდენა დაასახელა. “პატივცემულო თანამემამულენო, ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ა/წ 14 ივლისს მე, საკუთარი ნებით, დავტოვე პარტია “ქართული ოცნების” რიგები, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და საკრებულოს წევრობა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ […]

სერხიო რამოსმა მადრიდის რეალი დატოვა

სერხიო რამოსმა მადრიდის რეალი დატოვა

სერხიო რამოსმა საფეხბურთო კლუბი მადრიდის “რეალი” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელის ფეისბუქში ვრცელდება, სადაც ის მადრიდის “რეალს” მადლობას უხდის და ემშვიდობება. ინფორმაციას თავად მადრიდის რეალიც ავრცელებს. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, 17 ივნისს, რამოსის გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც დაესწრება.

ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

ლევან ბერძენიშვილი - ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია!

ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა. აღნიშნული მან “მთავარ არხთან” საუბრისას დაადასტურა. “დიახ, მეც დავტოვე, მივმართე პარტიის თავმჯდომარეს. არ ვეთანხმები პარტიის კურსს, ფრაქციის შექმნას”, – თქვა მან “მთავართან” საუბრისას. ბერძენიშვილს არ დაუკონკრეტებია, რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული მის ძმას, დავით ბერძენიშვილს. ცნობისთვის, ამავე მიზეზით დღეს პარტია თამარ კორძაიმაც დატოვა. მისი თქმით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი.

სალომე სამადაშვილმა ნაცმოძრაობა დატოვა – “ველოდები, რომ ნიკა გამოვა საპატიმროდან”

"ერთად მოვძებნოთ გამოსავალი" - სალომე სამადაშვილი ნიკა მელიასთან ციხეში მივიდა

სალომე სამადაშვილის თქმით, მან “ნაციონალური მოძრაობა” უკვე დატოვა. ამის შესახებ სამადაშვილმა ტვ პირველზე, “დღის ამბებში” თქვა. – ველოდები, რომ ნიკა გამოვა საპატიმროდან და ამის შემდეგ ჩემი ოფიციალური განცხადება პარტიის დატოვების შესახებ ცხადია ექნება უკვე მიღებული შესაბამისად პარტიის თავმდჯომარეს, თუმცა შეიძლება ითქვას რომ მე უკვე დავტოვე პარტია,”  – თქვა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს […]