ჭდე: დეკანოზი გიორგი მამალაძე

ზვიად ქორიძე – “დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე კომისიამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო”

შეწყალების კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზეც იმსჯელა, მაგრამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა. ზვიად ქორიძეს გიორგი მამალაძის საქმეზე მსჯელობის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 111 მსჯავრდებული შეიწყალა. კომისიამ სულ 866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. ზვიად ქორიძის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. […]

ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა – ”იგი სასჯელს იხდის იმ დანაშაულებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს”

“რუსთავი 2”- ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის მონახულების შემდეგ, აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს. როგორც გვარამიამ აღნიშნა, საუბარი შეეხო სტრასბურის სასამართლოში გასაგზავნ სარჩელს. გვარამიას თქმითვე, ევროპული სასამართლო დეკანოზის მიმართ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია, რის გამოც, გიორგი მარგველაშვილმა ის უნდა შეიწყალოს. – მთლად ამას არ მოველოდი, […]

მეუფე გრიგოლი – ”მრჩება შთაბეჭდილება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი“

ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი და მამა კახაბერი შეხვდნენ.„მე ვერ გეტყვით ვინ რისი ჩამდენია, მაგრამ რაც აზრი გამომაქვს, რაც ვარაუდები ჩნდება, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი. ის გარემოებათა მსხვერპლია“- უთხრა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლმა. სასულიერო პირის განცხადებით, „დეკანოზი მამალაძის ერთადერთი თხოვნაა, რომ „ციანიდის საქმეზე“ სიმართლე დადგინდეს. – ბუნებრივია, […]

“მეუფე იაკობი პატრიარქის გადაწყვეტილებებს აპროტესტებს“

დეკანოზი გიორგი მამალაძე თავის დასკვნით სიტყვაში, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა, პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელების საკითხსაც შეეხო: – როცა დასახელდა მოსაყრდრე, მათ ეს გააპროტესტეს. ანუ მეუფე იაკობი და ამ საქმის დამკვეთნი მუდმივად შეეცდებიან დამატებითი კონტროლის მექანიზმების გაპროტესტებას, რომელსაც ჩვენი მხცოვანი პატრიარქი გადაწყვეტს, – აცხადებს დეკანოზი გიორგი მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე: პროკურორები არ დამიწყევლია, ეს იყო კრულვა

 ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პროკურორები მასზე ზეწოლას ახდენდნენ. „ტვ პირველი“ დახურული სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც დეკანოზის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებაა. მამა გიორგი აცხადებს, რომ პროკურორები მასზე ზეწოლას ახდნენდნენ, ეღიარებინა, რომ პატრიარქის მკვლელობის მომზადება მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის მონაწილეობით, სანაცვლოდ კი გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. – პატივცემულო მოსამართლენო. ამ ერთი წლის მანძილზე […]

დეკანოზმა მამალაძემ სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა – „არ მაძლევენ ჩემი რელიგიური სამოსის ჩაცმის უფლებას!“

ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. სასულიერო პირმა სხდომაზე თქვა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს. „აეროპორტიდან გატაცების მომენტიდან ვიმყოფები სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ჩემი ადვოკატების თანდასწრებით, დაკითხვისას მთხოვდნენ პატრიარქის მკვლელობის მომზადების ორგანიზების აღიარებას და თანამზრახველებად მიტროპოლიტი დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის დასახელებას”- აღნიშნა მსჯავრდებულმა. დეკანოზი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური […]

მამა გიორგი: „ციანიდის საქმე სწორედ მეუფე დიმიტრის ჩამოსაცილებლად გააკეთეს“

მამა გიორგი მამალაძის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსა და სპეცსამსახურებში არსებობდა გავლენიანი პირების ჯგუფი, რომლებსაც მეუფე დიმიტრის ჩამოშორება სურდათ. მამა გიორგი მამალაძე თავს იკავებს საპატრიარქოს მხრიდან კონკრეტული პირების დასახელებისგან. თუმცა, მან აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, ითხოვდა მეუფე დიმიტრის დასახელებას. დეკანოზის თქმით, მეუფე დიმიტრის დისკრედიტაციას ცდილობდნენ და ვარაუდობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე სწორედ მეუფის […]

ინგა გრიგოლია – ”მისტერ დეკანოზ, არ იუ ოკ? ვიწვალე…ვითავცემე და ისე ჩამითაღლითეს”

სულ რამდენიმე წუთის წინ ინგა გრიგოლიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: ”დეკანოზმა მამალაძემ,ექსკლუზივი უნდა მოგცეო ,ტვინი გადამჭამა და სამი კვირა მაჩალიჩა ინტერვიუზე და ჩემი შეთანხმებული დროით,ინტერვიუ ,,რუსთავი 2-ს,,მისცა????????ვიწვალე…ვითავცემე და ისე ჩამითაღლითეს??????ჩემი ინტერვიუ ,,რუსთავი ორზე ,,აღმოჩნდა??????რანაირი დეკანოზი ყოფილა ეს ????უიმეეე???მისტერ დეკანოზ,არ იუ ოკ??????”

თორნიკე მამალაძე: “მამა გიორგი მამალაძე გაწირეს”

გასულ კვირას სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ციანიდის საქმეს შეისწავლის. აქამდე სინოდის წევრები აცხადებდნენ, რომ სრულად ენდობოდნენ პროკურატურას. სინოდის ბოლო გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა იმედი, რომ ციანიდის საქმეზე დაკავებულმა მამა გიორგიმ შესაძლოა, თავისი უსამართლობის დამტკიცება შეძლოს. საზოგადოების იმედიანად განწყობილი ნაწილისგან განსხვავებული მოლოდინები აქვს დეკანოზის ოჯახს. მამა გიორგის ძმა, თორნიკე მამალაძე, “ახალ […]

მამა გიორგი მამალაძე – “მეუფე იაკობი მრისხანებას ვერ მალავდა, როდესაც მე საპატრიარქოს ქონების მართვა დამავალა უწმინდესმა… მე ველოდები მეუფე დიმიტრის”

რეალური დანაშაული თუ დანაშაულებრივი გეგმა ეკლესიის დასამორჩილებლად – საუკუნის საქმე, რომელიც საქართველოს ისტორიაში 21-ე საუკუნის საპატრიარქოს სკანდალის სახელით შევა. თუმცა, რამდენად იყო ეს მხოლოდ საეკლესიო და არა პოლიტიკური ინტერესის საგანი, ამას დრო გვიჩვენებს, ერთი რამ ფაქტია, ციანიდის საქმემ საზოგადოებაში კითხვები დატოვა, რომელზეც სასამართლოს ამ დრომდე პასუხები არ გაუცია. სამაგიეროდ, საზოგადოებისთვის მოულოდნელად დღის სინათლეზე გამოვიდა საპატრიარქოში […]

akhalitaoba.ge © 2017-2018