ჭდე: დუშეთი

დუშეთში 23 წლის კაცმა 76 წლის პენსიონერს 9.000 ლარი წაართვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუშეთში, სოფელ ხორხში  23 წლის კაცი 76 წლის მოხუცის საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად თავს დაესხა, რის შემდეგაც სახლის მეპატრონეს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 9.000 ლარი გასტაცა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმედინიუსი

დუშეთთან სატვირთო მსუბუქ მანქანას დაეჯახა – დაიღუპა სომხეთის 1 მოქალაქე, დაშავდა სომხეთის 4 მოქალაქე

ავარია მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტში – ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. ის სომხეთის მოქალაქე იყო. შეჯახების შედეგად დაშავდა სომხეთის 4 მოქალაქე, მათ შორის, 2 წლის ბავშვიც. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დუშეთის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. […]

ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა – დუშეთის ტრაგედიის ახალი დეტალები

დუშეთის რაიონში ცოლ-ქმრის გარდაცვალების შესახებ ახალი სავარაუდო დეტალები ხდება ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მოტივი, არაოფიციალური ინფორმაციით, ეჭვიანობა გახდა. გარდაცვლილი ცოლ-ქმარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 115-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას […]

დუშეთში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს – მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?

დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით – მკვლელობის (სსკ-ის 108-ე) და თვითმკვლელობამდე მიყვანას (სსკ-ის 115-ე) მუხლით მიმდინარეობს. მომხდარის სხვა დეტალები არ ვრცელდება. ნიუპოსტი

akhalitaoba.ge © 2017-2018