ჭდე: ელიავას ბაზრობა

ელიავას ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია

ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია

ხანძარი ელიავაზე – არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამშენებლო მასალების მაღაზიას „არჩევანს” გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მასალის გამოყენების პირობები

ქეთი დოლიძე – “ელიავას ბაზრობაზე ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი თავის სოფლებში რატომ არ მიდის?!”

ქეთი დოლიძე - "ელიავას ბაზრობაზე ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი თავის სოფლებში რატომ არ მიდის?!"

რეჟისორი ქეთი დოლიძე რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოსული ხალხის შესახებ „ტვ პირველზე“ საუბრობს. „მე არ დავდივარ ელიავაზე საერთოდ, მაგრამ ნახეთ ერთი, რა ხდება ელიავას ბაზრობაზე, თუ არ დაგემალებიან​​, მაჩვენეთ, რას აკეთებენ ელიავას ბაზრობაზე ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი. რატომ არ მიდიან თავიანთ სოფლებში?!რატომ არ ამუშავებენ მიწას, რატომ არ უბრუნდებიან თავიანთ სოფლებს. როგორ შეიძლება მთელი საქართველო იყოს თბილისში, […]

ელიავაზე 15 მაღაზია დაიწვა – “ძალიან საშიში მდგომარეობა იყო”

ელიავაზე 15 მაღაზია დაიწვა - "ძალიან საშიში მდგომარეობა იყო"

ელიავას ბაზრობაზე წუხელ, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ხის მასალების საწყობი და რამდენიმე მაღაზია დაიწვა. დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ელიავას ბაზრობის მეპატრონის თქმით, ბაზრობა, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაზღვეულია. როგორც ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ, გვიან ღამით ხანძარი დაახლოებით 1000 კვ.მ-ზე გავრცელდა. „დაამწვარია დაახლოებით 1000კვ.მ. ეს არის 14-15 მაღაზია. ძალიან საშიში მდგომარეობა იყო იმდენად, რამდენადაც […]

რა ელის ელიავას ბაზრობას

რა ელის ელიავას ბაზრობას

ამ დღეებში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ობიექტის – ელიავას ბაზრობის – ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განახლების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი ინფრასტრუქტურის, თანამედროვე შენობების აგებას,და ზოგადად, იქაურობის მოწესრიგებას. პარალელურად, თბილისის მერიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში აიკრძალება დაშლილი ავტომანქანების ნაწილებით და საბურავებით ვაჭრობა დასახლებულ უბნებში, რაც ავტომატურად ნიშნავს დღევანდელი ფორმით და დღევანდელ ადგილზე ელიავას ბაზრობის არსებობის შეწყვეტას – სწორედ […]

ყოფილი ცოლი ზურგში დაჭრა და მიიმალა – რა მოხდა ელიავას ბაზრობაზე

ყოფილი ცოლი ზურგში დაჭრა და მიიმალა - რა მოხდა ელიავას ბაზრობაზე

თბილისში 43 წლის ქალი დანით დაჭრეს. შემთხვევა ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ერთ-ერთ ავტოსადგომზე მოხდა. გავრცელებული ვერსიით, ქალი მისმა ყოფილმა მეუღლემ დაჭრა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც თვითმხილველი ამბობს, ქალს მამაკაცმა ჭრილობა ზურგის არეში ცივი იარაღით მიაყენა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე მარინა გელანტია ამბობს, ქალს ერთი ჭრილობა […]

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. კერძოდ, აგლაძის ქუჩაზე საწყობში ხის მასალა დაიწვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს 17 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ელიავას ბაზრობაზე რკინის საამქროს ცეცხლი გაუჩნდა

ელიავას ბაზრობაზე რკინის საამქროს ცეცხლი გაუჩნდა

დიდუბეში, ელიავას ბაზრობაზე, რკინის საამქროს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, აგლაძის ქუჩაზე ამ დროისთვის 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

„ელიავას ბაზრობამ თავისი თავი ამოწურა“

„ელიავას ბაზრობამ თავისი თავი ამოწურა“

მერიამ ელიავას ბაზრობის განვითარების გეგმაზე ტენდერი გამოაცხადა. „კომერსანტი“ დაინტერესდა ბიზნესმენების და ურბანისტების პოზიციით იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა ელიავას ტიპის ბაზრობა ქალაქის შუაგულში და თუ არა, რა უნდა იყოს მის ნაცვლად? ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე განმარტავს, რომ   „ქალაქის ცენტრში ელიავას ტიპის ბაზრობა არ უნდა იყოს და ქალაქის ცენტრს ეს ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია მეორე საკითხიც […]

ელიავას ბაზრობა ადგილმდებარეობას აღარ შეიცვლის

ელიავას ბაზრობა ადგილმდებარეობას აღარ შეიცვლის

ელიავას ბაზრობის მეწილის, ზაზა მეტრეველის განცხადებით, ბაზრობა ადგილმდებარეობას აღარ შეიცვლის, რაზეც დედაქალაქის მერიასთან შეთანხმება მიღწეულია. როგორც მეტრეველმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, მიღწეული შეთანხმებით, „იქვე მოხდება მისი მოწესრიგება“. „ბაზრობა დარჩება ჩვეულებრივად, თუმცა უნდა მოწესრიგდეს ადგილობრივად ტერიტორია. მიღწეულია ეს შეთანხმება და ახლა ვიღაცას რაღაც თუ გაახსენდება, სად ვდიოთ ყველას“, – განაცხადა მეტრეველმა. ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას […]

დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა – ელიავაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი პირი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა - ელიავაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი პირი დააკავეს

თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, აგლაძის 38 ნომერთან სპეცოპერაცია დასრულდა. როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება დაკავებულია სამი პირი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამივე მათგანს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა ედება ბრალად.