ჭდე: ევროკავშირი

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის პრესკონფერენციაზე. “საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი რადგან ნამდვილად ნაბიჯები იდგა გადადგმული”, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება კი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ დეკემბერში უნდა მიიღოს, […]

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მე-4 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საზღვრები 30 დღით ჩაიკეტა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, მაშინ, როდესაც პუტინი აგრძელებს ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ევროკავშირი ერთგული რჩება მისი გადაწყვეტილების, მხარი დაუჭიროს უკრაინას და დაასუსტოს კრემლის საბრძოლო მანქანის დაფინანსება. „სანქციების მეოთხე პაკეტი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა რუსეთის ეკონომიკური […]

ლატვიის სეიმი უკრაინის ევროკავშირის წევრობას მხარს უჭერს

ლატვიის სეიმი უკრაინის ევროკავშირის წევრობას მხარს უჭერს

ლატვიის სეიმმა დაამტკიცა განცხადება, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს. განცხადების თანახმად, უკრაინა იყენებს თავის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიისა და ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევით. დოკუმენტის თანახმად, დეპუტატებს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიაჩნიათ, გამოხატონ აშკარა მხარდაჭერა უკრაინის მიზნისთვის, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. განცხადება მოუწოდებს […]

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხვალ ოფიციალურად წარადგენს

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხვალ ოფიციალურად წარადგენს

საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოუწოდებენ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ აღნიშნული განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. […]

“ქართული ოცნება” საქართველოს ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას შეეცდება

გახარია თუ ცქიტიშვილი - ვინ შეცვლის ბახტაძეს - დღეს 6 საათზე "ქართულის ოცნება" იკრიბება

„ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა რეზოლუცია, რომლის თანახმად, მთავრობას დაევალა აამოქმედოს ყველა ბერკეტი ევროკავშირში დაუყონებლივ გასაწევრიანებლად. 13 პუნქტისგან შემდგარ პროექტში გამოხატულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი პარლამენტის მოწოდება, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად. პროექტის ინიცირების პროცედურა დღეს დაიწყო. რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ 1. ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ […]

უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა

უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი ევროპარლამენტის 676-დან 637-მა წევრმა დაუჭირა. 13-მა უარი თქვა, 26-მა კი თავი შეიკავა. მანამდე კი, დღეს ბრიუსელში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დებატები გაიმართა, სადაც ევროპელმა დეპუტატებმა ღიად და ხისტად ისაუბრეს რუსულ ოკუპაციასა და უკრაინის მხარდასაჭერად, მტკიცე და ერთიან პოზიციას გამოხატავდნენ. ისტორიული სხდომა კი ზელენსკის ამაღელვებელი მიმართვით დაიწყო, რასაც ოვაციები მოჰყვა. დაამტკიცეთ, რომ […]

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირის საზღვრები 30 დღით ჩაიკეტა

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ერთხმად მიიღეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელის თქმით, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. ამასთან, სანქციები დაუწესდა 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო […]

როგორ მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები

როგორ მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები

2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დაარღვია და ქვეყნის ტერიტორიები მიიტაცა, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს მიმართა. სანქციები რამდენიმე ტიპის არსებობს – ფინანსური, ინდივიდუალური, ვიზასთან ან ეკონომიკის კონკრეტულ სფეროებთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. რუსეთის ხელისუფლება ხშირად იტყუება, რომ სანქციები არ მუშაობს და ეს ევროპის მხრიდან ფუჭი ძალისხმევაა. სინამდვილეში, სანქციები ძალიან კარგად მუშაობს და […]

ევროკავშირი უნგრეთსა და პოლონეთს ლგბტქ თემის დისკრიმინაციისთვის სასამართლოში უჩივის

ევროკავშირი უნგრეთსა და პოლონეთს ლგბტქ თემის დისკრიმინაციისთვის სასამართლოში უჩივის

ევროკომისიამ უნგრეთისა და პოლონეთის ზოგიერთი რეგიონის წინააღმდეგ ლგბტქ თემის დისკრიმინაციის გამო სამართლებრივი დავა დაიწყო. კომისიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ლგბტქ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს. პოლონეთში კი 100-ზე მეტმა რეგიონმა თავი გამოაცხადა „ლგბტქ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად”, რამაც ბლოკში კრიტიკა გამოიწვია. „ევროპა არასდროს დაუშვებს ჩვენი საზოგადოების ნაწილის სტიგმატიზაციას. თანასწორობა […]

ევროკავშირი ბელარუსულ ავიაკომპანიებს ფრენებს აუკრძალავს

ევროკავშირი ბელარუსულ ავიაკომპანიებს ფრენებს აუკრძალავს

ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსულ ავიაკომპანიებს ფრენებს აუკრძალავენ. ასეთია პასუხი გუშინდელ ინციდენტზე, რა დროსაც ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თვითმფრინავში ბომბის არსებობის მიზეზით, Ryanair-ის ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკში იძულებით დასვეს, შემდეგ კი თვითმფრინავში მყოფი ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი დააკავეს. ბრიუსელში გამართულ სამიტზე განხილული დოკუმენტის პროექტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ ევროპელ გადამზიდავებს მიეცემათ რეკომენდაცია, უარი თქვან ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე. დოკუმენტის თანახმად, შესაძლოა ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის […]