ჭდე: ევროპული საქართველო

„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს, ლგბტ თემის „ღირსების მარშს“ შეუერთდება

„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს, ლგბტ თემის „ღირსების მარშს“ შეუერთდება

„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს, „ღირსების მარშს“ შეუერთდება. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “ღირსების მარშის” მხარდაჭერა პრინციპული საკითხია. ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და არავის მივცეთ ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შესაძლებლობა. ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მძიმე გამოწვევაა, რადგან სექსუალური და გენდერული უმცირესობის წარმომადგენლებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები. ეს არა […]

“ბოკერიას ხელში “ევროპული საქართველო” კიდევ უფრო დასუსტდება”

ევროპული საქართველოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესებზე საუბრობს: – პარტიიდან ცნობილი ადამიანების დიდი ნაწილი წავიდა და მათ შორის ბევრი არ აპირებს პოლიტიკური საქმიანობით დაკავებას. ეს ძალიან ცუდის ნიშანია ჩემთვის. წამოსულებიდან ვინც გამოვიდა და გააკეთა განცხადება, აშკარად მინიშნება იყო ერთ ადამიანზე, გიგა ბოკერიაზე. ბოკერია ყოველთვის ცნობილი იყო თავისი კატეგორიულობით, რადიკალურობით, ავტორიტარული გადაწყვეტილებებით. – დიქტატორია […]

ევროპული საქართველოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

ევროპული საქართველოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

„ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით გიგა ბოკერია აირჩიეს. გენერალურ მდივნად წარდგენილია აკაკი ბობოხიძე, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგი წერეთლის კანდიდატურა. ასევე პარტიას ეყოლება საგარეო საქმეთა პოლიტიკური მდივანი, სადაც გიორგი კანდელაკის კანდიდატურაა წარდგენილი. დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ პარტია დატოვეს ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოდან” მიდის – “კვირის ბოლომდე ყველაფერს ვიტყვი”

დავით ბაქრაძე - "ჩვენ ისევ ახალ არჩევნებს ვითხოვთ"

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე პარტიიდან წასვლას აპირებს. ცოტა ხნის წინ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში მიმდინარე პროცესებთან, პერსონალურ და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. „დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არამხოლოდ „ევროპული საქართველოსგან“, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან ის ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვასა და განახლებას. აქედან გამომდინარე, „ევროპულ […]

ირაკლი კობახიძე – “ევროპული საქართველო” ლუზერი პარტიაა”

ირაკლი კობახიძე - "მილიონზე მეტ ხმას მივიღებთ ამ არჩევნებში"

ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. “ლუზერები”, ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის “ევროპული საქართველო”, აქედან გამომდინარე, აშკარად არის გამოკვეთილი, რომ ეს პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს ძლიერი პოზიციებით და მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, “პალიტრანიუსის” გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” განაცხადა. მისივე თქმით, სხვა პარტიებს აქვთ ნაკლები მოტივაცია და […]

ევროპული საქართველო მანდატებზე უარს ამბობს

ევროპული საქართველო მანდატებზე უარს ამბობს

„ევროპული საქართველო“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. “მიუხედავად ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პერიოდისა, მიუხედავად ძალიან მძიმე დარღვევებით ჩატარებული საარჩევნო დღისა, საარჩევნო საღამოს ჩვენ მაინც ვიყავით ძალიან ფრთხილი და თავშეკავებული არჩევნების საბოლოო შეფასებაში და ვამბობდით, რომ ხმების დათვლას დაველოდებოდით. სამწუხაროდ, იმან, რაც შემდეგ საარჩევნო კომისიებში მოხდა, არ დატოვა კითხვის […]

ქუთაისში “ევროპული საქართველოს” წევრის ავტომობილი დააზიანეს

ქუთაისში “ევროპული საქართველოს” წევრის ავტომობილი დააზიანეს

ქუთაისში “ევროპული საქართველოს” წევრის ავტომობილი დააზიანეს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის, დავით გოგისვანიძის ინფორმაციით, დაზიანებულია მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ავტომობილი, ჩამსხვრეულია მანქანის მინები. პარტიაში მომხდარს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ. “ჩვენი აქტივისტის ავტომობილია. დილით ნახა, რომ ჩამსხვრეულია მინები, ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება პოლიტიკური აქტიურობას. თბილისში ვიყავით აქციაზე და გუშინ ასეთი რამ მოხდა”, – განაცხადა დავით გოგისვანიძემ. შემთხვევა […]

“ევროპულმა საქართველომ” პარტიული სია წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" პარტიული სია წარადგინა

„ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა. როგორც პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საპარლამენტო გუნდის პრეზენტაციაზე განაცხადა, სიაში მათი წარმომადგენლები რიგითობის მიხედვით არ არიან გადანაწილებული, რაც ნიშნავს, რომ თავად ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ შევიდეს პარლამენტში. პარტიის გუნდს წარმოადგენენ: გიგი უგულავა, ტარიელ ნაკაიძე, გოჩა გურგუჩიანი, ლევან თარხნიშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, არსენ კარაპეტიანი, ახმედ იმამყულიევი, ირინე აფხაზავა, გიორგი […]

გიგი უგულავა – ზუგდიდი, გიგა ბოკერია – ფოთი, აკაკი ბობოხიძე – სამტრედია – “ევროპულმა საქართველომ” მაჟორიტარები წარადგინა

გიგი უგულავა - ზუგდიდი, გიგა ბოკერია - ფოთი, აკაკი ბობოხიძე - სამტრედია - "ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარები წარადგინა

“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა. რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში“ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან: ზურაბ ჭიაბერაშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; გიორგი ღვინიაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო; ირმა ნადირშვილი- რუსთავი; აჰმედ იმანყულიევი – მარნეული, გარდაბანი; ოთარ კახიძე- ქუთაისი; სერგო რატიანი- საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული; გიგი წერეთელი- ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული; აკაკი ბობოხიძე- სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი; გიგი უგულავა- ზუგდიდი; გიგა ბოკერია- ფოთი-ხობი-სენაკი; ლელა ქებურია – აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ; […]

თემურ კახიძე “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს – ის “ევროპულ საქართველოში” შევიდა

თემურ კახიძე "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს - ის "ევროპულ საქართველოში" შევიდა

ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თემურ კახიძე პარტია „ევროპული საქართველოს” აჭარის ორგანიზაციას შეუერთდა. შესაბამისი განცხადება მან პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან ერთად გააკეთა. „მე ვერ ვხედავ „ქართულ ოცნებაში” ვერანაირ რესურსს, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან. მე ვტოვებ თანამდებობასაც, იურიდიული კომისიის თავმჯდომარეობას. რატომ წავედი? „ევროპული საქართველო“ ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც ვხედავ დიდ შესაძლებლობებს, […]