ჭდე: გადადგომა

ავსტრიის კანცლერი კურცი გადადგა

ავსტრიის კანცლერ კურცის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ავსტრიის კანცლერი თანამდებობიდან გადადგა. სებასტიან კურცმა მთავრობის მეთაურობა ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე შელენბერგს შესთავაზა. ავსტრიის კანცლერის გადადგომა ოპოზიციურმა პარტიებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც სებასტიან კურცზე ავსტრიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მას ბრალი ქრთამის აღებასა და კორუფციაში ედება. როგორც ცნობილია, სებასტიან კურცმა 2016-2018 წლებში ქვეყნის საბიუჯეტო სახსრები ავსტრიულ გაზეთში რეკლამების დასაფინანსებლად გამოიყენა, რაც კურცის პარტიისთვის […]

უკრაინის შს მინისტრი ავაკოვი გადადგა

უკრაინის შს მინისტრი ავაკოვი გადადგა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინის შსს ავრცელებს. „დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობისთვის. მადლობას ვუხდი თითოეულ ოფიცერს და თანამშრომელს. ეს ჩემთვის პატივია!“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ავაკოვი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2014 წლის თებერვლიდან იკავებს.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე გადადგა და გახარიას გუნდს შეუერთდა

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე გადადგა და გახარიას გუნდს შეუერთდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. “ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და ვუერთდები გუნდს, რომლის ხედვები, დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულ თანხვედრაშია ჩემთან; გუნდი, რომელიც წარმოდგენილია ღირსეული, წესიერი, კომპეტენტური ადამიანებით; გუნდი, რომელსაც ჰყავს საუკეთესო ლიდერი-გიორგი გახარია, რომელიც მჯერა, რომ […]

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მალხაზ თორია გადადგა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მალხაზ თორია გადადგა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დატოვა. როგორც თორიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მან განცხადება დღეს დილით დაწერა. სხვა დეტალებზე მალხაზ თორია არ საუბრობს და ამბობს, რომ თანამდებობა პირადი მიზეზების გამო დატოვა. მალხაზ თორია აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მანამდე იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო.

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გადადგა და გახარიას გუნდს შეუერთდება

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გადადგა და გახარიას გუნდს შეუერთდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პოსტს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ტოვებს. „შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. ჩემო ზუგდიდელებო! ჩემი მერობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და თანადგომას, რისთვისაც გიხდით მადლობას. ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს გვერდით ყოველთვის იდგნენ გამორჩეული […]

უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს

უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს

უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა. „როგორც თქვენთვის ცნობილია, მალე 10 წელი სრულდება, რაც ვმუშაობ საქართველოს პროკურატურაში უფროსი პროკურორის თანამდებობაზე. ეს იყო გამოწვევებით, სირთულეებით, სიახლეებითა და გამარჯვებებით სავსე 10 წელი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ბოლო 4 წელი, როდესაც ვიმსახურე, როგორც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორმა. ამ წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვიბრძოდი ნაფიც მსაჯულთა […]

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა რუდოლფ ანშობერმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით გადაღლილია. „ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე კრიზისის დროს, რესპუბლიკას სჭირდება ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც 100% -ით შესაფერისია. ამჟამად ეს მე არ ვარ. 15 თვის წინ დავიწყე მშვენიერი და მიმზიდველი სამსახური. ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 15 თვე კი არა, 15 წელი […]

ზუგდიდის ვიცე-მერი გიგა ფარულავა გადადგა

ზუგდიდის ვიცე-მერი გიგა ფარულავა გადადგა

ზუგდიდის ვიცე-მერმა გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა. როგორც “მთავარი არხისთვის” ხდება ცნობილი, ფარულავა მოლაპარაკებებს აწარმოებს საკრებულოს წევრებთანაც “ქართული ოცნებიდან”. “მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელნიც კეთილსინდისიერად და დაუღალავად ემსახურებიან ჩვენი ქალაქის კეთილდღეობას და განვითარებას. მადლობა თქვენ მეგობრებო, კოლეგებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების მანძილზე მუშაობა. მადლობა თითოეულს, ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის […]

სუსის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გადადგა

სუსის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გადადგა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ხოჯევანიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე 2019 წელს დაინიშნა.

ამირან გამყრელიძე თანამდებობას დატოვებს

ამირან გამყრელიძე - "დიდ თავყრილობებს ეკლესიებში, ოჯახებში, სასაფლაოებსა თუ სხვაგან თავი უნდა ავარიდოთ"

არსებული ინფორმაციით, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებს. ამირან გამყრელიძეს ეს ინფორმაცია თავად არ დაუდასტურებია. ამ დრომდე კი კიდევ უცნობია, როდის შემოვა ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები “კოვაქს” პლატფორმისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება, რადგან საჭირო დოკუმენტაციისა და აპლიკაციის სწორად შევსება ვერ მოახერხეს. […]