ჭდე: გაყიდვა

ბინა, რომელშიც ქეით მიდლტონი გათხოვებამდე ცხოვრობდა, 1.95 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდება

ბინა, რომელშიც დიდი ბრიტანეთის პრინცის ცოლი ქეით მიდლტონი გათხოვებამდე ცხოვრობდა, 1.95 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდება. ამის შესახებ Stars Post-ი წერს. აპარტამენტი ლონდონის პრესტიჟულ უბანში მდებარეოებს და ის ფორმალურად ქეით მიდლტონის მშობლებს ეკუთვნით. ცოლ-ქმარმა ბინა 2002 წელს 780 000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. ბინაში 3 საძინებელი, მისაღები და სამზარეულოა.

ქართული მატყლი ევროკავშირში იყიდება

„ქართული მატყლის კომპანიას“ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. კომპანიის დამფუძნებლის ზაურ კულიევის განცხადებით, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებსა და კონტროლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ევროკავშირში მატყლის შეტანას N142/2011 რეგულაცია განსაზღვრავს, რომელიც მწარმოებლისგან დაუმუშავებელი მატყლის დაცული და დალუქული სახით გაგზავნას პირდაპირ გადამამუშავებელ კომპანიებში მოითხოვს. ზაურ კულიევის განცხადებით, მატყლზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით შემცირდა. კომპანიისთვის მნიშვნელოვან პრობლემას ლარის […]

2019 წელს აშშ-ში 180 ათასი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვა იგეგმება

ახალი პროექტის ფარგლებში მომავალ წელს აშშ-ში 180 ათასი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვა იგეგმება. შედეგად, ქართული ღვინო ამერიკის 10-ზე მეტ შტატში გაიყიდება. პროექტის ფარგლებში 3 მილიონ დოლარამდე დაფინანსება „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა კომპანია „გლობალ ბრენდმა“ მიიღო. საუბარია პროექტ Lost Eden-ზე, რომელიც მიზნად ისახავს ღვინის ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის დიდი რაოდენობით შეტანასა და რეალიზებას. გამოყოფილი თანხით „საპარტნიორო ფონდის“ […]

ბიტფაირიმ გლდანის დატა ცენტრი გაყიდა

ბიტფაირი ჯგუფმა თბილისში, გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა. ცენტრის ახალი მფლობელი აზიური Chong Sing Holdings-ია, რომელთანაც მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. Bitfury-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავილოვის განცხადებით, დატა ცენტრის გაყიდვა, აზიის ბაზარზე კომპანიის გაფართოვებას ემსახურება მიზნად. „გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას გააგრძელოს წარმატებული გაფართოვება აზიის ბაზარზე“, – განაცხადა ვავილოვმა. Bitfury-მ თბილისის […]

თოიძის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა ჭონქაძეზე 12 მილიონად გაიყიდა – აქ 80 ადგილიანი სასტუმრო უნდა აშენდეს

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარე სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა აუქციონზე 12.505.000 ლარად, მაღალი კონკურენციის პირობებში, 861 ბიჯის შედეგად გაიყიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში შპს „ასტორიამ“ გაიმარჯვა და აუქციონის პირობების მიხედვით, არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 10 […]

როდის გაიყიდება ქართული თევზი ევროკავშირში

ქართული თევზის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე ამ დრომდე არავის განუხორციელებია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა შავი ზღვის ეკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზი ევროპის ბაზარზე დაუშვა, ამ შესაძლებლობით ჯერჯერობით არავის უსარგებლია. “საქმის კურსს” სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ არცერთ ბიზნეს სუბიექტს მათთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემის მოთხოვნით არ მიუმართავს. ევროკავშირმა საქართველო ივნისში დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროპის ბაზარზე […]

ზარაფხანა იყიდება

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე „ზარაფხანას“ შენობა იყიდება. საუბარია 16.000 კვადრატულ მეტრამდე კეთილმოწყობილი ფართის მქონე 26.795 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე. როგორც კომპანიის Colliers International Georgia ვებგვერდზეა აღნიშნული, სახელმწიფოსგან საკუთრების გამოსყიდვისთვის საჭირო თანხა – 2.100.000 დოლარია (მათ შორის დაგროვილი გადასახადები და ჯარიმები); 1.700.000 დოლარი კი 2019 წლის მესამე კვარტლამდე (გადახდები უნდა განხორციელდეს კვარტალურად) არის გადასახდელი. როგორც განცხადებაშია […]

პატარკაციშვილები თბილისის ცირკს ყიდიან – საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარია

თბილისის ცირკის შენობა იყიდება. ქონების საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარია. როგორც კომპანია Colliers International Georgia-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, უძრავი ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატული მეტრია. ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, რომლის საერთო ფართი კი 4,750 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ. მეტრი ფართის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი […]

akhalitaoba.ge © 2017-2018