ჭდე: გარდაცვალება

სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში” 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

გუშინ 15 დეკემბერს, შუადღეზე, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში” 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი სუპერმარკეტში პურის საყიდლად იყო შესული და მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც “პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტამბულში ქართველი ემიგრანტი ეთერ ქობულაძე გარდაცვლილი იპოვეს

სტამბულში ქართველი ემიგრანტი ეთერ ქობულაძე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ოჯახის უფროსმა იპოვა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. პრაიმ ტაიმი

„ჩემი შვილი სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა“ – ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ისმაილ ბადალოვი ერთი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. ოჯახის წევრების თქმით, მოზარდს თავს დაესხნენ და სასტიკად ცემეს, რამაც ბიჭის კომამდე მიყვანა გამოიწვია. ბადალოვების მტკიცებით, მათი შვილი  სახლში ნაცემი მივიდა, თავი სტკიოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ბავშვს სამედიცინო დახმარება სახლში აღმოუჩინეს, თუმცა ის მალევე კომაში ჩავარდა. .„ჩემი შვილი სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა,“ […]

მარგველაშვილი – ”ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს”

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს დედის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს: “ვუსამძიმრებ ყოფილ პრემიერმინისტრს და პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს დედის, ციცინო ივანიშვილის გარდაცვალებას. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს”- აღნიშნავს პრეზიდენტი. ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნიუპოსტი

ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა

ლეილა ცინაძე-მელიქიძემ ფეისბუქში დაწერა: “96 წლის ასაკში გარდაიცვალა ბატონ ბიძინა ივანიშვილის დედა.. გაანათლე უფალო მისი სული..” ამ პოსტს სამძიმრის გამომხატველი უამრავი გამოხმაურება აქვს.

19 წლის ქუთაისელი თბილისის ღამის კლუბში ნარკოინტოქსიკაციას ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად, 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. მან ორ ახალგაზრდასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. ორი ახალგაზრდა ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. შემთხვევა გუშინ მოხდა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ცნობით, სამივე ახალგაზრდა ქუთაისის მკვიდრია. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა უკვე გადაასვენეს ქუთაისში. შსს 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას ადასტურებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე […]

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში ინსულტის დიაგნოზით იყო მოთავსებული. ექიმებმა მისი გარდარჩენა ვერ შეძლეს.შეგხსენებთ, ია კერზაიას სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას აიძულებდნენ, უარის შემდეგ კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შედეგადაც მან ინსულტი მიიღო. ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელისა და […]

ტრაგედია ორთაჭალაში – ვინ არის ბაიკერი, რომელიც ტრაილერს შეეჯახა და გარდაიცვალა

თბილისში, ორთაჭალაში რამდენიმე საათის წინ, მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 32 წლის ბაიკერი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ნიუპოსტი

მელიქიშვილზე 51-ე სკოლასთან ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 51-ე სკოლის წინ არსებულ ავტობუსის გაჩერებასთან ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას “პირველი” ავრცელებს. ,,პირველის” ინფორმაციით, ახალგაზრდამ გონება დაკარგა, რის გამოც გამვლელებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მედიამეილი

ხელვაჩაურში 2 თვის ჩვილი ეტლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა. გოგონა საბავშვო ეტლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. ჩვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შემთხვევა მიმდინარე წლის 3 დეკემბერს მოხდა. ნიუპოსტი

akhalitaoba.ge © 2017-2018