ჭდე: გიგა ბოკერია

ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას ყეყეჩი უწოდა – ”რა გინდათ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და დაგხოცოთ?!”

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას ყეყეჩი უწოდა. ”რა უნდა გელაპარაკო, შენ ხარ ჩვეულებრივი ყეყეჩი ადამიანი, არაფერი შენ არ გესმის”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში დაძაბული მდგომარეობა ნაციონალური მოძრაობის განცხადებებმა გამოიწვია. „ამას სწავლა არ სჭირდება, რომ ნებისმიერი კრიტიკული […]

“გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის მფარველი გახდა” – რას ფიქრობს ემზარ კვიციანი

რაში სჭირდება პარლამენტს ეთიკის კოდექსი, რატომ ვერ კიდებენ ხელს გიგა ბოკერიას, რა რეზოლუციის მიღებას ითხოვს “პატრიოტთა ალიანსი”, რატომ ალაპარაკდნენ ნაციონალები სამართლიანობის აღდგენაზე? – ამ თემებზე “ახალ თაობას” “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ესაუბრება. ემზარ კვიციანი: – ქვეყანაში არსებული ვითარება უკვე აუტანელი გახდა – ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ისე გათავხედდნენ, რომ სამართლიანობის აღდგენაზე დაიწყეს საუბარი. […]

გიგა ბოკერია – ”ფარაონი გამოჩნდა, როგორც იქნა”

„ქართული ოცნების“ რიგით მეხუთე ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას საპარლამენტო ოპოზიციაში უარყოფითად აფასებენ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილის გამოსვლაში მხოლოდ ოპონენტების ლანძღვა ისმოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკაში მობრუნებულ ყოფილ პრემიერს და უკვე პარტიის თავმჯდომარეს არ უსაუბრია ქვეყნის იმ ჩიხიდან გამოსვლის გზებზე, რომელშიც სახელმწიფო „ქართული ოცნების“ გუნდმა შეიყვანა. – გარდა იმისა, რომ ფარაონი გამოჩნდა როგორც […]

„ივანიშვილის იძულება გამოსულიყო ჩრდილიდან ადასტურებს, რომ ღრმა კრიზისია ქართულ ოცნებაში“ – გიგა ბოკერია

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანას ივანიშვილის და მისი გუნდის არჩევნების გზით მოცილება უშველის: „ქართული ოცნების რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა, მისი იძულება, რომ გამოსულიყო ჩრდილიდან, უბრალოდ ადასტურებს იმას, რაც მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ღრმა კრიზისია „ქართულ ოცნებაში“, კრიზისია მთელ ქვეყანაში, ოღონდ ეს ამბავი ქვეყანას ვერ უშველის, […]

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რუსეთის მოქცევა რეალური წნეხის ქვეშ – ბოკერია ჟენევის ფორმატს და პრობლემისადმი ხელისუფლების მიდგომას აფასებს

ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში დაიბარა. ევროპული საქართველო განმარტებებს ითხოვს ჟენევის ფორმატში კონსულტაციების მომდევნო რაუნდზე დაგეგმილი დოკუმენტის ძალის არგამოყენების ხელშეკრულების ხელმოწერის დეტალებზე. ,,ჟენევის ფორმატში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელიც შექმნის ცრუ განცდას, რომ თითქოს პროგრესი გვაქვს მაშინ, როდესაც გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო საზარელი მკვლელობის ფონზე და ზოგადად რუსეთის […]

კახა მიქაია – “ივანიშვილი “ოცნებას” გააფარჩაკებს და მას ბოკერიას გუნდით ჩაანაცვლებს”

ელოდება თუ არა საქართველოს თხილის და სიმინდის რევოლუცია, რატომ გაიზიარებს “ქართული ოცნება” ნაციონალების ბედს, რა ექსპერიმენტებს ატარებს ივანიშვილი, რატომ აკეთებენ სულელურ განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება. – თქვენთან ბოლო პერიოდში სულ ფაროსანაზე გვიწევს საუბარი და ახლაც მასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა მორიგი სასწაული […]

“რუსეთი ჩაეჭიდა კვირიკაშვილის უპასუხისმგებლო და ძალიან მავნებლურ განცხადებას”- ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულგანცხადებას გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, კვირიკაშვილმა თავისი გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო და გულუბრყვილო მიმართვით რუსეთს კიდევ ერთი არგუმენტი და ციტატა მისცა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ: ,,რუსეთის ფედერაცია ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ბრჭყალებში, ეთანხმება მას, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის […]

“კახა კალაძე და გიგა ბოკერია ერთ გუნდში არიან, ღარიბაშვილი კულუარებში თამაშობს” – კახა კუკავას პოლიტიკური შეფასება

“ახალი თაობის” კითხვებს პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს. – გვესმის შეფასებები და ამას სოციალური ქსელიც აჩვენებს, რომ ყოველდღე იკლებს “ოცნების” მხარდამჭერთა რიცხვი. საბოლოოდ როდის ამოიწურება “ოცნების” ლიმიტი? – “ოცნების” ლიმიტი უკვე ამოწურულია. დღეს “ოცნება” არის იმ პერიოდში, რაც იყო შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში. მაშინაც იყო რაღაც პერიოდი, როცა ალტერნატივა არ იყო. […]

,,ბევრს ეშინოდეს ჩემი სასტიკი, ულმობელი გამოღვიძების”

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ქმრის, გიგა ბოკერიას ფოტოს ავრცელებს და წერს: “Gigi Ugulava Giorgi Gabashvili- მიაფარეთ და მოუფრთხილდით! მე მძინარე ვარ… ვწევარ და მძინავს, დაე, მძინავდეს. ხედავ ჩემს შუბლზე ღიმილს დამცინავს, როდესაც ნანა მესმის ძიძების – ბევრს ეშინოდეს ჩემი სასტიკი, ულმობელი გამოღვიძების, ვით გათენებას, მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს. გალაკტიონი, 1927” MSOFLIONEWS.GE

ბოკერიამ სააკაშვილს დეგრადირებული ლიდერი უწოდა – ”ეს არის სისულელე და საღი აზრი აქ საერთოდ არ არის”

– პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის უნდა იყოს თანამშრომლობა, უნდა მოხდეს გაერთიანება კონკრეტული საარჩევნო ამოცანების გადასაჭრელადაც, უბრალოდ ეს ვერ მოხდება სააკაშვილის ფიგურის გარშემო, რისი დასკვნაც იყო მისი გუშინდელი ინტერვიუ, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის გარშემო პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხდება. – სააკაშვილის გარშემო პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება ვერ […]

akhalitaoba.ge © 2017-2018