ჭდე: გოგა ონიანი

გოგა ონიანი ციხიდან გამოვიდა

გოგა ონიანი ციხიდან გამოვიდა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ადვოკატი გოგა ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას საპატიმრო ვადა 3 ნოემბერს ეწურებოდა, თუმცა უქმე დღეების გამო სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. როგორც გოგა ონიანმა განაცხადა, საზოგადოება დარწმუნდება, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა: “დღეს საქართველოში რაიმეს სამართლებრივად მტკიცებას აზრი არ აქვს. ჩემთვის მთავარია საზოგადოების აზრი, რომელიც ისეთ კონკრეტულ ამბებს გაიგებს, რითიც დარწმუნდება, რომ ეს […]

გოგა ონიანმა შინაპატიმრობა მოითხოვა, მაგრამ უარი ეთქვა

გოგა ონიანმა შინაპატიმრობა მოითხოვა, მაგრამ უარი ეთქვა

ნაციონალური მოძრაობის დაკავებულმა წევრმა, ადვოკატმა გიორგი ონიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართა, თუმცა საბჭომ ონიანს შინაპატიმრობაზე უარი უთხრა. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ონიანის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა. “გიორგი ონიანი აკმაყოფილებდა აბსოლუტურად ყველა იმ კრიტერიუმს, რაც ამ საბჭოს დებულებით და პატიმრობის შესახებ კანონით არის გათვალისწინებული. მას აუცილებლად უნდა შეხებოდა […]

გოგა ონიანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა – პროკურორი გულუაშვილი: “ონიანი საპატიმროში მხოლოდ 2 წელს გაატარებს”

გოგა ონიანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - პროკურორი გულუაშვილი: "ონიანი საპატიმროში მხოლოდ 2 წელს გაატარებს"

ყოფილი უფლებადამცველის გოგა ონიანის საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, გოგა ონიანის საქმის თაობაზე დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად ონიანი 2 წელს საპატიმროში, ხოლო 2 წელსა და 6 თვეს პირობითი მსჯავრის სახით მოიხდის. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა აღნიშული საპროცესო შეთანხმება. მისი თქმით, ყველა წარდგენილ ბრალდებაში […]

“გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი” – ნუკრი ქანთარია სერგო რატიანს

"გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი" - ნუკრი ქანთარია სერგო რატიანს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა გოგა ონიანს პოლიტპატიმარი უწოდა, ამ განცხადებას კი უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ უპასუხა. – გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი. მიკვირდა, ისე ჩაივლის დღევანდელი განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებენ მეთქი და როგორც იქნა მაინც ახსენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბიძინას გარეშე მზე არ სუფევს მათთვის […]

მატროსოვის ციხესთან ნაციონალებმა გოგა ონიანის პატიმრობის პირობები გააპროტესტეს

მატროსოვის ციხესთან ნაციონალებმა გოგა ონიანის პატიმრობის პირობები გააპროტესტეს

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ე.წ. მატროსოვის ციხესთან გიორგი ონიანის პატიმრობის პირობება გააპროტესტეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი კოტე იოსელიანიც. – ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ცდილობს, სათითაოდ დააპატიმროს ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად არის პატრიოტულად განწყობილი და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, მისი დემოკრატიული განვითარება, – ამბობს […]

გიგი უგულავა – ”მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი”

გიგი უგულავა - ”მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი”

გოგა ონიანისთვის სასჯელის გამოტანას და ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გიგი უგულავამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი მიუძღვნა: ”გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება – წერტილი. გოგას “კმარას” დროიდან ვიცნობ და ვიცი გაუძლებს. სოლიდარობა მას და მის ოჯახს. მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. […]

დავით შათირიშვილი გოგა ონიანის განაჩენზე – ”არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია, მაგრამ სამართლიანობა აღდგა”

დავით შათირიშვილი გოგა ონიანის განაჩენზე - ”არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია, მაგრამ სამართლიანობა აღდგა”

– არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია და არ მსიამოვნებს – კაცია თუ არაკაცი, უფალმა განსაჯოს, მაგრამ სამართლიანობა რომ აღდგა, დიდად დასაფასებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გოგა ონიანის ბრალდების საქმეზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა დავით შათირიშვილმა, ონიანის მიმართ გამოტანილი განჩენის შეფასებისას განუცხადა. როგორც შათირიშვილმა აღნიშნა, დამტკიცდა ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იბრძოდა, რომ ის მართალია და არავითარი დანაშაული არ […]

გოგა ონიანს 5 წელი მიუსაჯეს – მოსამართლეს დარბაზმა განაჩენის ბოლომდე წაკითხვა არ აცალა

გოგა ონიანს 5 წელი მიუსაჯეს - მოსამართლეს დარბაზმა განაჩენის ბოლომდე წაკითხვა არ აცალა

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ონიანის განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ ბოლომდე ვერ დაასრულა. დარბაზში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ თქვა, რომ ონიანი დამნაშავედ ცნეს. ბრალდების მხარის განცხადებით, 2011 წელს გოგა ონიანმა, რომელიც მაშინ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ორი პირი უკანონოდ […]

გოგა ონიანი – ”მოვუწოდებ პროკურატურას, აცადონ მოსამართლეს მუშაობა, ნუ აფათურებენ ხელებს, ყველაფერს ვგებულობ ისევ თქვენგან”

გოგა ონიანი - ”მოვუწოდებ პროკურატურას, აცადონ მოსამართლეს მუშაობა, ნუ აფათურებენ ხელებს, ყველაფერს ვგებულობ ისევ თქვენგან”

მომავალ კვირას, სავარაუდოდ, გოგა ონიანს მოსამართლე განაჩენს გამოუტანს. ამასთან დაკავშირებით გოგა ონიანმა ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: ”ბევრი რამ არის ჩემ საქმეში ისეთი, რაც ჯერ მხოლოდ მოსამართლემ, პროკურორმა, მე და სახალხო დამცველმა ვიცით, მოვუწოდებ პროკურატურას აცადონ მოსამართლეს მუშაობა, ნუ აფათურებენ ხელებს, ყველაფერს ვგებულობ და ვგებულობ ისევ თქვენგან, ასე რომ შეეგუეთ რეალობას და ნუ დაამატებთ დანაშაულს ახალ […]

გოგა ონიანის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

გოგა ონიანის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

გოგა ონიანის განაჩენის გამოცხადება გადაიდო. ამის შესახებ თავად გიორგი ონიანმა დაწერა ფეისბუქის თავის გვერდზე. ” გადაიდო გამოცხადება რამდენიმე დღით”, – ასე უპასუხა მან კითხვას განაჩენის გამოცხადების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ონიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოეცხადებინა. თავად ონიანი აცხადებდა, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და აქედან გამომდინარე, მას გამამართლებელი განაჩენის […]