ჭდე: ინდონეზია

ინდონეზიაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში, სამხრეთ სულავესის პროვინციის სანაპიროზე 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადდა ცუნამის საფრთხე. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე მოხდა. ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. ევაკუაცია დაიწყო საავადმყოფოებშიც. დაშავებულების შესახებ ცნობები ამ დრომდე არ გავრცელებულა. ტვ პირველი

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა – 13 ადამიანი დაიღუპა, 98 დაშავდა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა - 13 ადამიანი დაიღუპა, 98 დაშავდა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგად 13  ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით ადამიანი. ადგილობრივი კატასტროფის მართვის ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლის აბდულ მუჰარის განცხადებით, დაღუპული ადამიანებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ორის იდენტიფიცირება მოხერხდა. ,,დაშავდა 98 ადამიანი, მათ შორის ორი ორსული ქალი, ხოლო ევაკუირებულია 902 მოქალაქე“, – აღნიშნა წარმომადგენელმა. სემერუ ერთ-ერთია ინდონეზიის 130 მოქმედ ვულკანს შორის. ის ბოლოს მიმდინარე წლის […]

ინდონეზიაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – 8 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - 8 ადამიანი დაიღუპა

6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მსხვერპლით დასრულდა ინდონეზიაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნგრევას კუნძულ იავას აღმოსავლეთით 8 ადამიანი ემსხვერპლა. დანგრეულია ათეულობით საცხოვრებელი სახლი და დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკური სააგენტოს ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს. რუსთავი 2

ინდონეზიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა – 27 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა - 27 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში, დასავლეთ ჯავის პროვინციაში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტობუსში საშუალო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. მათგან 39 გადარჩა. მაშველებმა გადარჩენილი ადამიანები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი ტექნიკურად გაუმართავი იყო.

ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – 45 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - 45 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 45-მდე, დაშავებულთა კი ათასამდე გაიზარდა. სულავესის კუნძულზე 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. დაინგრა და დაზიანდა სახლები, გზები, ხიდები, საკომუნიკაციო ქსელები. მიწისძვრის გამო. 15.000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. რუსთავი 2

ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიააში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მოლუკის კუნძულებზე დაფიქსირდა. “როიტერის” ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. არსებობს ცუნამის საფრთხე. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

ინდონეზიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიაში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას Rueters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინცია მალუკუ იყო, სადაც სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად ძლიერად დაზიანდა შენობები. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მიწისძვრა იყო, როგორც ინდონეზიის ბუნებრივი კატასტროფების უწყების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, გეოფიზიკოსებმა ცუნამის წარმოქმნა გამორიცხეს. სააგენტოს ცნობით, ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ […]

ინდონეზიაში მიწისძვრა მოხდა და ცუნამის განგაში გამოცხადდა

ინდონეზიაში მიწისძვრა მოხდა და ცუნამის განგაში გამოცხადდა

ინდონეზიაში ცუნამის განგაში გამოცხადდა. ამის  მიზეზი ძლიერი მიწისძვრა გახდა, რომელიც იავასა და სუმატრას სანაპიროებთან ახლოს მოხდა. ბიძგები 7 მაგნიტუდის სიძლიერის იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საშიშროების გამო, მოსახლეობას სანაპირო ზოლის დატოვებისკენ მოუწოდეს. ხელისუფლებამ ადგილობრივები გააფრთხილა, რომ მიწისძვრის გამო ტალღების სიმაღლე სამ მეტრს მიაღწევს. სტიქიის ეპიცენტრი ლამპუნგის პროვინციიდან 220 კილომეტრის დაშორებით, 53 […]

ინდონეზიაში არჩევნებზე გადაღლილობისგან საარჩევნო კომისიების 270 წევრი გარდაიცვალა

ინდონეზიაში არჩევნებზე გადაღლილობისგან საარჩევნო კომისიების 270 წევრი გარდაიცვალა

ინდონეზიაში არჩევნებზე გადაღლილობისგან საარჩევო კომისიის 270 წევრი გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა. ბრიტანული მედია ოფიციალური პირების განცხადებებს ეყრდნობა და წერს, რომ თანამშრომლები დიდი ხნის განმავლობაში ხელით ითვლიდნენ საარჩევნო ბიულეტენებს, რამაც მათი გადაღლა გამოიწვია. გენერალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის თქმით, 1,878 ადამიანი ავად გახდა. 17 აპრილს ინდონეზიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ერთდღიანი არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობა ირჩევდა პრეზიდენტს, პარლამენტის […]

ინდონეზიაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში, ბოგორავატუს კუნძულის მახლობლად 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. აღნიშნულ ზონაში დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. აქამდე 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 05:10 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარას პროვინციიდან 85 კილომეტრში იყო. ამ მომენტისთვის ინფორმაცია დაშავებულებზე ან ნგრევაზე არ გავრცელებულა. ინტერპრესნიუსი