ქართული ოცნების პარლამენტარის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, მის ახალ დოკუმენტურ ფილმში მსოფლიო ჩემპიონმა და გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა მიიღო მონაწილეობა. კასპის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, დოკუმენტური ფილმი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს ეძღვნება და მოიცავს თითქმის ყველა სფეროს. მეზურნიშვილის თქმით, პრემიერა რამოდენიმე თვეში შედგება. საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ნეტგაზეტი