ჭდე: ისრაელი

ისრაელში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – 2 ადამიანი დაიღუპა

ისრაელში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - 2 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 2 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ის ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი კიდევ ერთი პირი დაშავებულია და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისრაელის შეირაღებული ძალების ცნობით, ვერტმფრენმა კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა. მომხდარის გამო სასწავლო ფრენები დროებით შეწყდა, დაწყებულია გამოძიება. იპნ

ომიკრონმა ისრაელში ჯოგურ იმუნიტეტს შეიძლება შეუწყოს ხელი

ისრაელში 3 პირს კოვიდის ახალი, სამხრეთ აფრიკის შტამი აღმოაჩნდა

ისრაელში „ომიკრონის“ შემთხვევების მატებამ ქვეყანაში ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას შეუწყოს ხელი. ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ნახმან ეშის თქმით, დეკემბრის ბოლომდე ისრაელმა შეძლო „ომიკრონის“ შემთხვევების შეკავება, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და სავარაუდოდ, ერთიდან სამი კვირის ვადაში რეკორდული მაჩვენებელს მიაღწევს. „ციფრები მაღალი უნდა იყოს იმისთვის, რომ ჯოგური იმუნიტეტი გამომუშავდეს. ეს შესაძლებელია, თუმცა ჩვენ არ გვინდა ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა […]

ისრაელში მე-2 ბუსტერ დოზის გაკეთება დაიწყეს

ისრაელში გასულ დღე-ღამეში კოვიდით 5.923 ადამიანი დაინფიცირდა

ისრაელში მე-2 „ბუსტერ“ დოზის მიღება შესაძლებელი გახდა. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა ნაჩმან აშმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მეორე „ბუსტერ“ დოზის მიღებას ის პირები შეძლებენ, რომელთა ასაკით 60 წელს აღემატება ან სუსტი იმუნიტეტი აქვთ. როგორც ცნობილია, ისრაელში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილმა მეორე „ბუსტერ“ დოზა უკვე გაიკეთა, რისი საბოლოო შედეგებიც მალე გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ მესამე და მეოთხე „დოზებს“ […]

ისრაელი გოლანის მოსახლეობას გააორმაგებს

ისრაელი გოლანის მოსახლეობას გააორმაგებს

ისრაელმა გოლანის მაღლობზე ებრაელ ახალმოსახლეთა რაოდენობის გაორმაგების მიზნით 317 მილიონი დოლარის ღირებულების გეგმა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის მთავრობამ მხარი დაუჭირა 5 წლის განმავლობაში რეგიონში 7.300 სახლის აშენებას. საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის შექმნისა და სხვა პროექტების შესრულებისთვის 1 მილიარდი შეკელი უნდა დაიხარჯოს, რისი მიზანიც ტერიტორიაზე დაახლოებით 23.000 ებრაელი ახალმოსახლის მიზიდვაა. “ჩვენი მიზანია გოლანის მაღლობის მოსახლეობის გაორმაგება” , […]

ყველა გამოჯანმრთელდა, ვინც პრეპარატი მიიღო – ისრაელში კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტი შექმნეს

რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა - საკრებულოს წევრები და თავმჯდომარე თვითიზოლაციაში იმყოფებიან

ისრაელელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი Amor-18-ის კლინიკური კვლევები ჩაატარეს. შედეგად, 18-ვე ადამიანი, ვინც პრეპარატი მიიღო, 100%-ით გამოჯანმრთელდა. მედიკამენტი ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Amorphical-მა შეიმუშავა, ხოლო ტესტირება ცფათში მდებარე ზივის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა. „თვრამეტივე ჰოსპიტალიზებული პაციენტი, რომელიც ისრაელის ბიოტექნოლოგიური კომპანია Amorphical-ის მიერ წარმოებულ მედიკამენტს იღებდა, გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის შემდეგ გაწერეს”, – ნათქვამია მოხსენებაში. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ […]

ისრაელში ომიკრონით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ისრაელი კოვიდთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აუქმებს

ისრაელში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია იუწყება. მათივე ცნობით, გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია, რომელიც “ბერ შებეს” საავადმყოფოში მკურნალობდა. ის ორჯერადად იყო ვაქცინირებული, თუმცა ჰქონდა თანმდევი დაავადებები. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის კიდევ 170 შემთხვევაა გამოვლენილი. იპნ

ისრაელიდან აშშ-ში და კიდევ 9 ქვეყანაში გამგზავრება იკრძალება

ისრაელი კოვიდთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აუქმებს

ისრაელის მოქალაქეები აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მაროკოში, პორტუგალიაში, კანადაში, შვეიცარიასა და თურქეთში გამგზავრებას სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ შეძლებენ. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების პრევენციაა. შეზღუდვა 22 დეკემბრიდან ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს, საერთო ჯამში, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გამგზავრება ექნებათ აკრძალული. […]

ისრაელში კოვიდზე მე-4 დოზითაც აცრიან

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლაში აცრიან

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა, ნიცან ჰოროვიცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ყველა მოქალაქეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა შეიძლება შესთავაზოს. „თუ ჩვენ დავინახავთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ვაქცინის ეფექტურობა მცირდება, თუნდაც გამაძლიერებელი დოზის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია მეოთხე დოზა განვიხილოთ. ეს შესაძლებელია“, – აღნიშნა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა. ნიცან ჰოროვიცის თქმით, ისრაელის ჯანდაცვის უწყება შესაბამის გადაწყვეტილებას სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებს. „ჩვენ […]

ისრაელი უცხოელებისთვის მთლიანად დაიკეტა

ისრაელი კოვიდთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აუქმებს

ისრაელი 14 დღის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებს, გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების გამო გუშინ გვიან საღამოს მიიღო, დაწესდა სხვა რეგულაციებიც, რომელიც  გაფართოებულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. იმის გარდა, რომ ქვეყანაში არაისრაელელების შესვლა იკრძალება, ძალაში შევა სამდღიანი სავალდებულო კარანტინი ისრაელის ყველა ვაქცინირებული მოქალაქისთვის, არავაქცინირებულებს კი 7-დღიანი კარანტინი მოუწევთ. ისრაელში, ამჟამად, კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. ომიკრონის გამოჩენის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ სამხრეთ […]

ნაფტალი ბენეტი – “ისრაელი საგანგებო მდგომარეობასთან ახლოსაა”

მილიონერი და ყოფილი სპეცრაზმელი ნაფტალი ბენეტი ნეთანიაჰუს პრემიერის პოსტზე შეცვლის

საგანგებო მდგომარეობასთან ახლოს ვართ, უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად და სწრაფად, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა კორონავირუსის ახალ, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ვარიანტზე საუბრისას განაცხადა. ნაფტალი ბენეტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები და ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები შეხვედრაზე მიიწვია, სადაც, ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაციის შეფასება იგეგმება. „როდესაც გვექნება სიტუაციის უფრო ნათელი სურათი, ჩვენ შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ნაფტალი ბენეტმა. […]