ჭდე: ივანიშვილი

რა ბედი ელის ივანიშვილს

კიტრი ბიძინასგან, სასმელი ალექსანდრესგან, საპონი უჩასგან - სანქცირებულ რუსულ ბაზარს ივანიშვილები მოამარაგებენ

პირველად ქართულ სატელევიზიო სივრცეში – “ნოდარ მელაძის შაბათის” ექსკლუზიური ინტერვიუ სანქციების არქიტექტორ ვილიამ ბრაუდერთან,  ადამიანთან, რომელმაც მაგნიციკის სია შემქნა და მთელს მსოფლიო დაარწმუნა, რომ ამ სიაში შეყვანილი ყველა ჩინოვნიკს სანქცია უნდა დაედოს. ბრაუდერი მთელს მსოფლიოში  პუტინის მხარდამჭერების გამოვლენით არის დაკავებული, რომ შავ სიაში მოხვდნენ. ვფიქრობ, რომ სანქციების დაწესება რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ მთლიანი პაკეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მაგრამ ეს უკრაინაში ომს […]

ივანიშვილი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს

ივანიშვილი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმის კლინიკა ,,მედცენტრი” რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად პარალიზებული იყო, რადგან იქ ბიძინა ივანიშვილი კვლევებზე გადაიყვანეს. თვითმხილველტა ინფორმაციით, გადაიკეტა კლინიკამდე მისასვლელი გზები,  შენობაში არავის უშვებდნენ. პაციენტები და მედპერსონალი კი, ვინც უკვე შიგნით იმყოფებოდა, კედელთან ზურგით დააყენეს, რომ ოლიგარქი არ დაენახათ. დაცვამ  მედპერსონალს მობილურები ჩამოართვა, რომ ვინმეს  ივანიშვილისთვის ფოტო არ გადაეღო ,,ტვ პირველის” ინფორმაციით, ივანიშვილმა კლინიკაში დაახლოებით ერთი საათი გაატარა. […]

ევროპარლამენტი მოუწოდებს, ივანიშვილზე სანქციები დაწესდეს

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს შესწორება რეზოლუციაში, სადაც ბიძინა ივანიშვილზეც არის საუბარი. შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, […]

ქიბარ ხალვაში შეიძლება “მთავარი არხის” მმართველობაში შევიდეს

ქიბარ ხალვაში შეიძლება "მთავარი არხის" მმართველობაში შევიდეს

ახალი სპეცოპერაცია “მთავარი არხისა” და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ – როგორ აპირებს ხელისუფლება შეაღწიოს “მთავარი არხის” მართვაში?! – ხმაურიანი რეპორტაჟი “ნოდარ მელაძის შაბათის” გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ მოამზადა. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის ციხეში გაშვების გადაწყვეტილების გამოცხადებიდან სამ საათში, “რუსთავი 2”-ის მფლობელი ჩნდება – ქიბარ ხალვაში, ნიკა გვარამიასგან “რუსთავი 2”-ისთვის მიყენებული “ზარალის”, 6,7 მილიონი ლარის ანაზღაურებას  მოითხოვა. “ტვ პირველის” მიერ მოპოვებული მტკიცებულებების […]

ნიკა მელია – “ივანიშვილს რუსეთის სპეცსამსახურებთან ვალდებულებები აქვს”

ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის რუს ოლიგარქებთან კავშირებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის სუვერენული ვერასდროს იქნება. მელიას თქმით, ოლიგარქი ივანიშვილი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ იქნება თითმყოფადი მმართველი, რადგან რუსეთის სპეცსამსახურებთან არის ვალდებული. – თუ რამე მიკვირს, შემდეგი რამ მაკვირვებს: თუკი ვინმეს ჯერ კიდევ გაუკვირდებოდა ბატონი ივანიშვილის ახლო ურთიერთობა, კი, ბატონო, არ დაარქვათ თანამშრომლობა, მაგრამ […]

ღარიბაშვილს პრემიერობიდან უშვებენ – ივანიშვილმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო

ირაკლი ღარიბაშვილი - "ივანიშვილის მსგავსი დემოკრატი მმართველი საქართველოს არ ჰყოლია"

პრემიერი კაბინეტის დასაცლელად ემზადება. ივანიშვილმა პოლიტიკიდან გაშვებული და შემდეგ მობრუნებული ღარიბაშვილის ისევ გაშვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. “მთავარისთვის” ცნობილი ხდება, რომ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს – თანამდებობიდან ახალი წლის შემდეგ გაუშვან. ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან 2015 წელს ისე გაუშვეს, თვითონაც არაფერი იცოდა. წყარო “ქართული ოცნებიდან” გვიყვება, რომ ოლიგარქი ახლაც ახალ კონფიგურაციას ადგენს და […]

ივანიშვილი – “ღარიბაშვილი ავტორიტეტი არ იყო, მას არც იურიდიული განათლება ჰქონდა და არც ფინანსური”

ირაკლი ღარიბაშვილი - "ივანიშვილის მსგავსი დემოკრატი მმართველი საქართველოს არ ჰყოლია"

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ბოლო ერთი კვირაა ბერმუდის სასამართლოს ჩვენებებს აძლევს. შაბათის ფორმულამ სასამართლოში ივანიშვილის 3 ჩვენება მოიპოვა. გაირკვა ვის უფორმებდა ქონებას და ვინ არიან ის ადამიანები მისი პირადი გარემოცვიდან, ვის გამოც შესაძლოა დაკარგა სადავო 400 მილიონი. აღსანიშნავია, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა საქართველო დატოვა, თუმცა შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ის ბერმუდის სასამართლოს […]

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა

ელისო კილაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა. მისი თქმით, ოლიგარქმა ვიზაც დაჩქარებული წესით აიღო. ჟურნალისტის თქმით, ამ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც მისი შიდა, ისე გარე წყაროები: “გაგიკვირდებათ და ბიძინა ივანიშვილი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მას აქვს სახლი. პირველად ჩავიდა სხვათა შორის, აქამდე ჩემი ინფორმაციით, ის ამერიკაში ნამყოფი არ იყო… ივანიშვილი წავიდა ყველაზე დაცულ ქვეყანაში, ვიზაც მე როგორც ვიცი, […]

ივანიშვილი “ოცნების” აქციაზე არ მივა

"ქიბარ ხალვაში "რუსთავი2-ში" იყო შემთხვევით და ფორმალურად" - ბიძინა ივანიშვილის აღიარება - ვიდეო

მარტო დარჩენილი “ქართული ოცნება” – მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდიბარაძე ადასტურებს, რომ ოთხშაბათს დაანონსებულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილი არ მივა. “პირველების” ინფორმაციით, გადამწყვეტი არჩევნების წინ, 27 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ლიდერებმა პარტიის დამფუძნებელს აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს. აღნიშნული კითხვის საპასუხოდ კი მდინარაძემ თქვა, რომ “ტვ პირველის” არცერთი ინფორმაცია “სწორი არ არის და […]

ივანიშვილი თბილისში დაბრუნდა

ივანიშვილი თბილისში დაბრუნდა

გადამწყვეტი არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი თბილისში დაბრუნდა. ოლიგარქი  იმავე რეზიდენციაშიაა, რომელიც თითქოს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქართუ ფონდს გადასცა. ივანიშვილი ვერტმფრენის დაშვების კადრები დღეს “პირველების” ვიდეოკამერამ გადაიღო, შუშის სასახლესთან იდგა მისი დაცვის მანქანებიც. ტვ პირველის ინფორმაციით, ოლიგარქის გამოჩენა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ჩამოსვლას უკავშირდება. პოლიტიკიდან თითქოს წასული ივანიშვილი ახლა თანაგუნდელებთან მისი პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნებასთან […]