ჭდე: კახეთი

კახეთში 12 წლის გოგონას გათხოვებაში ბებიამ ფული აიღო

კახეთში 12 წლის გოგონას გათხოვებაში ბებიამ ფული აიღო

კახეთში, 12 წლის გოგონას გათხოვებაში, ბებიამ გასამრჯელო აიღო. „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ გოგონა, რომელიც ორი წლის წინ 25 წლის მამაკაცს მიათხოვეს, ბებიასთან იზრდებოდა და მისი გათხოვების სანაცვლოდ, ბებიამ სოლიდური თანხა მოითხოვა. გოგოს ახლობელი ჰყვება, რომ შუამავლის როლი მამაკაცის ბიძამ შეასრულა. „ამ გოგოს მამა არ ჰყავს, დედა იმავე სოფელშია გათხოვილი, სადაც ეს ბავშვი გაათხოვეს. პატარა გოგოა, ვერ […]

“შემეშინდა და იმიტომ ვესროლე” – რას ყვება ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

თელავში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ყვება, რომ გარდაცვლილმა დანა ჩაარტყა, იარაღი კი შიშის გამო გამოიყენა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ჰყვება. მისი მტკიცებით, ურთიერთშელაპარაკების დროს გარდაცვლილმა მამაკაცმა ხელში დანა ჩაარტყა, რასაც მისი მხრიდან იარაღის გამოყენება მოჰყვა. ბრალდებულისათვის ხელში დანის ჩარტყმის ჩვენებას მოკლული ცოლ-ქმრის არასრულწლოვანი ქალიშვილი აძლევდა, თუმცა […]

კახეთში ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

კახეთში ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი პირის […]

კახეთში საჯარო რეესტრის თანამშრომელი დააკავეს

კახეთში საჯარო რეესტრის თანამშრომელი დააკავეს

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი ზ.გ. დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ რეგისტრატორმა ზ.გ.-მ 2012-2021 წლებში დაინტერესებულ პირებს საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ მიანიჭა უპირატესობა და ყოველგვარი […]

კახეთში 63 წლის მამაკაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა

კახეთში 63 წლის მამაკაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა

არსებული ინფორმაციით, კახეთში ყოფილმა სიძემ 63 წლის მამაკაცი დაჭრა. შემთხვევა სოფელ კარდენახში გუშინ მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რიმლის დროსაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები. დაჭრილი გიორგი საჩეჩელაშვილი გურჯაანში, “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების განმარტებით, მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში ნახევარ ტონაზე მეტი ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში ნახევარ ტონაზე მეტი ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნული სააგენტომ კახეთში ნახევარ ტონაზე მეტი, 515 კგ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დალუქა. ინსპექტორებმა თელავსა და სიღნაღში ხორცის სარეალიზაციო 35 ობიექტი შეამოწმეს. “14 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები (ინდმეწარმე) დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, ხოლო 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონისა და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის გამო. შემოწმებისას, აგრეთვე, გამოვლინდა და, შემდგომი […]

12 წლის გოგონა, რომელიც ძმამ დაჭრა, გარდაიცვალა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

მოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური თოფით დაჭრა, გარდაიცვალა. შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოხდა. 12 წლის გოგონა, ძმამ პნევმატური იარაღიდან შემთხვევითი  გასროლით, თავის არეში დაჭრა. არასრულწლოვანი,  თავდაპირველად, გურჯაანში, “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ის, ამ დრომდე,  იაშვილის  სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების განმარტებით, სროლა, სავარაუდოდ ახლო მანძილიდან განხორციელდა, რის გამოც  მიყენებული […]

კახეთში შევროლე ხეს შეეჯახა – მძღოლი დაიღუპა

კახეთში შევროლე ხეს შეეჯახა - მძღოლი დაიღუპა

კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შევროლეს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანის მძღოლი, 35 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

კახეთში თინათინ შინშიაშვილს ეძებენ – მისი ჩანთა ეკლესიასთან იპოვეს

კახეთში თინათინ შინშიაშვილს ეძებენ - მისი ჩანთა ეკლესიასთან იპოვეს

გურჯაანის რაიონში უკვე მეხუთე დღეა 68 წლის თინათინ შინშიაშვილს ეძებენ. ქალი სოფელ ჯიმითში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 29 ნოემბერს გავიდა. ის ბოლოს, ამავე სოფელში მდებარე წმინდა გიორგის ტაძართან დააფიქსირეს. ტაძრის მიმდებარედ იპოვეს თინათინ შინშიაშვილის კუთვნილი ჩანთა. დაკარგულის ოჯახი დახმარებას ითხოვს. თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია დაკარგული ქალის შესახებ დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 558 677 444 რუსთავი 2

წინანდლის ტყეში ზვიად ზვიადაური, ალიკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს – ახალი დეტალები

წინანდლის ტყეში ზურაბ ზვიადაურის ძმა და კიდევ 2 პირი მოკლეს

“კურიერის” ინფორმაციით, თელავში დღეს მოკლული სამი პირიდან ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია. მასთან ერთად ალიკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს. შემთხვევა წინანდალში მოხდა, სროლას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ზვიადაურისა და მისი მეგობრის მისამართით ისროდა. კონფლიქტი კი ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაიწყო, სადაც ზვიადაური და მისი მეგობრები მათი მეგობრის დასახმარებლად მივიდნენ. სამივე […]