ჭდე: კალაური

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ფოთის ”კოლხეთის” ფეხბურთელებით სავსე მანქანა შავშვებთან ამოტრიალდა - დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 6 მგზავრი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ახალგაზრდას სხეულის და თავის არეში ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე რამდენიმე საათია ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.