ჭდე: ხანძარი

 კახეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

 კახეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე, თელავს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის ტყეში, ცეცხლის რამდენიმე კერაა. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრშია გაჩენილი. სტიქიის ზონაში ქრობით სამუშაოებში უკვე ჩაერთო ცოცხალი ძალა. ათობით მეხანძრე- მაშველი სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ჯერ არ მომხდარა. მეხნძრე- მაშველებს, ხანძრის ქრობის პრიცესში, ადგილობრივებიც ეხმარებიან. ცეცხლის კვამლი ადგილობრივებმა გუშინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. რა […]

 ხანძარი არქივის ეზოში ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა –  ხანძარი ლოკალიზებულია

 ხანძარი არქივის ეზოში ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა -  ხანძარი ლოკალიზებულია

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათივე ცნობით, ხანძარი არქივის ეზოში ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ამასთან, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შესულა.

საფრანგეთში ქართველი დედა და 2 მცირეწლოვანი შვილი სახლში დაიწვნენ

"შეძრწუნებულია მთელი სოფელი" - გურიაში 63 წლის ქალი ხანძარს ემსხვერპლა

სოფია რაჭველმა ფეისბუქში დაწერა: “წუხელ ღამით სტრასბურგში ქართველები დედა და ორი ბავშვი 7-8 წლისები დაიწვნენ სახლში ძალიან სამწუხარო ამბავია…ღმერთმა გაანათლოს მათი სულები და დაუმკმიდროს ცათა სასუფებველი”

ისანში ბაზრობაზე ცეცხლი გაჩნდა

ისანში ბაზრობაზე ცეცხლი გაჩნდა

ისანში, მეორადი საბურავებისა და ავტონაწილების ბაზრობაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას 10-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი ცდილობს. ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ადგილზე ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანებაა. დაშავებული სავარაუდოდ არავინაა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მთავარი

ხულოში ხანძარში 1 ქალი დაიწვა

ხულოში ხანძარში 1 ქალი დაიწვა

ხულოში, სოფელ ბოძაურში სახლი დაიწვა, ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაიწვა ერთსართულიანი ხის სახლი. ხანძრის გაჩენის დროს სახლში ორი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ეტლით მოსარგებლე, მისი გამოყვანა ადგილობრივებმა შეძლეს, თუმცა 72 წლის ქალის გამოყვანა ვეღარ მოხერხდა. ის დაიღუპა. სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები: „ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებისთვის თავშესაფრის […]

როგორ დავიცვათ შენობა ხანძრისგან?

როგორ დავიცვათ შენობა ხანძრისგან?

დაგვეთანხმებით, რომ უსაფრთხოება ნებისმიერი დანიშნულების  შენობაში უპირველესია. სახლსა თუ სამსახურში მნიშვნელოვანია, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ და საფრთხის რისკფაქტორები შეძლებისდაგვარად შევამციროთ. ამისთვის აუცილებელია, უსაფრთხოების სისტემები მოვიძიოთ და ამ საკითხში მეტწილად კომპეტენტურები ვიყოთ. ცეცხლისგან სახლის/ ოფისის დაცვა ყველაზე საყურადღებოა, რადგან ხანძრის შემთხვევაში მატერიალურ დანაკლისს ვერ აღადგენთ. ამასთანავე, რემონტი ცალკე ხარჯია, ზოგჯერ შეიძლება  ფართი ისე დაზიანდეს, ახალი ბინის […]

შემზარავი დანაშაული ვაზისუბანში – შვილმა მშობლები მოკლა და მერე ცეცხლი წაუკიდა

შემზარავი დანაშაული ვაზისუბანში - შვილმა მშობლები მოკლა და მერე ცეცხლი წაუკიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გუშინ გაჩენილ ხანძარს წინ მკვლელობა უძღოდა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 30 წლის პირმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. შსს-ს ცნობით, ცოლ-ქმრის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს […]

ვაზისუბანში ხანძარში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა

ვაზისუბანში ხანძარში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა

ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხანძარს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

წალენჯიხაში დეპუტატ ზაზა უბილავას დისშვილი ხანძარში დაშავდა

ნაძალადევში სახლს ხანძარი გაუჩნდა

წალენჯიხაში, ჭალე-მუჟავას დეპუტატის ზაზა უბილავას სახლის გვერდით დამხმარე ნაგებობა დაიწვა და მისი დისშვილი მძიმედ დაშავდა. “7 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, ის ჯერ ზუგდიდში, კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას თბილისში, შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ”, – თქვა სოფლის რწმუნებულმა. ირკვევა ისიც, რომ იმის გამო, რომ წალენჯიხაში საკმარისი რაოდენობის რეანომობილები არ არის, სასწრაფო დახმარების ზუგდიდიდან ჩასვლა გახდა […]

გუდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში სახლის ნაწილი დაიწვა

გუდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში სახლის ნაწილი დაიწვა

14 მარტს ხანძარი მოხდა თბილისში – ჯორჯაძის ქუჩაზე, გუდიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ეზოში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადა. შენობიდან ხანდაზმული კაცი მეზობლებმა უვნებლად გამოიყვანეს. მალევე ჩააქრეს ცეცხლიც. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. პრაიმ ტაიმი