ჭდე: კრიშტიანო რონალდო

კრიშტიანო რონალდო: ”მანჩესტერს უბრალოდ გაუმართლა”

კრიშტიანო რონალდომ მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩზე ისაუბრა და თქვა რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა. რონალდოს აზრით იუვენტუსი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და მანჩესტერს უბრალოდ გაუმართლა: ”ეს მატჩი უნდა მოგვეგო, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ბოლო წუთებზე კონცენტრაცია დავკარგეთ და ამის გამო დავისაჯეთ. ჩემპინთა ლიგა ისეთი ტურნირია, სადაც ყოველთვის ბოლო წუთამდე უნდა ითამაშო”–განაცხადა რონალდომ. იუვენტუსი საკუთარ […]

კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ერთ თამაშს გამოტოვებს

კრიშტიანო რონალდო მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგაში და ეს მატჩი იანგ ბოისის წინააღმდეგ იქნება. შეგახსენებთ რომ რონალდო ვალენსიასთან შეხვედრის დროს მოედნიდან გააძევეს, თუმცა ბევრი ფიქრობს რომ რონალდო ამას არ იმსახურებდა. თვითონ ფეხბურთელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება და იმ მატჩში რონალდო შეძლებს მოედანზე გამოსვლას.

კრიშტიანო რონალდო: ”გაძევებას არ ვიმსახურებდი”

ვალენსიასთან შეხვედრაში კრიშტიანო რონალდო პირველ ტაიმში მოედნიდან გააძევეს. ამ ეპიზოდმა ბევრი კამათი გამოიწვია, რადგან ბევრის აზრით რონალდო გაძევებას არ იმსახურებდა ასე ფიქრობს თვითონ ფეხბურთელიც: ”ჩემთვის გაუგებარია რატომ გამაძევა მსაჯმა, რადგან იმ მომენტში არაფერი დამიშავებია. ძალიან გავბრაზდი და ემოციები ვერ მოვთოკე. მსაჯები ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდნენ”–განაცხადა კრიშტიანო რონალდომ. რონალდოს გაძევების მიუხედავად იუვენტუსმა ვალენსია მაინც დაამარცხა […]

დანი ალვეში: ”რონალდოს წასვლა რეალზე არ იმოქმედებს”

პსჟ-ს მცველმა დანი ალვეშმა კრიშტიანო რონალდუს იუვენტუსში ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა რომ ეს ტრანსფერი რეალს არ დაასუსტებს და ამ გუნდში ბევრი სხვა ძლიერი ფეხბურთელია, რომლებიც რონალდოს წასვლის შემდეგ კიდევ უფრო შეთამაშდებიან ერთმანეთთან: ”არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რეალი რონალდოზე დამოკიდებული იყო, ხოლო ახლა კი სხვაგვარად იქნება და რეალი მეტად გუნდური გახდება. რა თქმა უნდა რონალდო დიდი […]

ალეგრი: ”რონალდო გაბრაზებულია”

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა რომ კრიშტიანო რონალდო გაბრაზებულია იმის გამო, რომ მან ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ვერ მოიპოვა და ეს პრიზი მოდრიჩს ხვდა წილად: ”რონალდო თვლის რომ ის ამ ჯილდოს იმსახურებდა, ამიტომ ის ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ იუვენტუსისთვის ეს კარგია, რადგან რონალდო უფრო აქტიურად ვარჯიშობს რომ ყველას დაუმტკიცოს თავისი ძალა”–განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ.

მარსელო: ”რონალდო გვაკლია, მაგრამ მაინც ძლიერები ვართ”

მადრიდის რეალის ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ ჟირონას დამარცხების შემდეგ განაცხადა რომ რონალდო რეალისთვის დანაკლისია, მაგრამ სამეფო კლუბი კვლავინდებურად ძლიერია: ”ჟირონასთან გამოჩნდა რომ ჩვენ ისევ ის გუნდი ვართ, ვისაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ბუნებრივია კრიშტიანო რონალდო გვაკლია, მაგრამ რეალი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არასოდეს იქნება. ჩვენ კვლავინდებურად ყველა ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლებთ”–განაცხადა მარსელომ. რეალმა ჟირონა სტუმრად 4:1 დაამარცხა.

მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა და თქვა რომ იუვენტუსის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის აქვს: ”რონალდო დიდი ფეხბურთელია და ბუნებრივია რომ ის პრივილეგიებით ისარგებლებს, მაგრამ იუვენტუსში გარანტირებული ადგილი არავისთვის არის და თუ საჭირო გახდა, რონალდო სკამზეც დაჯდება”–განაცხადა ალეგრიმ. კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა და კიევოსთან მატჩში მან გოლის გატანა […]

კრიშტიანო რონალდო: ”მინდა ჩემი შვილი ფეხბურთელი გამოვიდეს”

პორტუგალიელმა სუპერ ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ თავის შვილზე ისაუბრა და თქვა რომ დარწმუნებულია უმცროს რონალდოსაც ფეხბურთელობა მოუნდება. კრიშტიანოს თქმით ის თავის შვილს აუცილებლად დაეხმარება წარმატების მიღწევაში: ”მინდა რომ ჩემი შვილი ფეხბურთელი გახდეს და მე მას მაქსიმალურად შევუწყობ ხელს. ძალიან გამიხარდება, თუ ის ამ გზას აირჩევს და ფეხბურთი მისი ცხოვრების ნაწილი გახდება. მის ასაკში მე უკვე ძალიან […]

მარსელო შესაძლოა იუვენტუსში რონალდოს შეუერთდეს

მადრიდის რეალის მცველი მარსელო შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს, სადაც მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანო რომალდო იმყოფება. მარსელოს რონალდოსთან ერთად თამაში ძალიან კარგად გამოსდის და იუვენტუსი მისი გადასვლით ძალიან გაძლიერდება. მარსელომ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მან რონალდოს საუკეთესო ფეხბურთელი და ადამიანი უწოდა, რომლის გარეშეც მას ძალიან გაუჭირდება თამაში. მიუხედავად ამისა, რეალი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მარსელო შეინარჩუნოს […]

კრიშტიანო რონალდო: ”მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის”

იუვენტუსის ახალმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ რეალიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და თქვა რომ მას ახალი გამოწვევები სჭირდებოდა და იუვენტუსში სწორედ ამ მიზეზის გამო გადავიდა: ”რეალში ძალიან კარგი 9 წელიწადი გავატარე და ამ გუნდში უბედნიერესი ვიყავი. ამ ხნის მანძილზე ყველა ტიტული მოვიგე და მივხვდი რომ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. იუვენტუსში თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა და ამ მომენტს მოუთმენლად […]

akhalitaoba.ge © 2017-2018