ჭდე: მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო – “ფატუ ბენსუდა კორუფციაშია ჩართული”

მაიკ პომპეო - "ფატუ ბენსუდა კორუფციაშია ჩართული"

აშშ-ის მოქმედი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას კორუმპირებულ ქმედებებში მონაწილეობაში სდებს ბრალს. აღნიშნულ განცხადებას პომპეო „ტვიტერის“ მეშვეობით ავრცელებს. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტური. მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას, პირადი სარგებლის მიზნით ის ჩართულია კორუმპირებულ ქმედებებში და გაფლანგა მილიონები ამერიკელი სამხედროების სისხლის […]

პომპეო თბილისიდან წავიდა

პომპეო თბილისიდან წავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააცილეს. პომპეო საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, ასევე ის შეხვდა საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს ილია […]

პომპეოს საათი 40$ ღირს, ღარიბაშვილის – 500.000$

პომპეოს საათი 40$ ღირს, ღარიბაშვილის - 500.000$

სოციალურ ქსელში დათუჩა მახარაძე წერს: „პირველი რასაც დავაკვირდი და ჩემი ყურადღება მიიქცია მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დროს საათი არის , რომელიც სულ რაღაც 40$ ღირს , ჩვენ ჩინოვნიკებსავით რომლებსაც მილიონ ლარიანი საათები უკეთიათ და მარიაჟობენ ასე არაა ამერიკაში !!! ფასები აგერ არის და ნახეთ დააკვირდით თქვენც , თუ რამეში ვცდები და გატყუებთ რამეს ! ღარიბაშვილის საათი […]

პომპეო – “თბილისში ყოფნით აღფრთოვანებული ვარ”

პომპეო - "თბილისში ყოფნით აღფრთოვანებული ვარ"

მაიკ პომპეომ ტვიტერში დაწერა: “აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში

მაიკ პომპეო თბილისში ჩამოვიდა

მაიკ პომპეო თბილისში ჩამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს. დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და […]

გია ხუხაშვილი – “პომპეომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა შეიძლება შემოგვთავაზოს”

გია ხუხაშვილი - 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა

გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “რას უნდა უკავშირდებოდეს მაიკლ პომპეოს ასეთი სასწრაფო, დაუგეგმავი ვიზიტი საქართველოში? საქმე იმაში გახლავთ, რომ ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა ფრთხილად და აუჩქარებლად ამერიკული პოლიტიკა. ამ მოცემულობაში ყველა დაინტერესებული მხარეს უწევს სწრაფი და არაორდინალური მოქმედებები, იმისათვის რომ გააფართოვოს, ან უარეს შემთხვევაში შეინარჩუნოს რეგიონში საკუთარი პოზიციები. […]

საქართველოში 17 ნოემბერს მაიკ პომპეო ჩამოვა

მაიკლ პომპეო - “რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიები მიიტაცა”

საქართველოს 17-18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს. “საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული […]

მაიკლ პომპეო – “რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიები მიიტაცა”

მაიკლ პომპეო - “რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიები მიიტაცა”

“ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაიკლ პომპეომ აღნიშნა, რომ რუსეთი დასავლურ ფასეულობებსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს პატივს არ სცემს. “დასავლეთი იმარჯვებს. ჩვენ კოლექტიურად ვიმარჯვებთ იმით, რასაც დასავლეთი აკეთებს, დასავლური დემოკრატია […]

ეკა ბესელია – როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ მაიკ პომპეოს ღია გზავნილი სასურველად შეფუთოს, არ გამოვა – ეს 2020 წლისთვის ბოლო გაფრთხილებაა

პარლამენტმა ზურაბიშვილს დაუჯერა - ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა 5 წლით გაგრძელდება

როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ ეს ძალიან ღია გზავნილი სათავისოდ და სასურველად შეფუთოს, არ გამოვა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილებს. მისი თქმით, ეს არის 2020 წლისთვის აშშ-ის მხრიდან საქართველოს მისამართით გაჟღერებული ბოლო გაფრთხილება. „როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ ეს ძალიან ღია გზავნილი […]

მაიკ პომპეომ საქართველოს მოუწოდა, დაასრულოს ანაკლიის პორტი – “ეს თავიდან აგაცილებთ რუსეთის და ჩინეთის ცუდ გავლენებს”

მაიკ პომპეომ საქართველოს მოუწოდა, დაასრულოს ანაკლიის პორტი - "ეს თავიდან აგაცილებთ რუსეთის და ჩინეთის ცუდ გავლენებს"

ანაკლიის პორტის პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთანერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. მისივე თქმით, აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით აცხადებს, რომ […]