ჭდე: მალხაზ მაჩალიკაშვილი

ზაზა სარალიძე – “მე ვიცი, რას განიცდის დღეს მალხაზი… დღეს ჩემი ძმისშვილის დაბადების დღეა”

ზაზა სარალიძემ ფეისბუქში დაწერა: “მე ვიცი რას განიცდის დღეს მალხაზი, მე უკვე გავიარე დათუჩას დაბადების დღე.მის გულში რაც ტრიალებს ღმერთს ვევედრებით ორივე რომ არავინ გამოცადოს. ეს კაცი დღეს ჩემი ძმა არის და დღეს ჩემი ძმისშვილის დაბადების დღეა. მშვიდად განისვენე ჩემო პატარა ძმაო.” ამ პოსტზე ზაზა სარალიძემ თემირლან მაჩალიკაშვილის ფოტო დადო.

მალხაზ მაჩალიკაშვილი – “თემირლანის საქმე 10%-თაც რომ გაიხსნას, ივანიშვილს ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს”

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შვილმოკლული მამების აქცია ხელისუფლებას სერიოზულად აღიაზიანებს. ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ათასი სიბინძურე ითქვა. “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ კი მთლად საოცრება განაცხადა. დეპუტატის მტკიცებით, შვილმოკლული მამების აქციას რუსეთი გამოიყენებს. ვინ თამაშობს რუსეთის თამაშს საქართველოში, რას შეეწირა თემირლან მაჩალიკაშვილი, რატომ ეშინია ხელისუფლების ამ საქმის გამოძიების? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მალხაზ […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – ”სოსო გოგაშვილო, ჩამოდი, ნაძირალა და ორ მეტრში დამიდექი! არ გაპატიებთ არც მე, არც ჩემი ერი და არც ქართველი ერი!”

როგორც სპეცრაზმელები იქცეოდნენ არაადამიანურად და მხეცურად, დღეს თქვენ, მთელი ხელისუფლება იმავეს იმეორებთ, ამას თქვენ არ გაპატიებთ, არც მე, ჩემი ერი და არც ქართველი ერი, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მხარდამჭერებთან ერთად გამართულ აქციაზე განაცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე მოითხოვა, სახელმწიფომ სპეცოპერაციის ღამით ჩადენილი დანაშაული […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – ”აქედან ფეხს არ მოვიცვლით – ჩვენი ბიჭები ვეღარასდროს შეხვდებიან ახალ წელს და სხვისი ბავშვების სიხარულით გავიხარებთ”

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამები – ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე რამდენიმე თვეა, რაც აქციას მართავენ და სამართლის აღსრულებას ითხოვენ. ეს აქცია ხელისუფლებას უკვე სერიოზულად აღიზიანებს. შვილმოკლულ მამებს კარვების დადგმის უფლებას არ აძლევენ. მათ არაერთხელ მოუწყვეს პროვოკაციაც. 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ მათ ოფიციალურად მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება. ამის მიზეზად კი […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღევანდელ პროცესზე ისაუბრა მისი შვილის მკვლელობის დეტალებზე, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი – “ჩემი შვილი იმიტომ მოკლეს, რომ სკანდალური ინფორმაცია გაიგო – პატრიარქს მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მივაწოდო”

ერთი თვის წინ, 10 სექტემბერს შვილმოკლულმა მამებმა ზაზა სარალიძენ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყეს. გამწარებული მამები თავიანთი შვილების მკვლელების დადგენას და მათ დასჯას ითხოვენ. მათ აქცია ზაფხულშიც გამართეს, რამაც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გადაიყოლა. საზოგადოების ნაწილმა აქციას სოლიდარობა მხოლოდ იმიტომ არ გამოუცხადა, რომ იქ პოლიტიკოსები იდგნენ. სექტემბერში აქცია […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – “სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, პანკისობას ვერ ჩაატარებენ – უნდათ, რაღაც ჩამადენინონ, რომ ციხეში გამიშვან”

პანკისის ხეობაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ადგილობრივები დღემდე ამაოდ ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას. მამამისი ამ მოთხოვნით, სხვა შვილმოკლულ მშობლებთან ერთად, თბილისში აქციებს მართავს. ხეობაში დაძაბულობას ჰესების მშენებლობაც იწვევს. ადგილობრივები აქ დიდი ჰესების აშენებას ეწინააღმდეგებიან. ხელისუფლება დათმობას არ აპირებს, უკან არც ქისტები იხევენ. ამ ვითარებაში ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში “პანკისობის” მოწყობა გადაწყვიტა. სხვადასხვა ღონისძიებების გარდა, დაგეგმილია […]

”ზაზას და მალხაზის ამ ფოტოს ფონზე ყველაფერი დანარჩენი ისე უმნიშვნელო ჩანს…”

რამდენიმე წუთის წინ ნინო ბაქრაძე-პრიმაკოფმა ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ”აი, ამ ფოტოს ფონზე ყველაფერი დანარჩენი, მთელი ეს “პოლიტიკური პერიპეტიები” და ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების ბრძოლა ისე უმნიშვნელო ჩანს :(”, – წერს მანანა გაგუა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი – „კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე ამოვუწიე. კრუნჩხვები დაემართა, გაითიშა ადამიანი“

სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩაკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პროტესტს აგრძელებს. მეორე შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე კი შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, “ულტიმატუმის ვადის გასვლის მიუხედავად გეგმები არ შეცვლილა და მოთხოვნაც იგივე რჩება – გადადგეს ხელისუფლება”. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ზაზა სარალიძეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. „კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე […]

კმარა აბუჩად აგდება! – სარალიძე და მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ

შვილმოკლული მამები საპროტესტო აქციების განახლებას 10 სექტემბრიდან. ამის შესახებ მათ პარლამენტთნ ბრიფინგი ჩაატარეს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მისი შვილის მკვლელებს მფარველობს. „პირდაპირ განაცხადა ხელისუფლებამ რომ მკვლელი არ არსებობს და მკვლელს ვერ მისცემენ პასუხისგებაში და არა მარტო მკვლელს, არამედ თითქოს საქმე […]

akhalitaoba.ge © 2017-2018