ჭდე: მარნეული

მარნეულში მატარებელი 30 წლის მამაკაცს დაეჯახა და მოკლა

მარნეულში, ე.წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი რკინიგზის რელსებზე იჯდა, მატარებლის მემანქანის ხმოვანი სიგნალით მიუხედავად, ის რელსებიდან არ გადავიდა და მას მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის […]

მარნეულში 17 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში 17 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობამდე მოზარდმა სახლში წერილებიც დატოვა, თუმცა მათი შინაარსი ჯერჯერობით უცნობია. როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზებიც.

მარნეულში 65 წლის კაცი მწერის ნაკბენისგან გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის მცხოვრები 65-წლამდე ასაკის მამაკაცი, სავარაუდოდ, მწერის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ანაერობული ინფექციით გარდაიცვალა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელედება და ორგანიზმში მხოლოდ მწერის მიერ ადამიანის დაკბენის ან კანის ზედაპირის გაკაწვრის შედეგად ხვდება. ,,ოფიციალურად, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ […]

გარდაბანსა და მარნეულში გიურზამ 2 ადამიანი დაკბინა

გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ორი ადამიანის დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს შესაბამისი აცრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ კაბინეტში ჩაუტარდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს” რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა, მამაკაცებს გიურზის ნაკბენი კიდურებზე ჰქონდათ, ანტიგიურზინის ვაქცინით აცრა ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ზაფხულის პერიოდში გველის მიერ […]

მარნეულში 7 წლის ბავშვი სარწყავ არხში დაიხრჩო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში უბედური შემთხვევა მოხდა – 7 წლის ბავშვი სახლთან გამავალ სარწყავ არხში გადავარდა და დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, ბავში სოფელში სტუმრად ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ბავშვი არხის პირას თამაშობდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის სარწყავ არხში, რომელშიც წვიმის შედეგად წყლის დონე მომატებული იყო, უკვე გარდაცვლილი ნახეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში […]

მარნეულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში, ქობულეთის ქუჩაზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, 50 წლამდე მამაკაცი მდინარესთან ადგილობრივმა ნახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ადგილობრივებმა დახმარებისთვის 112 ში დარეკეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კახა კალაძე მარნეულის მერის დაკავებაზე – არ აქვს მნიშვნელობა “ქართული ოცნების” წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს უმკაცრესად აგებს პასუხს

არ აქვს მნიშვნელობა “ქართული ოცნების” წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს, ის უმკაცრესად აგებს პასუხს, -ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას მარნეულის მერის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ აღნიშნა, პრივილეგირებული ადამიანები ვერ იქნებიან და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. “მეც მედიით მოვისმინე ეს ამბავი და არ მქონდა საშუალება კარგად გავცნობოდი. […]

ივანიშვილის და მარნეულის მერის გინებისთვის, მოქალაქეს საკუთარი შარდით სახე დააბანინეს

მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გავრცელდა ვიდეოები, სადაც ეს მოქალაქე ბოდიშს იხდის და სახეზე სავარაუდოდ შარდს ისვამს. ცნობილი გახდა, რომ მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო იძიებს.

მარნეულში 21 წლის მამაკაცი სანადირო თოფითაა მოკლული

მარნეულში, შულავერის ადმინისტრაციულ ოლქში, სოფელ სეიდ გოჯალოში, მდინარე დებედასთან 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილს, სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული. თუ რა გახდა ახალგაზრდის მკვლელობის მოტივი უცნობია, ასევე უცნობია თუ ვინ არის მკვლელი. შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლები მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა […]

მარნეულში 21 წლის ნამაზ ვალიევი გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიდ გოჯალოში 21 წლის მამაკაცი, ნამაზ ვალიევი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ მოქალაქე ლაშა ქველაძე წერს. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ვალიევი გუშინ საღამოს სატელეფონო ზარის განხორციელების შემდეგ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, დილით კი მწყემსმა სოფლის ჭალაში გარდაცვლილი იპოვა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილს თავის არეში ძლიერი დაზიანება აქვს მიყენებული. ნიუპოსტი  

akhalitaoba.ge © 2017-2018