ჭდე: მერაბ კვირიკაშვილი

მალხაზ პაპასკირი – ”მერაბ კვირიკაშვილს ასე უნამუსოდ თუ გაამართლებდნენ, არ მეგონა, სამარცხვინო სპექტაკლი დადგეს”

მალხაზ პაპასკირი - ”მერაბ კვირიკაშვილს ასე უნამუსოდ თუ გაამართლებდნენ, არ მეგონა, სამარცხვინო სპექტაკლი დადგეს”

მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე თავხედურად, უნამუსოდ გაამართლებდნენ, არ მეგონა. აბსოლუტურად ყველაფერი გაყალბებულია და სამარცხვინოსპექტაკლია დადგმული, – ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა, მალხაზ პაპასკირი. როგორც პაპასკირი აღნიშნავს, მისი ოჯახის წევრები კვირიკაშვილის უპასუხისმგებლობით დაიღუპნენ და ის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. „ეს არის უსამართლო ქვეყანა! […]

მერაბ კვირიკაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო – მას მოეხსნა 15.000 ლარიანი გირაო და დაუბრუნდება მანქანა

მერაბ კვირიკაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო - მას მოეხსნა 15.000 ლარიანი გირაო და დაუბრუნდება მანქანა

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მურთაზ კაპანაძემ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მას ასევე მოეხსნა 15.000 ლარიანი გირაო და დაუბრუნდება ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე იყო. პროცესს ესწრებოდა თავად მერაბ კვირიკაშვილი. დღეს პროცესზე რეპლიკები წარმოთქვეს მხარეებმა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება წარმოადგინა, რაც კვირიკაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა. ვალერი კუჭუხიძის თქმით, კვირიკაშვილმა გამოძიების […]

მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი 30 მაისს გამოცხადდება

მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი 30 მაისს გამოცხადდება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე დასკვნითი პროცესი გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წაიკითხეს. პროკურორმა იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომლებმაც, მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. პროკურორ ვალერი კუჭუხიძის განცხადებით, მთავარი არგუმენტია ის, რომ პირველად დაკითხვაზე ღია ფერის ავტომობილზე პოლიციას ჩვენება არავინ მისცა. მისი თქმით, ექსპერტების მიერ დასკვნები არასათანადოდაა შესრულებული. ბრალდების მხარის არგუმენტებს არ დაეთანხმა დაცვის […]

”იყო გვამები და ადამიანები დასახიჩრებული იყვნენ” – მერაბ კვირიკაშვილის პროცესზე მოწმე დაიკითხა

”იყო გვამები და ადამიანები დასახიჩრებული იყვნენ” - მერაბ კვირიკაშვილის პროცესზე მოწმე დაიკითხა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა. ლევან მოსიაშვილის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მათი ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერებული იყო, როდესაც ტრაილერის ხმა მოესმათ, რამდენიმე წამში შეჯახების ხმაც გაიგონეს და დაინახეს დამტვრეული ორი ავტომობილი. მისი თქმით, ისინი დაშავებულების დახმარებას ცდილობდნენ. „ცუდი მდგომარეობა იყო. იყო გვამები და ადამიანები დასახიჩრებული იყვნენ. ერთი მძღოლი […]

მერაბ კვირიკაშვილი – ”მანქანამ მოცურება დაიწყო და ვეღარ დავიმორჩილე. დავინახე, მანქანას ვეჯახებოდი” – მორაგბემ ტრაგედიის მომენტი გაიხსენა

მერაბ კვირიკაშვილი - ”მანქანამ მოცურება დაიწყო და ვეღარ დავიმორჩილე. დავინახე, მანქანას ვეჯახებოდი” - მორაგბემ ტრაგედიის მომენტი გაიხსენა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესზე მერაბ კვირიკაშვილმა ბრალდების და დაცვის მხარეების კითხვებს უპასუხა. კვირიკაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის დღე გაიხსენა. მისი თქმით, ქუთაისის შემოვლით გზაზე დაინახა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უნდა ჩაევლო მათთვის, ასევე დაინახა ღია ფერის ავტომობილი, აცილების მიზნით მოახდინა მანევრირება, როდესაც მოხდა შეჯახება. მორაგბის თქმით, მისი ავტომობილი გზის შუა ნაწილში 93 კმ […]

მერაბ კვირიკაშვილს ავარიის აცილება არ შეეძლო – რას ამბობენ ექსპერტები

მერაბ კვირიკაშვილს ავარიის აცილება არ შეეძლო - რას ამბობენ ექსპერტები

4 თებერვალს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. სხდომაზე სასამართლომ კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხა. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა ემზარ გავაშელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის აცილება მერაბ კვირიკაშვილს არ შეეძლო. შსს-ს საექსპერტო ბიუროს ექსერტმა ირაკლი სარდაძემ ასევე განაცხადა, რომ კვირიკაშვილს შეჯახების თავიდან აცილება კონკრეტულ შემთხვევაში არ შეეძლო. ავტოსაგზაო შემთხვევა […]

“მერაბ კვირიკაშვილი ავარიის დროს ნასვამი არ ყოფილა და არც სიჩქარისთვის გადაუჭარბებია” – სასამართლო დღეს განახლდება

"მერაბ კვირიკაშვილი ავარიის დროს ნასვამი არ ყოფილა და არც სიჩქარისთვის გადაუჭარბებია" - სასამართლო დღეს განახლდება

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მერაბი ნასვამი რომ არ იყო, უდავოდ სცნო, როგორც ბრალდების მხარემ, ასევე დაცვის მხარემ. ეს დაადასტურა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნამ. მეკო შემთხვევის დროს, ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასევე გამოიკვეთა, რომ მისი მხრიდან სიჩქარის გადაჭარბებას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუკრი კვინიკაძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბრალდების მხარე […]

გიორგი ლომინაძე – ”სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია”

გიორგი ლომინაძე - ”სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია”

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მორიგ პროცესზე მისი მეგობარი, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე დაიკითხა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში იმყოფებოდა. როგორც გიორგი ლომინაძემ აღნიშნა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტელეფონში იხედებოდა და დეტალები არ იცის, თუმცა აცხადებს, რომ ავტომობილი მშვიდად მოძრაობდა, როდესაც რაღაც დაბრკოლების გამო მერაბ კვირიკაშვილმა მანევრი შეასრულა, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება. პროკურორის კითხვაზე, თუ […]

”მერაბ კვირიკაშვილზე შურისძიებას არ ვაპირებ” – სასამართლოზე ავტოავარიაში დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა, მალხაზ პაპასკირი, დაკითხეს

”მერაბ კვირიკაშვილზე შურისძიებას არ ვაპირებ” - სასამართლოზე ავტოავარიაში დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა, მალხაზ პაპასკირი, დაკითხეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე, ავტოავარიის შედეგად დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა მალხაზ პაპასკირი დაკითხეს. მისი თქმით, ის არ აპირებს შურისძიებას და მისთვის მთავარია სიმართლის დადგენა. მას ბრალდებულთან ადრეც ჰქონდა შეხება, თუმცა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მერაბ კვირიკაშვილის განცხადება, რომ ის უდანაშაულოა. – ჩემი სურვილია, რომ […]

დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება

დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება

დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის ბრალდების საქმეზე საქმის არსებითი განხილვა გაიმართება. ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. ნუგზარ კვინიკაძის ინფორმაციით,  პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაიკითხებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრ მერაბ კვირიკაშვილს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალი 7 თებერვას წარედგინა. ქუთაისის შემოვლით გზაზე, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო […]