ჭდე: მერაბ მორჩაძე

ლუკა კალანდია – ”მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა მოგვიგზავნა”

ლუკა კალანდია - ”მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა მოგვიგზავნა”

ჩვენ ვხსნით ყველა კარტს – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ გააკეთა და ხორავას ქუჩის საქმის დღემდე უცნობ დეტალებზე პირველად ალაპარაკდა. ლუკა კალანდიას ინფორმაციით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე მათ წინააღმდეგ ფიზიკური და მორალური ზეწოლა განხორციელდა და ხელი ძალადობით მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო. დავით სარალიძეს ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის […]

მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს

მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. წინა სხდომაზე პროკურატურამ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქა და ნაცვლად მოწმის მოსყიდვისა და ზემოქმედებისა ამჟამად მას მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედებას ედავებოდა. ”მერაბ მორჩაძე თავს დამნაშავედ გრძნობს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებით […]

”ჩემივე სურვილია, რომ დავრჩე პატიმრობაში” – სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე პატიმრობაში დატოვა

ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ მოსწავლეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - მიმალვაში მყოფს დაუსწრებლად

საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ იმსჯელა იმ მოწმეთა ნუსხაზე და მტკიცებულებაზე, რომელიც არსებითი განხილვის დროს იქნება წარმოდგენილი და სია სრულად დამტკიცდა. დაცვის მხარემ დამატებით მოითხოვა მოწმის სახით პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის დაკითხვაც, რადგან როგორც გაირკვა მასთან კითხვები აქვს თავად ბრალდებულსაც. გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ იმსჯელა მირზა სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და ის […]

შსს – ”მერაბ მორჩაძემ მოწმეს ჩვენების შესაცვლელად თანხა გადასცა”

შსს - ”მერაბ მორჩაძემ მოწმეს ჩვენების შესაცვლელად თანხა გადასცა”

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზრიშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებების შესახებ ილაპარაკა. მისი ბოლო თქმით, დამატებით მოპოვებული მტკიცებულებებით, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია ორი პირი: მერაბ მორჩაძე და მირზა სუბელიანი. მირზა სუბელიანი ახლახან დააკავეს, ხოლო მერაბ მორჩაძე – 8 ივნისს. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების […]

ვინ არის მერაბ მორჩაძე – მისი სახელი წითელ პარკში სისხლიან ინციდენტს უკავშირდება

ვინ არის მერაბ მორჩაძე - მისი სახელი წითელ პარკში სისხლიან ინციდენტს უკავშირდება

ხორავას ქუჩის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის ბიძაა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ პასუხობენ კითხვას, რა სახის ზეწოლას ახდენდა დაკავებული ხორავაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეებზე. შს სამინისტროს ინფორმაციით, მერაბ მორჩაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელებას გულისხმობს. […]

მერაბ მორჩაძე – ”არ ვიცი, რატომ დამაკავეს”

მერაბ მორჩაძე - ”არ ვიცი, რატომ დამაკავეს”

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიყვანეს. „არ ვიცი, რა ბრალდებით ვარ დაკავებული, გამოვალ და მერე გეტყვით. ერთ-ერთი მოზარდის ნათესავი ვარ. მართლა არაფერი ვიცი. სიმართლე არა მგონია, რომ დაიკარგოს” – განაცხადა მერაბ მორჩაძემ შსს-ში შესვლამდე. პირველი არხი

სიახლე ხორავაზე მკვლელობის საქმეში – დააკავეს მერაბ მორჩაძე

სიახლე ხორავაზე მკვლელობის საქმეში - დააკავეს მერაბ მორჩაძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე, გამოძიებით მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე. მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. იმედინიუსი