ჭდე: მკვლელობა ხორავას ქუჩაზე

საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დოკუმენტი მიიღო – ”ოცნების” დასკვნა ჩავარდა

9 მომხრე, 4 წინააღმდეგი – ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დოკუმენტი მიიღო. დასკვნაში ხელისუფლების უმაღლესი წევრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და მირზა სუბელიანის, მიხეილ კალანდიას და გამომძიებლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების რეკომენდაციაზეა საუბარი. საბოლოო კენჭისყრაზე ორი დოკუმენტი იყო გატანილი, თუმცა „ქართული ოცნების“ დასკვნა ჩავარდა. კომისიის ბოლო სხდომა დღეს განსაკუთრებით ხმაურიანი იყო.

ხორავას ქუჩის მკვლელობაზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულები სასამართლომ გაათავისუფლა

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული სამივე პირი დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლომ დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა, რომელიც დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა და მათ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. რუსთავი 2

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი: “2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის […]

მამუკა მდინარაძე – “ვაჩეიშვილისა და მისი მეუღლის ჩვენებები რთული მოსასმენი იყო… ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კითხვები ჩნდება”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საგამოძიებო კომისიის წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ადამიანური და მორალური თვალსაზრისით ძალიან რთული მოსასმენი იყო მოწმე ნიკოლოზ ვაჩეიშვილისა და მისი მეუღლის, დიანა ბოლოთაშვილის ჩვენებები.„ისინი ყვებოდნენ დეტალებს, მათ შორის, დაჭრის შემდეგ და მოვლენებს დეტალურად აღწერდნენ. თუმცა ახალი ხელშესახები, რომ გამოძიებას რაიმე მისცეს, ასეთი მათ, სამწუხაროდ, არ უთქვამთ…”- თქვა დეპუტატმა. მდინარაძის განცხადებით, დღეს […]

სიახლე ხორავაზე მკვლელობის საქმეში – დააკავეს მერაბ მორჩაძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე, გამოძიებით მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე. მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. იმედინიუსი

“დავით სალარიძეს მარჯვნიდან და უკნიდან გიორგი მენაბდე ურტყამდა, მის მარცხნივ კი მირზა სუბელიანის ნათესავი, მიხეილ კალანდია იყო” – ხორავაზე მკვლელობის ახალი დეტალები

მასშტაბურმა აქციებმა რუსთაველის გამზირზე პერმანენტული სახე მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის ორ ბრალდებულს შორის არ აღმოჩნდა არცერთი, ვინც დავით სარალიძე მოკლა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი ჩვენებით ირკვევა, რომ ჩხუბში მათ გარდა, მინიმუმ, ორი ახალგაზრდა […]

სასამართლოს განაჩენი ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამოცხადებულ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. […]

მაია ნიკოლეიშვილი – “რაც პროკურორმა ქალბატონმა დარბაზში დებოში ატეხა, სხვას ხულიგნობისთვის დაიჭერდნენ, მაგრამ მათთვის შეიძლება”

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია გულგრილს ვერავის ტოვებს. საქმის განხილვა სასამართლოში აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც თან დიდი ვნებათაღელვა ახლავს. რამდენიმე დღის წინ პროცესზე ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დაიკითხა და მისი დასკვნა სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდა. რა დასკვნა დადო მაია ნიკოლეიშვილმა, რატომ დაუპირისპირდა მას როგორც ბრალდების მხარე, ასევე გარდაცვლილის დედა, რას მალავს პროკურატურა, კიდევ რა ტიპის იარაღზეა საუბარი, ვისი […]

“დანები, რომლებითაც მოზარდები მოკლეს, ხორავაზე მირზა სუბელიანის შვილმა მიიტანა”

„ნიუპოსტი“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გარშემო ჟურნალისტურ გამოძიებას აგრძელებს. დღეს რედაქციამ სანდო წყაროსგან მორიგი სკანდალური ინფორმაცია მიიღო, რომლის მიხედვითაც, მთავარი პროკურატურის, ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შვილი 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.წყარო ძალოვანი უწყებიდან ირწმუნება, რომ ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე სწორედ სუბელიანის შვილის მიერ ე.წ. ქუჩურ გარჩევაში მიტანილი ცივი იარაღით მოკლეს. […]

ზაზა სარალიძე – ”მოწმემ თქვა, რომ მამამისი სცემეს”

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ერთი მოწმე დაიკითხა, რომელიც ჩხუბს უშუალოდ შეესწრო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი მოკლულის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა, მოწმემ მოსამართლეს უთხრა, რომ გამოძიების მხრიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი. – მოწმემ პირდაპირ განაცხადა, რომ წინასწარ გამოძიებაში ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა. მოწმემ ასევე თქვა, რომ გამომძიებლებმა და პოლიციის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა […]

akhalitaoba.ge © 2017-2018