ჭდე: მთავრობა

რომელ მინისტრს აქვს ყველაზე დიდი სახლი

რომელ მინისტრს აქვს ყველაზე დიდი სახლი

ქართველი მინისტრების ნაწილს უძრავი ქონება არ აქვს. საკუთარი სახლი არ გააჩნია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს. აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი პირების უძრავ-მორავი ქონება კი საკმაოდ შთამბეჭდავია – მათი ნაწილი რამდენიმე სახლის, მიწის ნაკვეთის და ავტოფარეხის მფლობელია. „ბიზნესპრესნიუსი“ ქონებრივ დეკლარაციაზე მიხედვით, გთავაზობთ, თუ რა უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობენ მოქმედი […]

მთავრობის დადგენილებით, იზოლაციაში თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება არ შეიძლება

მთავრობის დადგენილებით, იზოლაციაში თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება არ შეიძლება

საქართველოს მთავრობის 23 მაისის დადგენილებით „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გარკვეული პროდუქტების მოხმარებისგან თავის შეკავება მოეთხოვებათ. კერძოდ, მე-12 მუხლის (იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობები) მე-8 პუნტქის თანახმად, „იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება“. გარდა ამისა, დადგენილების თანხამდ,  „დადგენილი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის […]

11 მაისს რეცხავ მანქანას, 25 მაისს ყრი დახეულ ფლოსტებს, 8 ივნისს იჭრი თმას – მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

11 მაისს რეცხავ მანქანას, 25 მაისს ყრი დახეულ ფლოსტებს, 8 ივნისს იჭრი თმას - მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

თუკი ყველაფერი ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით წარიმართა და თუკი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, მაშინ შეგვიძლია მთავრობის მიერ წარმოდგენილი ექვსეტაპიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად, ორ-ორკვირიანი ინტერვალებით მოხსნას, დაახლოებით სამთვიან კალენდრად ვაქციოთ და ის საქმიანობები დავგეგმოთ, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, უკვე თვეზე მეტია შეზღუდული გვაქვს. იქნება ეს დაზიანებული ტექნიკის შეკეთება, სილამაზის სალონში სტუმრობა, […]

1 მილიარდი ფიზიკური პირებისთვის, ნახევარი მილიარდი ბიზნესისთვის, 300 მილიონი ჯანდაცვისთვის – როგორია მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

ბოლნისი და მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადიან - იზღუდება შესვლა და გამოსვლა

მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე 1 დღე დარჩა. როგორც ცნობილია, წარმოდგენილ გეგმაში უნდა შევიდეს დახმარების პაკეტები იმ სოციალური ფენისა და ბიზნესის, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის დროს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო დაზარალდნენ. ეკა ნებულიშვილი უკვე წლებია სილამაზის სალონს ფლობს. ყვება, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში თითქმის ორი, თვეა ობიექტს ვეღარ ამუშავებს. რის გამოც მასთან დასაქმებული ექვსი ადამიანი, ფაქტობრივად, უკიდურესი გაჭირვების ზღვარზეა. ნებულიშვილის მსგავსად, ცხრა წელია […]

საქართველოს მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

საქართველოს მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკისა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდება მნიშვნელოვანი ამოცანაა. ასევე, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის […]

რუსეთის მთავრობა გადადგა

რუსეთის მთავრობა გადადგა

რუსეთის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამოცხადებული წინადადებების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობაში გადადგეს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მინისტრთა კაბინეტს შორის შეხვედრის დროს განაცხადა. „ეს ცვლილებები, როდესაც მათი მიღება მოხდება და ყველანაირი ალბათობით მოხდება, შეიტანენ მნიშვნელოვან ცვლილებებს კონსტიტუციის არა […]

ბენი განცმა ისრაელის კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო

ბენი განცმა ისრაელის კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო

პარტია “ლურჯისა და თეთრის” ხელმძღვანელმა ბენი განცმა ისრაელის კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ, თუ ვინ გახდებოდა პირველად პრემიერ-მინისტრი, გარდა ამისა, ნეთანიაჰუს სურდა, მთავრობაში მისი მოკავშირე ულტრა-მართლმადიდებლური პარტიები შესულიყვნენ და კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც მოლაპარაკებები ჩაიშალა ის იყო, რომ ბენი განცმა უარი განაცხადა იმ პრემიერ […]

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ცვლილებები განხორციელდა ძალოვან ბლოკშიც. პარლამენტმა ნდობა შემდეგი შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტს გამოუცხადა: პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია; თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი; […]

მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს

მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს

მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მანქანა შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი. წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 045 000 ლარია. მთავრობის მოთხოვნაა, რომ პრეტენდენტი იყოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი (იმპორტიორი) […]

მთავრობა გადასადგომად ემზადება – ვინ მოხვდება გახარიას სიაში

მთავრობა გადასადგომად ემზადება - ვინ მოხვდება გახარიას სიაში

მმართველ პარტიაში დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან – “ქართული ოცნების” კულუარებში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში მამუკა ბახტაძე და, შესაბამისად, მთავრობაც გადადგება. სამთავრობო ცვლილებები ამათ ისედაც დაგეგმილი ჰქონდათ, მაგრამ პანკისურმა გაუგებრობამ კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი. ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გაგრძელება მოჰყვება პანკისობა 2019-ს, რომელიც “ქართულ ოცნებას” და საქართველოსაც შეიძლება ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს. ხმები მამუკა […]