ჭდე: მთიანი ყარაბაღი

მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის “რესპუბლიკაში” საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მოაწერა მისმა ე.წ. პრეზიდენტმა არაიიკ არუთუნიანმა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან უპილოტო თვითმფრინავებმა ოთხი დარტყმა მიაყენეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმიის ქვედანაყოფებს. ამასთან, რუსეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარეს ჯარების გაყვანის შესახებ […]

სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს

სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს

სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს, – ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოქვეყნებული სიის მიხედვით, აზერბაიჯანს ლაჩინის რაიონში 52, მარტაკერტში 8, შაუმიანში 16, გადრუთში 29, შუშის რაიონში 2, ასეკერანში 8 და მარტუნის რაიონში 8 დასახლებული პუნქტი გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში […]

მთიან ყარაბაღში ვაჰაგნ ჩახალიანი მოკლეს

მთიან ყარაბაღში ვაჰაგნ ჩახალიანი მოკლეს

მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებებისას დაქირავებული მებრძოლი ვაჰაგნ ჩახალიანი მოკლეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს და წერს, რომ სომხების მიერ დაქირავებულ მებრძოლებს, მათ შორის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის “პრეზიდენტის” აირიკ არუთიანიანის მეგობრებს,  რომლებიც აზერბაიჯანულმა არმიამ გაანადგურა, ძმათა საერთო სასაფლაოზე კრძალავენ. ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს მოქალაქე ჩახალიანის გარდაცვალების შესახებ სომხურ მხარეს ამ დრომდე არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, მოძრაობა ”ჯავახკის” ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი 2008 […]

ალიევი – “სომხეთის ოკუპაციისგან კიდევ 8 სოფელი გათავისუფლდა”

ალიევი - "სომხეთის ოკუპაციისგან კიდევ 8 სოფელი გათავისუფლდა"

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ „სომხეთის ოკუპაციისგან“ კიდევ 8 სოფელი გათავისუფლდა. „აზერბაიჯანის დიდებულმა არმიამ ფუზულის რაიონის სოფლები: გარადაღლი, ხათუნბულაგი, გარაკოლუ და ხოჯავენდის რაიონის სოფლები: ბულუტანი, მელიქჯანლი, კემერტუკი, ტეკე და თაგასერი გაათავისუფლა. დიდება აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია! ”- წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ Twitter- ში. იპნ

ფაშინიანი – “ველოდები, რომ საფრანგეთი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს”

ფაშინიანი - „ცუდი ამბავი გვაქვს, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა"

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ის საფრანგეთის პრეზიდენტისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებას ელოდება. „მსურს, ხაზი გავუსვა სომეხი ხალხის, სომხეთისა და მთიან ყარაბაღის კმაყოფილებას საფრანგეთის პრეზიდენტის გულწრფელი, სიმართლეზე დაფუძნებული პოზიციის გამო. შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტისგან, საფრანგეთისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას ველოდები. ჩემი მოლოდინი ნამდვილად არის ის, რომ საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს,“- განაცხადა ნიკოლ […]

ილჰამ ალიევი – “ყარაბაღში ჩვენი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს”

ალიევი - "მადლობა საქართველოს, რომელმაც სომხეთს იარაღი არ გაატარებინა"

ოთხდღიანი ბრძოლის შედეგად აზერბაიჯანმა წარმატებული ოპერაცია განახორციელა, სტრატეგიული სიმაღლეები და რამდენიმე დასახლება გაათავისუფლა და დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ჩვენ ამ მიწებზე დავბრუნდით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანს ვერავინ აიძულებს, დატოვოს ტერიტორიები, სადაც საკუთარი დროშა აღმართა. „ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ“, […]

სომხეთი – “გავანადგურეთ აზერბაიჯანის 370 ჯარისკაცი, 22 ტანკი და 10 ჯავშანტექნიკა”

სომხეთი - "გავანადგურეთ აზერბაიჯანის 370 ჯარისკაცი, 22 ტანკი და 10 ჯავშანტექნიკა"

სომხეთის მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო მდინარე არაქსის ხეობაში და თალიში-მატაგისის რაიონებში. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერ არცრუნ ჰოვანისიანზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე დროს, როგორც ჰოვანისიანმა აღნიშნა, ყარაბაღის თავდაცვის არმია წარმატებით იგერიებს მოწინააღმდეგის მხრიდან ყველა თავდასხმასა და თავდასხმის მცდელობას, რაც მათ მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მიმართულებით. „ამ დროისთვის […]

სააკაშვილი – “მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანისაა და ამას არაფერი შეცვლის”

სააკაშვილი - "სულ იყო მცდელობა, ჩემთვის უკრაინაში რაღაც სახის მინისტრობა შემოეთავაზებინათ"

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები ძალიან გვაშფოთებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. არ არსებობს დღეს უფრო დიდი ფასეულობა. ამიტომ დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალყურს ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას. ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ […]

თურქეთმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა

თურქეთმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰამი აქსოის თქმით, ქვეყანა სრულ მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტში და სომხეთს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები რეგიონში. სტაბილურობისა და მშვიდობის ყველაზე დიდი წინაღობა კავკასიაში სომხეთის მტრული განწყობაა. მან სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს დაპირისპირება, რომელიც რეგიონს ცეცხლში გახვევს, – ამბობს აქსოი. აქვე, დღეს, 27 სექტემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს. ამ […]

“გარეთ არ გახვიდეთ, ჩადით ბუნკერებში” – მთიან ყარაბაღში ბრძოლები მიმდინარეობს

"გარეთ არ გახვიდეთ, ჩადით ბუნკერებში" - მთიან ყარაბაღში ბრძოლები მიმდინარეობს

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. გამოყენებულია მძიმე ტექნიკა და არტილერია. სომხეთში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. განცხადება […]