ჭდე: ნავალნი

ნავალნი – “ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ!”

ნავალნი - "ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ!"

თუ ომის შესაჩერებლად ციხეები პატიმრების გადასაყვანი საავტომობილო ეკიპაჟები ჩვენი თავებით უნდა ავავსოთ, ჩვენ მათ ავავსებთ, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი „ტვიტერზე“ წერს. “ყველაფერს აქვს ფასი და ახლა, 2022 წლის გაზაფხულზე, ეს ფასი უნდა გადავიხადოთ. არავინ არ გააკეთებს ამას ჩვენთვის. მოდით, ვიყოთ არა მხოლოდ ომის წინააღმდეგი, არამედ ვიბრძოლოთ კიდეც ომის წინააღმდეგ,“- აცხადებს ნავალნი. […]

ნავალნის მხარდამჭერ ბოკარევს საქართველომ პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა

ნავალნის მხარდამჭერ ბოკარევს საქართველომ პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა

ნავალნის მხარდამჭერ რუს ბიზნესმენს სერგეი ბოკარევს საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა. პუტინის ოპოზიციონერს საქართველოდან რუსეთში  ექსტრადირება ემუქრება. ეს საკითხი იუსტიციის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს. ბოკარევი საკუთარ ქვეყანაში დევნის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც მან პოლიტიკური შეხედულებები საჯაროდ დააფიქსირა. ბოკარევმა ვლადიმერ პუტინი 2016 წელს გააკრიტიკა და ოპოზიციონერი ლიდერის სერგეი ნავალნის დაფინანსება დაიწყო. იმედი მაქვს საქართველო ყველა ცივილიზებული ქვეყნის მხარეს დაიჭერს. […]

ნავალნის მხარდამჭერთა აქციებზე რუსეთში 3.000 პირი დააკავეს

ნავალნის მხარდამჭერთა აქციებზე რუსეთში 3.000 პირი დააკავეს

რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. გამოცემის ცნობით, დაკავებები რუსეთის 70-მდე ქალაქში განხორციელდა. ყველაზე მეტი, აქტივისტი დედაქალაქში დააკავეს, სადაც, Reuters-ის შეფასებით, საპროტესტო აქციას 40.000-მდე ადამიანი ესწრებოდა. თუმცა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აქციაზე 4.000 ადამიანი იყო შეკრებილი. მოსკოვში გამართულ აქციაზე დაკავებულებს შორის ალექსეი ნავალნის მეუღლეც იყო, თუმცა ის […]

ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს – “ეს ბოლო 5 თვეში ჩემთვის საუკეთესო დღეა”

ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს - "ეს ბოლო 5 თვეში ჩემთვის საუკეთესო დღეა"

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს პოლიციამ აიყვანა. რუსული “დოჟდის” ცნობით, ის დაკავებულია.  ნავალნის ადვოკატს, რომელსაც პოლიტიკოსის დოკუმენტაცია ეკავა, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებები, მასთან ერთად წასვლის უფლება არ მისცეს. დაკავებისას ალექსეი ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელთან ერთადაც ის გერმანიიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ჩასვლის შემდეგ, დაკავებამდე,  ნავალნიმ თქვა, რომ ის […]

ნავალნის ბორტი, მიმართულების შეცვლის შემდეგ, შერემეტიევოში დაჯდა

ნავალნის ბორტი, მიმართულების შეცვლის შემდეგ, შერემეტიევოში დაჯდა

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი მოსკოვში დაფრინდა. მისი თვითმფრინავი, მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში დაჯდა. მანამდე მას მხარდამჭერები მოსკოვის ვნუკოვის აეროპორტში ელოდებოდნენ. თუმცა, თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვისკენ მიემართებოდა, გეზი შეიცვალა. ვნუკოვოს აეროპორტი თვითმფრინავების დაფრენისთვის დაიხურა. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ელოდებოდნენ, პოლიცია იყო მობილიზებული. რუსული მედია იუწყება, რომ იქ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ნავალნის […]

ბორტმა, რომლითაც ნავალნი რუსეთში ბრუნდება, მიმართულება შეცვალა

ბორტმა, რომლითაც ნავალნი რუსეთში ბრუნდება, მიმართულება შეცვალა

თვითმფრინავი, რომელიც ბერლინი-მოსკოვის რეისს ასრულებს, რუსეთის საჰაერო სივრცეშია, თუმცა მოსკოვთან მიმართულება შეიცვალა – სხვადასხვა რუსული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, თვითმფრინავი დაგეგმილი “ვნუკოვოს” აეროპორტის ნაცვლად, “შერემეტიევოში” დაჯდება. მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ალექსეი ნავალნი, შესაძლოა, დააკავონ, რუსეთის საგამოძიებო უწყებები მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ედავებიან და მის დაპატიმრებას ითხოვენ. Tvrain.ru წერს, რომ “ვნუკოვოს” მოფრენის ზონიდან ხალხის გაყვანა მოხდა და იქ გაუმჭვირვალე […]

ნავალნი – “მთელი დღე დამოუკიდებლად ვსუნთქავდი”

ნავალნი - "მთელი დღე დამოუკიდებლად ვსუნთქავდი"

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი “ინსტაგრამის” პირად გვერდზე საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს და პირველ კომენტარს აქვეყნებს. „გამარჯობა, მე ვარ, ნავალნი. მენატრებით. ჯერჯერობით თითქმის არაფერი შემიძლია, მაგრამ გუშინ მთელი დღე დამოუკიდებლად ვსუნთქავდი. არანაირი დახმარება არ დამჭირვებია, ძალიან მომეწონა,“- წერს ნავალნი. ცნობისთვის, ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოიყვანეს. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ […]

“ესაა მოწამვლა და ამაში ეჭვიც არ მეპარება” – ალექსეი ნავალნი ბერლინშიგადაიყვანეს

"ესაა მოწამვლა და ამაში ეჭვიც არ მეპარება" - ალექსეი ნავალნი ბერლინშიგადაიყვანეს

კომაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ თვითმფრინავით გადაიყვანეს. ომსკის საავადმყოფოს ექიმების დასკვნით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და მათ ნავალნის გერმანიაში გადაყვანა დაუშვეს. ნავალნის ექიმის განცხადებით, მას ეჭვი საერთოდ არ ეპარება იმაში, რომ მისი პაციენტი მოწამლულია. “მცირედითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ეს არის მოწამვლა, რამაც გამოიწვია ტოქსიკური ენცელოპათია და კრუნჩხვითი სინდრომის კომა, არცერთი მეტაბოლური დარღვევა, განსაკუთრებით ნახშირწყლები, არ […]

ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში მოწამლეს – ბორტი ომსკში საგანგებოდ დაჯდა – ვიდეო

ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში მოწამლეს - ბორტი ომსკში საგანგებოდ დაჯდა - ვიდეო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული – პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, მოწამლეს. ნავალნის წარმომადგენელზე დაყრდნობით ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნავალნი ავად ფრენის დროს გახდა, ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. პოლიტიკოსის პრეს-სპიკერი კირა იარმუში “ტვიტერზე” წერს, რომ საწამლავი ნავალნის ჩაიში იყო შერეული, რადგან მას დილით სხვა არაფერი მიუღია. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის  ვლადიმერ პუტინის პარტიას “კრიმინალებისა და ქურდების პარტიას” უწოდებს. რუსთავი […]

ნავალნი პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვაზე – “როგორ შეიძლება ასე პირუტყვივით მოქცევა?!”

ნავალნი პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვაზე - "როგორ შეიძლება ასე პირუტყვივით მოქცევა?!"

პუტინმა გადაწყვიტა, დაესაჯა საქართველო იმისთვის, რომ იქ ქუჩებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, – ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ტვიტერზე წერს. „აკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ბევრი რუსი ვეღარ შეძლებს შედარებით იაფად და ხარისხიანად დასვენებას. ისმის კითხვა: რატომ სჯის პუტინი რუსებს ქართველების პროტესტისთვის?“, – წერს ნავალნი. ის პუტინის იმ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რუსეთი მთავრობამ 8 ივლისამდე საქართველოდან რუსეთის […]