ჭდე: ნიდერლანდები

ნიდერლანდებში ქართველს, რომლის ბინაში 12 მილიონი ევრო იპოვეს, 3,5 წელი მიუსაჯეს

ნიდერლანდებში ქართველს, რომლის ბინაში 12 მილიონი ევრო იპოვეს, 3,5 წელი მიუსაჯეს

ნიდერლანდებში დაკავებულ ქართველს, რომლის ბინის ჩხრეკისას პოლიციამ 12 მილიონ ევროზე მეტი ამოიღო, პატიმრობა 3.5 წლით მიუსაჯეს. 35 წლის მამაკაცი ზაფხულში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში სამართალდამცავებმა 12 მილიონი ევრო, ფულის სათვლელი მანქანა, 1 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. მამაკაცს ბრალი ფულის გათეთრებაში ედებოდა. თავად მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს, მისი განმარტებით, სარდაფში არსებული დიდი […]

მორბენალმა შემთხვევით ლომის ბოკვერი იპოვა

მორბენალმა შემთხვევით ლომის ბოკვერი იპოვა

ნიდერლანდელმა მორბენალმა ქალაქ უტრეხტის შემოგარენში სირბილის დროს, შემთხვევით გალიაში ჩაკეტილი ლომის ბოკვერი იპოვა. ინფორმაციას BBC ნიდერლანდების საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს. მოქალაქემ ბოკვერი “ლომების ფონდში” მიიყვანა, სადაც ვეტექიმმა გასინჯა. როგორც გაირკვა, ბოკვერი დაახლოებით ოთხი თვის არის. პოლიცია ცხოველის პატრონს ეძებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება პოლიციამ Twitter-ზე გამოაქვეყნა. ბოკვერის მპოვნელი ამბობს, რომ ცხოველს გალიიდან გაქცევა თავისუფლად შეეძლო. იმედინიუსი

ნიდერლანდებმა და ბელგიამ ტერიტორიები გაცვალეს

ნიდერლანდებმა და ბელგიამ ტერიტორიები გაცვალეს

2018 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის საზღვარი შეიცვალა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. ტერიტორიის გაცვლა უნიკალური შემთხვევა მეორე მსოფლიო ომისშემდგომ ევროპაში, როდესაც ორი ქვეყანა მშვიდობიანად შეთანხმდა საზღვრის ცვლილებაზე. ამასთან აღსანიშნავია, ნიდერლანდებმა ბელგიისგან უფრო დიდი ტერიტორია მიიღო, ვიდრე თავად გასცა – ბელგიამ 3 ჰექტარი ფართობის ნახევარკუნძული, ნიდერლანდებმა კი 16 ჰექტარი ფართობის ნახევარკუნძული მიიღო. […]

ერდოღანი ნიდერლანდებს დაემუქრა: ”ვნახოთ, თქვენი თვითმფრინავები თურქეთში როგორ დაეშვებიან”

ერდოღანი ნიდერლანდებს დაემუქრა: ”ვნახოთ, თქვენი თვითმფრინავები თურქეთში როგორ დაეშვებიან”

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ნაცისტურ ქმედებებში გერმანიის შემდეგ, ნიდერლანდებიც დაადანაშაულა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დღეს, 11 მარტს, ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს როტერდამში ჩაფრენის ნებართვა გაუუქმა, სადაც ის მიტინგზე დასწრებას აპირებდა. ამავდროულად, ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქ დიასპორას იმ სააგიტაციო მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცა, რომელზეც თურქეთის ლიდერები ნიდერლანდებში მცხოვრები თურქებისთვის პრეზიდენტისთვის […]