საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტა „Союз“-ის გაშვების დროს ავარია მოხდა. როგორც ბაიკონურში წყარომ განაცხადა, მეორე საფეხურის ძრავების ავარიული გათიშვა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები ცოცხლები არიან და მათ ავარიული დაშვება განახორციელეს. „Союз МС-10“-ის ბორტზე რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი და ამერიკელი ასტრონავტი ნიკ ჰეიგი იმყოფებოდნენ. ამ მომენტისთვის ინციდენტის დამატებითი დეტალების გარკვევა მიმდინარეობს. ინტერპრესნიუსი