ჭდე: ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი – „49 ადამიანი დაიღუპა“

ფაშინიანი - „49 ადამიანი დაიღუპა“

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შუაღამისას დაწყებული შეტაკებების შედეგად სომხურ მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა. “სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის”, – დასძინა პრემიერმა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით კი  სომხეთის არმიის დანაკარგები 150-200 ადამიანია. შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, შუაღამისას, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული […]

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება

ფაშინიანი - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ"

სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს. “შეხვედრა მქონდა „აყვავებული სომხეთის“ ფრაქციის ლიდერ გაგიკ წარუკიანთან. შეხვედრისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არსებული შიდაპოლიტიკური მდგომარეობიდან გამოსვლის საუკეთესო გზა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. იმ კონსულტაციების გათვალისწინებით, რაც მე მქონდა სომხეთის პრეზიდენტთან, ფრაქცია „ჩემი ნაბიჯთან“, „განათლებული სომხეთის“ ფრაქციის ლიდერთან, ედმონ მარუკიანთან, […]

ფაშინიანი – “მთავარი დამნაშავე მე არ ვარ”

ფაშინიანი - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ"

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ შეუძლებელია, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ მისი სურვილითა და გადაწყვეტილებით ჩატარდეს. „აქ საკითხი იმაზე კი არ დგას, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი, არამედ საკითხავია, ვინ წყვეტს იმას, თუ ვინ არის სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ეს ხალხმა საკუთარი არჩევანით უნდა გადაწყვიტოს, ვადამდელი არჩევნების ჩატარება მხოლოდ ჩემი ნებით და გადაწყვეტილებით ვერ მოხდება, ამაზე თანხმობაა […]

გარეგინ II – “ფაშინიანი უნდა გადადგეს”

გარეგინ II - "ფაშინიანი უნდა გადადგეს"

სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა გარეგინ II-მ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. „ყარაბაღის ომის შემდეგ ჩვენ განვიცდით ტკივილის, დარდისა და შფოთვის მძიმე დღეებს. მრავალმა მსხვერპლმა, ისტორიული ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვამ, ომის კატასტროფულმა შედეგებმა და კიდევ უფრო დიდმა საგარეო საფრთხემ მოიცვა ჩვენი სულები და დაარღვია სამშობლოსა და დიასპორის სოლიდარობა, ეროვნული […]

სომხეთში უშიშროების ყოფილი შეფი არტურ ვანეციანი დააკავეს

სომხეთში უშიშროების ყოფილი შეფი არტურ ვანეციანი დააკავეს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადებას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ვანეციანის ადვოკატმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ფაშინიანის მკვლელობაში დაადანაშაულონ, რასაც ადვოკატი სამარცხვინო პოლიტიკურ დევნას უწოდებს. ადვოკატის განცხადებით, ამ საქმეზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მედიის ინფორმაციით, ვანეციანი გასული ერთი კვირის […]

ფაშინიანი – “მომიტინგეებმა მომპარეს კომპიუტერი, სუნამო, მართვის მოწმობა…”

ფაშინიანი - „ცუდი ამბავი გვაქვს, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა"

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მომიტინგეები ერევანში მის ოფიციალურ რეზიდენციაში შეიჭრნენ და გაძარცვეს. ”მათ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან მოიპარეს კომპიუტერი, საათი, სუნამო, მართვის მოწმობა და სხვა ნივთები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, “სამშობლოსთვის”, – თქვა მან. მანამდე პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დაეკავებინათ მომიტინგეები, რომლებიც ძალადობრივად შეიჭრნენ სამთავრობო შენობებში და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს. იპნ

ალიევი – “ფაშინიან, ყარაბაღის სტატუსი დასამარდა და არასდროს აღდგება”

ალიევი - "მადლობა საქართველოს, რომელმაც სომხეთს იარაღი არ გაატარებინა"

მინდა ერთი საკითხის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, ჩემო ძვირფასო ხალხო, ალბათ შეამჩნიეთ, რომ განცხადებაში მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ წერია, სად არის სომხური მხარის მოთხოვნები მისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით?- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოსახლეობის მიმართ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც სომხებს ავტონომია შესთავაზა, მათგან უარი მიიღო და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მოინდომეს. […]

ფაშინიანი – “ყველანი ჯარში! სომხეთს გენოციდი გვემუქრება!”

ფაშინიანი - „ცუდი ამბავი გვაქვს, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა"

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემობილიზებულ ჯარისკაცებს მოუწოდა სამხედრო სამსახურს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ პრემიერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, ქვეყნის სამსახურს უნდა დაუბრუნდეს ყველა ის პირი, ვინც ბრძოლისუნარიანია. „მათ, ვინც შეინახა თავისი სამხედრო ფორმა, მოვუწოდებთ კვლავ გამოცხადდნენ ფორმით და დოკუმენტებით. დღესდღეობით ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ და თუ ყველა […]

სომხეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა

ფაშინიანი - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ"

სომხეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო შეკრება. გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის. მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის“,- წერს ფაშინიანი. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, […]

ფაშინიანი – “სომხეთი სამხედრო მდგომარეობის შემოღებას აპირებს”

ფაშინიანი - „ცუდი ამბავი გვაქვს, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა"

მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, სომხეთის მთავრობა დღევანდელ საგანგებო სხდომაზე, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების საკითხზე იმსჯელებს. ამის შესახებ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე სომხეთის მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა. „დღეს ჩვენ შევიკრიბებით უშიშროების საბჭოს სხდომაზე, შემდეგ კი, მთავრობა განიხილავს საომარი მდგომარეობისა და რეზერვის ნაწილობრივი მობილაზაციის საკითხს“,- წერს სომხეთის პრემიერ- მინისტრი. ცნობისთვის, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ […]