ჭდე: პ

”მირზა სუბელიანი მზად იყო, მოეკლა მიხეილ სააკაშვილი, ახლა კი ემუქრება სოზარ სუბარს და კახი კახიშვილს” – ახალი სკანდალი

მირზა სუბელიანი მზად იყო, მოეკლა მიხეილ სააკაშვილი, ახლა კი ემუქრება სოზარ სუბარს და კახი კახიშვილს – კიდევ ერთი ფრაგმენტი ციხეში ჩაწერილი საუბრიდან. 21:00 საათზე კიდევ ერთი სკანდალური ფარული ჩანაწერი გასაჯაროვდება, სადაც მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. აუდიოფაილიდან გაიგებთ როგორ ემუქრებოდა და აშანტაჟებდა ხორავას ქუჩის საქმის გამო ყოფილი პროკურორი ხელისუფლებას და ვისი გავლენით არ გადადგა რადიკალური […]

დაუნის სინდრომის მქონე ბიჭუნა პრინც ჰარის ჩაეხუტა – ვიდეო

დაუნის სინდრომის მქონე ბიჭუნასა და პრინცი ჰარის ჩახუტება – ბავშვი ჰარის წვერით მოიხიბლა და მის გაშვებაზე უარი განაცხადა სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ახალი პატარა მეგობარი გაიჩინეს.

ჯემალ გამახარია – “ბესარიონ აპლიას არავინ არაფერს ეკითხება – რუსეთს მართლმადიდებლური სამყარო განხეთქილებისკენ მიჰყავს”

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ რუსეთს მართლმადიდებლურ სამყაროში საქმე ჩიხისკენ, კონფლიქტისა და განხეთქილებისკენ მიჰყავს. ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მეთაური ბესარიონ აპლია (რომელიც ადრე გვარად ფილია იყო) მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამ გააღიზიანა და ის რუსული ეკლესიის დამცველად გამოვიდა. – ამ კონფლიქტში აფხაზეთი მოსკოვს და პატრიარქ კირილს უჭერს მხარს. […]

თვითმფრინავი, რომელშიც მელანია ტრამპი იჯდა, ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი იმყოფებოდა, იძულებული გახდა დაკვამლიანების გამო დაშვებულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, აფრენიდან 10 წუთში თვითმფრინავის წინა ნაწილში დამწვრის სუნი იგრძნობოდა. თვითმფრინავი ენდრიუსის ავიაბაზაზე დაეშვა. სავარაუდოდ, ინციდენტის მიზეზი მექანიკური პრობლემა გახდა. თეთრი სახლის წარმომადგენლის სტეფანი გრიშემის თქმით, ბორტზე მყოფი ყველა პირი უსაფრთხოდ არის. მელანია ტრამპი […]

”მერაბიშვილს გაუჭირდება ნაციონალების და ”ევროპული საქართველოს” შერიგება”

შაბათს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ფეშენებელური სახლების შესახებ, რომლებიც „ოცნების“ ყოფილმა და ახლანდელმა ჩინოვნიკებმა 2012 წლის შემდეგ აიშენეს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. კვირას „რუსთავი 2“-მა ვანო მერაბიშვილთან ციხეში ჩაწერილი ინტერვიუც გაავრცელა. ამ თემებზე „ახალი თაობა“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა: _ ბატონო სოსო „რუსთავი 2“-ზე გავიდან სიუჟეტი ხელისუფლების მაღალჩინოსნების […]

ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანმა სალომე ზურაბიშვილს 50.000 ლარი შესწირა

მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი და “ქართული ოცნების” დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს, ამჯერად მისი მეუღლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების სიას, რომელიც დღეს გახდა ცნობილი. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ 50 ათასი ლარი, “ქართული ოცნების” რჩეული კანდიდატის ანგარიშზე, ხმაურიანი ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის, დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლემ, ნათია ხვისტანმა გადარიცხა. “შემოწირა ჩემმა მეუღლემ რა […]

აფეთქება ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში – დაიღუპა 18 ადამიანი, დაშავდა 50 – აფეთქებაში ეჭვმიტანილმა სტუდენტმა თავი მოიკლა

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში, პოლიტექნიკურ კოლეჯში, აფეთქება მოხდა. აფეთქებას საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა – შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რომელიც კოლეჯის სასადილოში იყო დამონტაჟებული. ტერაქტის შედეგად დაღუპულია 18 ადამიანი. დაშავებულია 50-მდე ადამიანი. აფეთქებაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა. ის კოლეჯის მე-4 კურსის სტუდენტია. მისი ცხედარი კოლეჯის მე-2 სართულზე მდებარე ბიბლიოთეკაში იპოვეს.

„ოცნების“ საარჩევნო რეპრესიები – საბავშვო ბაღების პედაგოგებს აიძულებენ, ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ და შემოხაზულ ბიულეტენს ფოტო გადაუღონ

მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნების სალომე ზურაბიშილის სასარგებლოდ გასაყალბებლად ემზადება. ე.წ. „გაყალბების სქემაში“ „ქართული ოცნება“ სახელისუფლო რესურსის სხვადასხვა სახით ჩართვას გეგმავს. როგორც „ნიუპოსტს“ წყარო უყვება, ამ მხრივ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში პედაგოგები არიან. კერძოდ, წყარო, რომელიც „ნიუპოსტს“ კონფიდენციალობის დაცვის მოთხოვნით დაუკავშირდა, ამბობს, რომ „ოცნების“ გავლენიანი წარმომადგენლები საბავშვო ბაღის პედაგოგებს აიძულებენ, რომ 28 ოქტომბერს ხმა სალომე ზურაბიშილს მისცენ […]

ადვოკატი მირიანაშვილი – “რევაზ შიუკაშვილი ბრალს არ აღიარებს”

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი ბრალს არ აღიარებს. როგორც კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა ქეთი მირიანაშვილმა განაცხადა, საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება აუდიოჩანაწერია, რომლის ავთენტურობასაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს. ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე ბრალის წაყენება შიუკაშვილისთვის მოულოდნელი იყო, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმეზე პროკურატურას არც კი დაუკითხავს. „ამ საქმეზე არ ყოფილა დაკითხული […]

პროკურატურა – “ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილისგან სანქცირებული და დათა ახალაიასთან შეთანხმებული იყო” – ვიდეო

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე მთავარ პროკურატურაში დღეს ბრიფინგი გაიმართა. “საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი. მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავას […]

akhalitaoba.ge © 2017-2018