ჭდე:

გაჩერებულ მერსედესს ხაშურთან ბმვ დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს

ავარია მოხდა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, ქარელი ხაშურის მონაკვეთზე. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, გაჩერებულ „მერსედესის“ მარკის ავტომობილს „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა „მერესედესის“ მგზავრი, ორივე ავტომობილის მძღოლი კი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არინა გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.

ცაბაძის ქუჩაზე სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ცაბაძის ქუჩაზე სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ხანძარი თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე – ცეცხლი კერძო საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო ბრიგადა და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსთავი 2

მამუკა ბახტაძე გიორგი მარგველაშვილს – “მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ”

მამუკა ბახტაძე გიორგი მარგველაშვილს - "მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ"

მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე საუბრისას განაცხადა. „საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის […]

საქართველომ რიგაში ლატვიას მოუგო და ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა

საქართველომ რიგაში ლატვიას მოუგო და ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა

რამდენიმე წუთის წინ რიგაში დასრულდა ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩი ლატვიისა და საქართველოს გუნდებს შორის. ამავე ჯგუფის მეორე მატჩი უფრო ადრე გაიმართა. ყაზახეთმა შინ ანდორას 4:0 მოუგო და 5 ქულა დააგროვა. საქართველოს მატჩის წინ 9 ქულა ჰქონდა და ლატვიაში გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს ინაღდებდა. შეხვედრა სტუმრების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა – 3:0. […]

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს წაუყენეს

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს წაუყენეს

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. კურიერის ინფორმაციით, ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს – ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს წაუყენეს. საქართველოს პროკურატურა ეჭვქვეშ აყენებს სკოტლანდ იარდის გამოძიებას, რომელმაც საქმე 10 წლის წინ გამოიძია და დაადგინა, რომ პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და მკვლელობა არ განხორციელებულა. ამ საქმეში მთავარი […]

გიორგი მშვენიერაძე – „ზურაბ ჯაფარიძეს კანაფის ფესტივალი თავისუფლების ფასად თუ უღირს, ეს მისი გადასაწყვეტია“

გიორგი მშვენიერაძე - „ზურაბ ჯაფარიძეს კანაფის ფესტივალი თავისუფლების ფასად თუ უღირს, ეს მისი გადასაწყვეტია“

ზურაბ ჯაფარიძის მიერ კანაფის ფესტივალის ჩატარების და შსს-ს მიერ ამ თემაზე გამოძიების დაწყების შესახებ  „ახალი თაობა“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა. _ ბატონო გიორგი, იმ ვითარებაში, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის ლეგალიზაციაზე არსებული კანონი არაკონსტიტუციურად ცნო, რამდენად სწორი რეაქცია ჰქონდა შსს-ს და უფლებამოსილება ამ საკითხზე? _ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას თემაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. პირველი […]

ვახო ხუზმიაშვილი – ”იბერიის” საინფორმაციო გამოშვებები ეთერში ვერ გავიდა – ხელისუფლების მხრიდან შექმნილია ფინანსური ბლოკადა”

ვახო ხუზმიაშვილი - ”იბერიის” საინფორმაციო გამოშვებები ეთერში ვერ გავიდა - ხელისუფლების მხრიდან შექმნილია ფინანსური ბლოკადა”

“იბერიას” საინფორმაციო გამოშვებები ეთერში აღარ გავიდა. ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი წერს: “აქამდეც მივედით. ახალი ამბების მთავარი გამოშვება ეთერში ვეღარ გავიდა. ვერ გავა “თავისუფალი სივრცეც”. სახელმწიფომ ყველა ბერკეტი გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ. არ ვიცით ხვალ რა იქნება, დღეს კი ასეა”- აცხადებს ხუზმიაშვილი. ის შექმნილ მძიმე ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელსიუფლებას აკისრებს. მისი თქმით, ტელეკომპანიის […]

ირაკლი მექვაბიშვილი – ”ზურაბიშვილის შემომწირველმა ექიმებმა შემოსავლის წყაროები უნდა დაასაბუთონ”

ირაკლი მექვაბიშვილი - ”ზურაბიშვილის შემომწირველმა ექიმებმა შემოსავლის წყაროები უნდა დაასაბუთონ”

ექიმი შემომწირველების საქმეზე, რომელთაც “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს თანხები გადაურიცხეს, გენერალურმა აუდიტორმა პირველი კომენტარი გააკეთა. ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, აუდიტის სამსახურმა საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და ამ დროისთვის მონაცემების გადამოწმება მიმდინარეობს. იკვეთება თუ არა კონკრეტული დარღვევები შემოწირულობებთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. “ვახორციელებთ ძალიან დეტალურ მონიტორინგს ყველა ფინანსურ ტრანზაქციაზე. კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ […]

ირაკლი კობახიძე – ”რუსთავი 2 რუსული მეთოდებით გვებრძვის და მოსახლეობას ტვინს ურეცხავს”

ირაკლი კობახიძე - ”რუსთავი 2 რუსული მეთოდებით გვებრძვის და მოსახლეობას ტვინს ურეცხავს”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანია დგამს სპექტაკლებს. კერძოდ კი „ომეგას საქმე“ და სუბელიანის სკანდალური ჩანაწერები მოიხსენია სპექტაკლად. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აწარმოებს მედიამონიტორინგს და შედეგენი მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს. კობახიძე დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე ამბობს, რომ რუსთავი 2-ს აქვს მაყურებლის მძევლად აყვანის მცდელობა […]

ნინო ლომჯარია – ”მირზა სუბელიანი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია”

ნინო ლომჯარია - ”აუდიტის სამსახურში დარჩენა არავის შემოუთავაზებია”

გლდანის მერვე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი სახალხო დამცველმა მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ სუბელიანს არ აქვს სურვილი, კონკრეტული პასუხები გასცეს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს. ომბუდსმენის თქმით, სუბელიანი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება. „გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი მისი მონაწილეობით, ამას მოჰყვა გუშინ საღამოს მისი მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობა, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი […]