ჭდე: პატიმარი

ხაშურის სასამართლოში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და მათი მძევლად აყვანა სცადა

ხაშურის სასამართლოდან პატიმარმა გაქცევა სცადა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და მძევლად აყვანა სცადა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, გლდანის #8 დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ყელგამოჭრილი იპოვეს. როგორც “ნიუპოსტს” ადვოკატმა განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულის იარაღი ამ დრომდე არ არის ამოღებული, რაც ეჭვებს ბადებს, რომ სუიციდის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. […]

akhalitaoba.ge © 2017-2018