ჭდე: ფინალი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში გავიდა – ვიდეო

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალური მატჩი ჩოგბურთში ნიკოლოზ ბასილაშვილსა და კაელ ედმუნდს შორის. პირველი სეტი ბასილაშვილმა ტაი ბრეიკზე მოიგო. მეორე სეტში ქართველი ჩოგბურთელი უპირატესობა უფრო გამოიკვეთა და თავის ჩაწოდებაზე ის 5:3-ს იგებდა, მაგრამ მოულოდნელად მან ჩაწოდება დათმო და მეტოქემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 5:4 ბასილაშვილის სასარგებლოდ. მომდევნო ჩაწოდება უკვე ედმუნდის იყო […]

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP 500 German Open-ის ფინალშია. ნახევარფინალში ბასილაშვილმა ჩილელი ნიკოლას იარი დაამარცხა (7:5, 0:6, 6:1). სპორტსმენმა 300 ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 1015 ქულით მისთვის სარეკორდო 45-ე ადგილზე გადაინაცვლა. ფინალში მისი მეტოქე მსოფლიოს 36-ე ჩოგანი, 31 წლის არგენტინელი ლეონარდო მაიერი იქნება. ფინალური მატჩი 29 ივლისს, 14:00 ზე გაიმართება.

20 წლის შემდეგ – საფრანგეთი ისევ ჩემპიონია

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი საფრანგეთსა და ხორვატიას შორის. საფრანგეთმა ეს შეხვედრა 4:2 მოიგო და 20 წლის შემდეგ ისევ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. დიდიე დეშამის გაწვრთნილმა გუნდმა ახალ ჩემპიონს დაბადების საშუალება არ მისცა. ხორვატიის ნაკრები მე-13 გუნდი იყო, რომელიც მუნდიალის ფინალში გავიდა, მაგრამ მე-10 ჩემპიონობა არ ეწერა. პირველ ტაიმში უპირატესობას ხორვატიის ნაკრები […]

საფრანგეთი ფინალში გავიდა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ნახევარფინალური მატჩი საფრანგეთსა და ბელგიას შორის. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და მისი ბედი ფრანგი უმტიტის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა – 1:0. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია. მისი მეტოქის ვინაობა ხვალ ინგლისის და ხორვატიის მატჩის შემდეგ გაირკვევა.

akhalitaoba.ge © 2017-2018